მანიპულაცია სამსახურში: როგორ არ მივცეთ თავხედ თანამშრომლებს თავზე დაჯდომის უფლება

808

ფსიქოლოგიური მანიპულაცია ეგოისტური მიზნით ადამიანზე ზემოქმედების განსაკუთრებული მეთოდია. გულუბრყვილო და მიმნდობი ხალხი ვერ ხვდება, რომ მათზე მანიპულირებენ. ეს როგორც სამსახურში, ასევე სახლში შეიძლება მოხდეს. მათზე, ვინც დაცვა არ იციან, ხშირად მანიპულირებენ. ასე არ უნდა იყოს! Vivien გიამბობთ, როგორ გამოიცნოთ ჩვეული მანიპულაცია თანამშრომლების მხრიდან. ასევე გიზიარებთ რჩევებს, რომელთა დახმარებით მომავალში თავის დაცვას შეძლებთ.

ფსიქოლოგიური მანიპულაცია – მეგობრული და შეკრული გუნდი ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა, ვინც სხვებთან ერთად მუშაობს. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. ზოგჯერ არც თუ ისე სასიამოვნო კოლეგებთან ურთიერთობა გვიწევს. ერთხელ დათმობა საკმარისია, რომ თქვენზე მანიპულირება დაიწყონ. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელთა დახმარებით ადვილად მიხვდებით, რა არის ტიპიური ფსიქოლოგიური მანიპულაცია.

თანამშრომლებს ხელი არ დააფაროთ – კომპანიაში არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ არ იმუშაონ. თუ შანსი აქვთ, ზარმაცობენ და მხოლოდ დაკავებულობის ილუზიას ქმნიან. რთული სათქმელია, რამდენ ფინჯან ყავას ან ჩაის სვამენ დღეში. ეს ხალხი „სასწრაფო საქმისთვის“ ოფისიდან ხშირად გადის.თუ პასუხისმგებლიანი თანამშრომელი ხართ, დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი ადამიანები თქვენს გამოყენებას დაიწყებენ. კლასიკური თხოვნა ასე ჟღერს: „გთხოვ, დამიფარე“. ამას ერთხელ, მეორედ გააკეთებ, შემდეგ ჩვევად გექცევათ. კოლეგა ოფისიდან აორთქლდება, ხოლო უფროსთან მის ქცევაზე პასუხისგება თავად მოგიწევთ.

ყველაზე და ერთდროულად პასუხისმგებლობა არ აიღოთ – თუ უფროსთან კარგ ურთიერთობაში ხართ, სავარაუდოდ, სხვა კოლეგების ყველა პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, გეტყვიან, რომ უფროსს უყვარხარ. სწორედ ამიტომ, კარზე თქვენ უნდა დააკაკუნოთ და რაღაც სთხოვოთ. ასეა სინამდვილეში?თანამშრომლებს თავზე დაჯდომის და მანიპულირების უფლება არ მისცეთ. ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობის ზონა მისი თანამდებობით და მოვალეობებით შეზღუდულია. აუცილებელი არ ხართ, რომ პირველივე ზარზე უფროსთან მიხვიდეთ და სთხოვოთ მათთვის, ვისაც უბრალოდ დირექტორთან საუბრის ეშინია.

მეგობრების მდგომარეობაში ნუ შედიხართ – თუ სოლიდურ კომპანიაში მუშაობთ, დიდი ალბათობით, მეგობრები სამსახურის დაწყებაში დახმარებას ხშირად გთხოვენ. თითქოს, უფროსთან ახლოს ხართ და არ გაგიჭირდებათ, რომ პოტენციურად კარგ თანამშრომელს სიტყვა შეაწიოთ.ასეთ მანიპულაციას მაშინვე ვერ ვამჩნევთ. მიზნის მისაღწევად აუცილებლად გეპირფერებიან. ასე სხვა ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, რომელიც შეიძლება ცუდი სპეციალისტი აღმოჩნდეს. თუ ყველაფერი ასე იქნება, სამსახურში რეპუტაცია შეგელახებათ.სხვათა შორის, თანამედროვე IT კომპანიებში საინტერესო პრაქტიკა არსებობს. კომპანიაში ნაცნობი ან მეგობარი ნამდვილად შეგიძლიათ მოიყვანოთ. თუ ადამიანი გასაუბრებას წარმატებით გაივლის და თავს კარგად წარმოაჩენს, ფულად ჯილდოს მიიღებთ.

როგორ ვისწავლოთ უარის თქმა – ბევრი თანამედროვე ადამიანის პრობლემა იმაშია, რომ სწორად უარის თქმა არ იცის. გარდა ამისა, ყველა ვერ აცნობიერებს, რომ მანიპულაციის მსხვერპლია.თუ ხედავთ, რომ თანამშრომელი თქვენგან რაღაცას ითხოვს, მსგავსი სიტუაციისგან თავი დაიცავით. როცა სხვისი თხოვნა შერეულ ემოციებს იწვევს, თავი არ შეიკავოთ და თქვენს ეჭვებზე პირდაპირ უთხარით: „უფროსის წინაშე შენს დაცვას არ ვაპირებ. ეს ჩემი პასუხისმგებლობა არაა“.კოლეგებთან შეგიძლიათ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა ააგოთ. ამ შემთხვევაში, ერთმანეთს სარგებელს მოუტანთ და სამუშაო გარემოში თავს თანაბარ მონაწილედ იგრძნობთ.

უარის თქმის უნარი არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ცხოვრებაში გამოგადგებათ. რაც უფრო სწრაფად ისწავლით პირადი საზღვრების დაცვას და მკაფიოდ განსაზღვრავთ, თუ სად მთავრდება სამუშაო ურთიერთობები და იწყება მანიპულაცია, მით უფრო პატივისცემით მოგექცევიან. რას იტყვით?