ყურადღებით დააკვირდით თქვენს დაბადების დღეს და თვეს და გაიგეთ, თუ რა გელით ცხოვრებაში

5344
ყურადღებით დააკვირდით თქვენს დაბადების დღეს და თვეს და გაიგეთ, თუ რა გელით ცხოვრებაში
ყურადღებით დააკვირდით თქვენს დაბადების დღეს და თვეს და გაიგეთ, თუ რა გელით ცხოვრებაში

დაბადების თარიღი განსაკუთრებული ჯადოსნური კოდია, რომელშიც ადამიანის ხასიათის, ბედის, გამოცდილების და წარმატების შესახებ ყველა ინფორმაცია დაშიფრული არის. ნუმეროლოგია ამ ურთიერთკავშირს იკვლევს და ყოველწლიურად უფრო ზუსტ პროგნოზს იძლევს.

დღეს გიამბობთ, როგორ გაიგოთ ადამიანის ბედის შესახებ დაბადების თარიღის მიხედვით. როგორც აღმოჩნდა, ამის გაკეთება რთული არაა, თუ საიდუმლო გეცოდინებათ. უფრო ზუსტად ბედის საიდუმლო ბარათი.

ბედის გაშიფვრა დაბადების თარიღის მიხედვით

ცხრილს შეხედეთ და განსაზღვრეთ, თუ დაბადების თარიღის მიხედვით, რომელი კარტი გეკუთვნით. სწორედ მას შეიძლება თქვენი ბედის კარტი ვუწოდოთ, რომელზეც ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა არა ყველაფერი.

ყვავის დასტა

ტუზი  – იდუმალების და გულწრფელობის კარტი. ყველაზე სულიერი კარტი მფლობელს მატერიალური კეთილდღეობის და სულიერი წონასწორობის არჩევანის წინაშე დააყენებს. აქ ორჭოფობა არ შეიძლება: ან ერთს ირჩევთ, ან მეორეს. ასეთი ადამიანები კარგი მეგობრები, მრჩეველები ხდებიან და აქვთ შესანიშნავი ოჯახი, თუ სწორ გზას აირჩევენ.

2 – პარტნიორობის და მეგობრობის კარტი. ადამიანს მარტო ყოფნა უჭირს და ყოველთვის საზოგადოებაში ყოფნისკენ ისწრაფვის. ამ კარტის მფლობელისთვის გარშემო მყოფი ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანია და მათთვის ყველაფერზე წამსვლელი არის. ჩვეულებრივ მაღალი ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება აქვთ. თუმცა ხშირად ანგარებით ქორწინდებიან.

3 – შემოქმედების კარტი. მისი მფლობელი სათანადო ძალისხმევის შემთხვევაში წარმატების შანსი აქვს. მათ იუპიტერი იცავთ. ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევთ – ეს წინა ცხოვრების ვალია. მთავარია – ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, რადგან უზარმაზარი პოტენციალის მიუხედავად, ამ კარტის მფლობელს შეიძლება სტრესი და ფიზიკური გამოფიტვა აწუხებდეს.

4 – მოწოდების მუშაობის კარტი. ზუსტად სამუშაო საქმიანობა თქვენი ცხოვრების მთავარი ამოსავალია. თქვენ შრომისმოყვარე და შრომისუნარიანი ხართ. შესაძლოა, კარგი ორატორული უნარ-ჩვევები გქონდეთ და ადამიანები თქვენს აზრს ითვალისწინებდნენ. ერთადერთი პრობლემა – თქვენი წერე. მათ შორის ბევრი მოშურნე ადამიანია და ისინი, ვინც თქვენს კარიერულ წარმატებას გამოიყენებს.

5 – მოგზაურობის კარტი. გადაადგილება და ცვლილებები არ გაშინებთ, რადგან ისინი თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. თქვენ ნერვიულობთ, მაგრამ სიმშვიდეს არ ეძებთ. მეამბოხე ხასიათი ხშირად ჭეშმარიტების ძიებაში, სულიერ ზრდაში გამოვლინდება. უფრო მეტ წარმატებას სხვა ადამიანთან პარტნიორობის შემთხვევაში მიაღწევთ, თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი გამოყენება მარტივია.

6 – ბედის კარტი. სწორედ ამ კარტის მფლობელისთვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი განსაკუთრებულ წონას იძენს. „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ – ასე შეიძლება მისი წარმატების და წარუმატებლობის დახასიათება. სწორედ ამიტომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი იყავით. ხასიათით მეოცნებე ხართ და ბედი ყველაზე სუფთა და ნათელი ფიქრების რეალიზებაში დაგეხმარებათ.

7 – შინაგანი ხმის კარტი. სჯობს საკუთარს თავს ენდოთ და გულს მოუსმინოთ. ამ კარტის მფლობელს სხვა ადამიანების არასწორად განსჯა ახასიათებს, სწორედ ამიტომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. ცხოვრებაში იღბალი თქვენს მხარეს იქნება, მაგრამ მთავარია ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. მას ახალგაზრდობიდანვე ყურადღება მიაქციეთ.

8 – ძალის კარტი. თქვენ ნამდვილი შრომისმოყვარე ხართ და სხვების საკეთილდღეოდ მუშაობთ. საკუთარ თავზე მხოლოდ ბოლოს ფიქრობთ. ძლიერი და ჭკვიანი ხართ და ამის გაცნობიერებით სხვების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობთ. ამასთან აღტაცება და თქვენი ნიჭის აღიარებაც გსურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიზარმაცე მალე გიპყრობთ. ისწავლეთ იყოთ ოდნავ ეგოისტი და უფრო მეტი იფიქროთ მხოლოდ ახლობელ ადამიანებზე და არა ყველაზე.

9 – უნივერსალურობის კარტი. ამ კარტის მფლობელს თავგანწირვა ახასიათებს. ისინი დიდ სიბრძნეს ფლობენ, ხშირად მასწავლებლები ან კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხდებიან. ხშირად ემოციური ცვლილებები ახასიათებთ, როცა ზრუნვა და ახლობლების მხარდაჭერა სჭირდებათ. საინტერესოა, რომ ბიზნესშიც წარმატებას ადვილად აღწევენ.

10 – მატერიალისტის კარტი. მატერიალური წარმატებისთვის რკინის ენერგიით იბრძვის, ნერვიულობთ, რომ თქვენს ოჯახს არაფერი მოაკლდეს. მაგრამ სწორედ ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის მიღწევა ძალიან გიჭირთ. მთავარია – უკიდურესობაში არ გადავარდეთ. ამ კარტის მფლობელს ბევრი სირთულე ელოდება, რომელიც მას ბევრ რამეზე უარის თქმას და ცხოვრების წესის შეცვლას აიძულებს.

ვალეტი – მსახიობის კარტი. ამ კარტის მფლობელი შეიძლება ან სულიერი მრჩეველი ან დამნაშავე გახდეს. თუ ცდუნებას ვერ გაუძლებთ საკუთარი ინტრიგის და არაჯანსაღი ამბიციის მსხვერპლი გახდებით. სწორი არჩევანი გააკეთეთ, იცხოვრეთ მსუბუქად და ასე ნამდვილ სირთულეებს თავიდან აიცილებთ. მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან თუ სწორ გზას გადაუხვევთ, ციხეში ამოყოფთ თავს.

დამა – თვითგანვითარების კარტი. ამ კარტის მფლობელს დიდი პოტენციალი აქვს, რომლის რეალიზებაც შეუძლიათ და რაც თავად მფლობელს სურს. სწორედ ამიტომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღეთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიუღწეველი აღარ დარჩება. მთავარი პრობლემა – კაპასი ხასიათი, რომელიც კონტროლის ქვეშ უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ახლობლები დაგაშოროს.

მეფე – მმართველის კარტი. შეუძლიათ მიაღწიონ ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული აქვთ, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებლობის ნახევარსაც კი არ იყენებენ. საინტერესოა, რომ ამ კარტის ყველა მფლობელი გართობის სფეროში მიდის, სადაც საკუთარ პოტენციალს ცდიან. უდიდესი ძალა აქვთ და გადაწყვეტილებებს ადვილად ღებულობენ, მაგრამ ცვლილებების მიღება და საკუთარი თავის სასარგებლოდ შეცვლა არ შეუძლიათ. ურთიერთობაში გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ და ხშირად მარტოხელები რჩებიან.

ჯვარის დასტა

ტუზი – ცოდნის კარტი. მფლობელი ცოდნის მიღებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მარტოობას ვერ იტანს. მისთვის მთავარია – საზოგადოებაში ყოფნა და მნიშვნელობა არ აქვს როგორ. სწორედ ამიტომ დიდი ალბათობა არსებობს, რომ ცუდ წრეში აღმოჩნდება, სასიამოვნო და გონებამახვილი მოსაუბრეა. დედის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობას გრძნობს, რომელიც ჩვეულებრივ ძლიერი ნებისყოფის და ინტუიციის მქონე ქალი არის. სწორედ დედის რჩევა ახდენს დიდ გავლენას საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში.

2 – თანამოსაუბრის კარტი. მფლობელი მარტოობას გაურბის და ყველასთან ურთიერთობს. მარტო დარჩენის შემთხვევაში ბოროტი და გაღიზიანებული ადამიანი ხდება. ამ კარტის მფლობელს ბედი იცავს, ამიტომ ცხოვრებისეული გზა საკმაოდ მარტივია. თუმცა კარგი ამბებიც ბევრი არ არის.

3 – მწერლის კარტი. თქვენ დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობები გაქვთ. საქმე მხოლოდ იმაშია, მათ რეალიზებას როგორ გადაწყვეტთ. წარმატებას შეგიძლიათ მიაღწიოთ ან მრჩეველი-მასწავლებლის, ან მწერლის როლში. მაგრამ თუ ორჭოფობას დაიწყებთ, უაზრო გართობა და წვრილი საზრუნავი თქვენს ნიჭს შთანთქავს. სიტყვაზე, იღბალი ბიზნესში თქვენს მხარეს იქნება, უბრალოდ საკუთარ თავს ენდეთ და თითოეული წარუმატებლობა როგორ წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი ისე განიხილეთ.

4 – ინტელექტუალური კმაყოფილების კარტი. თქვენს ცხოვრები ბევრი სტაბილურობაა, მაგრამ ნერვიულობთ, რომ ყოველთვის ასე არ იქნება. თქვენ გახასიათებათ სიჯიუტე და ხშირად გიყვართ კამათი, თავად პროცესზე გიჟდებით. ფიზიკური ძალის წყალობით ყველაზე მძიმე სამუშაოც კი არ გაშინებთ. სხვების წარმატებას აღიარებთ და თავად აღიარებისკენ არ მიისწრაფვით. ნიჭის გამოყენებით მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ და ამასთან ბედნიერი დარჩებით.

5 – ჭეშმარიტების მაძიებლის კარტი. ცნობისმოყვარეობა თქვენი მამოძრავებელი ძალა არის, რომელსაც ცხოვრებაში მუდამ ცვლილებები მოაქვს. ერთ ადგილას გაჩერება გბეზრდებათ, ხოლო ხანგრძლივი ურთიერთობა თქვენი არაა. შესაძლოა, ოჯახი არასდროს შექმნათ და მარტოხელა სკეპტიკოსი გახდეთ, ან საკუთარ თავს გადააბიჯოთ და კარგი მეოჯახე გახდეთ. არჩევანი თქვენზეა.

6 – მისიონერის კარტი. სანამ ცხოვრებაში საკუთარ გზას არ იპოვით, შფოთვა და ორჭოფობა არ მოგასვენებთ. მაგრამ შემდეგ თქვენს წინაშე მატერიალური კეთილდღეობა და ახლობლებთან ჰარმონიული ურთიერთობა გამოჩნდება. მთავარია – საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ და ნახევარ გზაზე არ გაჩერდით, სადაც შეიძლება ცდუნება გელოდოთ: ან ხელმძღვანელი გახდებით და სხვებზე იძალადებთ, ან საკუთარ ცხოვრებაში სხვა ძლიერ ადამიანს შემოუშვებთ, რომელთანაც მუდმივად დაპირისპირებაში იქნებით.

7 – სულიერების კარტი. ინტუიციას და გამჭრიახობას ფლობთ. მაგრამ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით შეიძლება საღი აზრი დაკარგოთ, რაც საბოლოოდ იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ. სულიერი იმპულსის წყალობით, შეიძლება დეპრესიის დროს ბევრი ფული დაკარგოთ. სწორედ ამიტომ მცირე პესიმიზმიც კი თქვენს ცხოვრებაში არ დაუშვათ.

8 – გონებრივი ძალის კარტი. მფლობელი ხშირად კარგი ადვოკატი ან მასწავლებელი ხდება. ასეთი ადამიანის გზა თანაბარი და სასიამოვნოა, წარმატება პირდაპირ ხელებში ჩაგივარდებათ. მაგრამ, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, თქვენ პანიკა გეწყებათ. ცხოვრებაში ყველაზე სასურველი ადამიანები არიან – გული ვალეტი და ყვავი მეფე. ამ კომპანიაში მთებსაც კი გადადგამთ.

9 – ცნობიერების კარტი. მფლობელს სტერეოტიპების მიუხედავად ცხოვრების ესმის. ახალგაზრდობაში შინაგან ურჩხულებს და პესიმიზმს ებრძვის, ცდილობს საკუთარ თავს დაუჯეროს. და როგორც კი ამას ახერხებს, აღიარების გზა იღება. დამაბრკოლებელი ფაქტორი – ბუნებით შეყვარების უნარი. ვნებას აყოლილმა შეიძლება არა მხოლოდ დრო, არამედ გზაც დაკარგოთ.

10 – ინტელექტუალური თამაშის კარტი. ძალიან დამოუკიდებელი ხართ და თავი ყოველთვის ღირსეულად გიჭირავთ. გსურთ რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად თქვენი შეუცვლელობა შეიგრძნოთ. არასამართლიანი გზის არჩევით, შეიძლება წარმატებას დაემშვიდობოთ. გასაოცარი არაა, რომ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ადამიანები არიან ყვავი ვალეტის მფლობელები, რომელთაც მსგავსი ხასიათი აქვთ.

ვალეტი – შემოქმედებითი სულის კარტი. ბევრი რამ შექმნილია სასარგებლოდ ან მოსატყუებლად. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აირჩიეთ, ან ზოგიერთ შემთხვევაში ორივე მხარე გააერთიანოთ. არაჩვეულებრივი გონება, დახვეწილი პრინციპები და რაღაც ახლის შექმნის სურვილი მოგცემთ საშუალებას ფული ყოველთვის გქონდეთ. მაგრამ ზოგჯერ უსამართლობა და უპასუხისმგებლობა თქვენ გშთანქავთ და ცუდ მხარეს გიზიდავთ. არ დანებდეთ.

მეფე – ცოდნის კარტი. ასეთი ადამიანი სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს და აკეთებს ისე, როგორც თავად გადაწყვიტა. ცხოვრებაში მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლას აღწევს და მმართველობით პოზიციებს იკავებს. მაგრამ ამ კარტის მფლობელი ნარკოტიკულ საშუალებებს ბოროტად მოიხმარს და ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. გასაოცარია, სხვებზე პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის მიმართ დაუდევრობა და გულგრილობა ერთმანეთს როგორ ერწყმის.

აგურის დასტა

ტუზი – არჩევანის კარტი. სურვილი გიყვარდეთ და ვინმე უყვარდეთ აქ მოგების წყურვილს უპირისპირდება. ერთის არჩევის საშუალება უბრალოდ არ გაქვთ. ამასთან ორივე სქესისთვის მსგავსი თვისება დამახასიათებელია. შეიძლება უკიდურესობაში გადავიდნენ და ილუზიები შეიქმნან, რითაც გარშემომყოფებს წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ. სიტყვაზე, ადოლფ ჰიტლერი (20 აპრილს დაიბადა) ამ კარტის მფლობელი იყო.

2 – მოხერხებულობის კარტი. ბიზნესმენად დაბადებული, რომელმაც ყოველთვის იცის, თუ როგორ მიაღწიოს წარმატებას. ხშირად ცხოვრებას ერთ საქმეს უთმობენ, რომელშიც უმაღლეს მწვერვალს აღწევენ, მაგრამ ეს როგორც წესი 35 წლის შემდეგ ხდება. ახლობლებზე პასუხისმგებლობას იღებენ, მაგრა სულიერი არამდგრადობის დროს შეიძლება ოჯახის წევრებისთვისაც კი აუტანლები იყვნენ.

3 – ფინანსური შემოქმედების კარტი. შფოთვა, ორჭოფობა, რთული ბედი. სასიყვარულო ურთიერთობაში ასეთი ადამიანი სირთულეებს განიცდის. მაგრამ მაღალი ინტელექტი და კარგი კომუნიკაციური შესაძლებლობები დროულად ყველაფრის მოგვარებაში ეხმარება.

4 – მუდმივი ღირებულის კარტი. მის მფლობელს მძიმე სამუშაო უყვარს, სწორედ ამიტომ ფულთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვს. დინების საწინააღმდეგოდ არ ცურავენ, არამედ პირიქით. ცვლილებებს ვერ იტანენ და თითოეულ ნაბიჯს გეგმავენ. სამაგიეროდ ხანდაზმულ ასაკში მას ცხოვრების გადახედვა და სამოგზაუროდ წასვლა ან სხვა გატაცებით დაკავება შეუძლია.

5 – ჯილდოს მაძიებლის კარტი. ამ კარტის მფლობელს კი რუტინა არ უყვარს. ის სტაბილურობას არ ეძებს და მის შექმნას არ ცდილობს, სწორედ ამიტომ ყოველთვის ახალი ცოდნის ძიებაში არის. თუ ასეთი ადამიანი საკუთარ თავს ვაჭრობის სფეროში გამოცდის, წარმატების კარგი შანსი აქვს. მთავარია  – ყველას დახმარების სურვილი შეაკავოს და სხვებს მისით მანიპულირების შესაძლებლობა არ მისცეს.

6 – ფინანსური პასუხისმგებლობის კარტი. ვალის პარანოული შიში ამ კარტის მფლობელს მუდმივად ანგარიშების შემოწმებას აიძულებს. სამაგიეროდ ყოველთვის ყველა ხარჯი გაწერილი აქვს. ასეთ ადამიანს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ სიმდიდრე უეცრად თავს დაეცემა. სამაგიეროდ შეუძლია გახდეს კარგი მასწავლებელი და მრჩეველი.

7 – სულიერი ღირებულების კარტი. ამ კარტის მფლობელისთვის პირველ რიგში ოჯახი და მეგობრები არის მნიშვნელოვანი. მათ გამო ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად რუტინას თავი უნდა დააღწიოს და რისკზე წასვლა ისწავლოს. ურთიერთობაში ყველაფერი იმ დონემდე რთული იქნება, სანამ ტოტალურ კონტროლზე უარს არ იტყვის და მეორე ნახევარს უფრო მეტ თავისუფლებას არ მიანიჭებს.

8 – მზის კარტი. მისი მფლობელი სცენაზე იბრწყინებს ან ყურადღების ცენტრში იქნება. სხვების გაკონტროლება უყვარს და ვერ იტანს, როცა მის თავისუფლებას ზღუდავენ. დიდი შინაგანი ძალა სხვების მართვის საშუალებას აძლევს. მაგრამ წარმატების მისაღწევად საკუთარი ძალა უნდა მიიღოთ და პასუხისმგებლობის აღების არ უნდა შეგეშინდეთ.

9 – თავგანწირვის კარტი. ასეთმა ადამიანმა ბევრი უნდა იმუშაოს, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახერხოს. უფრო მეტიც, მან შრომის ნაყოფი სხვებსაც უნდა გაუზიაროს. ასევე უნდა შეძლოს და ადამიანების წასვლის ნება მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრებაში ბევრი მწუხარება ელოდება. სწორედ ფულთან და ადამიანურ ურთიერთობასთან მიჯაჭვულობა ბედნიერების მიღწევაში ხელს უშლის. არ დააკავო ის, რის წაღებასაც ვერ შეძლებთ.

10 – კეთილდღეობის კარტი. ასეთ ადამიანს იღბალი მატერიალურ და ნებისმიერ საქმეში თან სდევს. კეთილი აზრების შემთხვევაში არ დაიტანჯება და სერიოზულ პრობლემებს არ შეეჯახება. მისი მთავარი პრობლემაა სიძუნწე, რომელიც მზარდი კეთილდღეობის ფონზე იზრდება. ეცადეთ, უფრო მეტი სულიერი მხარის შესახებ იფიქროთ და თქვენი ეჭვები გაქრება.

ვალეტი – მევაჭრის კარტი. გონიერება, გამჭრიახობა და მომხიბვლელობა – ამ სიტყვებით შეიძლება კარტის მფლობელის დახასიათება. ისინი ფინანსურ საქმეს საკმაოდ მარტივად სწავლობენ. თუმცა ავანტიურის სიყვარული მას არასანდო მოკავშირედ აქცევს როგორც ურთიერთობაში, ასევე საქმეში. პირობას ხშირად არღვევს, თან ამის გამო სინდისიც არ აწუხებს.

დამა – ქველმოქმედების კარტი. ორჭოფობა ნებისმიერ არჩევანს წარმოუდგენლად რთულ ამოცანად აქცევს. ფულს დაუდევრად ეპყრობა და ისე ხარჯავს, რომ ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს. ამასთან საკმაოდ გულუხვია, ახლობლებს უკანასკნელ ფულს უზიარებს. ხოლო მისი მომხიბვლელობა ყველას მოკავშირედ აქცევს.

მეფე – ბიზნესმენის კარტი. დაქირავებულ სამუშაოზე მუშაობით, ასეთი ადამიანი საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოახდენს. ასე ხდება მანამ, სანამ საკუთარი საქმის გახსნას არ გადაწყვეტს. ძალიან ფრთხილი და ეგოისტია. ამასთან ოჯახურ ცხოვრებაში საკმაოდ ბრმა არის, ამიტომ ხშირად მარტოხელა რჩება.

გულის დასტა

ტუზი – სიყვარულის კარტი. ამ კარტის მფლობელი ვნებით და სითამამით გამოირჩევა. ნებისმიერი უსიამოვნება და გამოცდილება მათთვის არაფერს წარმოადგენს. მათ ნებისმიერ სიტუაციაში გარისკვა შეუძლიათ. მაგრამ მათ აკლიათ გონიერება და სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარი. მათ გონიერი მეორე ნახევარი ან გამოცდილი მრჩეველი ძალიან სჭირდებათ.

2 – სასიყვარულო კავშირების კარტი. ასეთი ადამიანი თავისუფლების მოყვარული და ცნობისმოყვარეა, ხოლო მისი თავი მსხვრევადი იდეებით არის სავსე. პრობლემები თავს მაშინ იჩენს, როცა ეს იდეები მწარე რეალობაში იმსხვრევა. ამ კარტის მფლობელმა ცხოვრების უფრო პრაქტიკულ მხარეს უნდა მიაქციოს ყურადღება.

3 – სითბოს მოყვარული კარტი. ამ კარტის მფლობელს არაფერი არ აინტერესებს. მათ სწამთ რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადო, შემდეგ კი ახალ ისტორიებში ეხვევიან. როგორც კი მიხვდებიან, რომ ყველა უბედურება არასტაბილური და არათანაბარი ცხოვრების რიტმით არის გამოწვეული,  საზოგადოებაში საკუთარ ადგილს იპოვიან.

4 – ოჯახის და ქორწინების კარტი. ამ ადამიანს მომავალი ოჯახის ცხოვრების გაიდეალება შეუძლია, სწორედ ამიტომ ურთიერთობისთვის საჭირო პარტნიორის პოვნა უჭირთ. უფრო მეტიც, ასეთი მიდგომაც მეგობრების შეძენას ართულებს. სჯობს მოლოდინი რეალობასთან დააბალანსოთ, ასე ბევრ მიზანს მიაღწევთ.

5 – ემოციის მაძიებლის კარტი. ასეთ ადამიანს ემოციებით გამოკვება ყოველთვის სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე მობეზრდება ყველაფერი და თავგადასავლების საძებნელად გაეშურება. ერთ ადგილად მუშაობა უჭირს. თუმცა ცხოვრების ერთი პროფესიისთვის მიძღვნის შემდეგ კარიერაში წარმატებას აღწევს. დინების საწინააღმდეგო წასვლის ბევრი მცდელობა მარცხს განიცდის.

6 – მშვიდობის კარტი. ცხოვრებაში სტაბილური ადამიანები, რომლებიც, როგორც წესი, მყარ ოჯახს ქმნიან. ძლიერი მხარე: ერუდიცია და კომუნიკაბელურობა. სისუსტე კი უსამართლობაზე, წყენაზე აგრესიული რეაქცია, ზოგჯერ შურისმაძიებლობა.

7 – სულიერი სიყვარულის კარტი. ეს ადამიანი მდგრადი და ამბიციურია, კარგი კარიერის აწყობა შეუძლია. მაგრამ გულწრფელობა აკლიათ, სასიყვარულო ურთიერთობაშიც კი. გასაოცარია არაა, რომ სხვებისგანაც მუხთლობას ელოდება, ეჭვიანობით და უნდობლობით იტანჯება. სინდისის გასუფთავების შემდეგ ადამიანების ნდობას ისწავლიან.

8 – ემოციური ძალის კარტი. წარმოუდგენელ მიზიდულობას და მომხიბვლელობას ფლობენ, მაგრამ ზოგჯერ კონტროლს კარგავენ და ნიჭს სხვების საზიანოდ იყენებენ. კარმული რეაგირება მომენტალური იქნება. განსაკუთრებით ფრთხილად ჯანმრთელობის მიმართ უნდა იყოთ, რომელიც ამ კარტის დაკავებულ მფლობელებს საკმაოდ სუსტი აქვთ.

9 – უნივერსალური სიყვარულის ბარათი. სატურნის ზემოქმედების ქვეშ, ეს ადამიანები ნებისმიერი განზრახული შეცდომის გამო სამაგიეროს იღებენ. სწორედ ამიტომ, ბოროტების გაკეთების შემთხვევაში იცოდეთ, რომ ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ. თუმცა ეს უპატიოსნო და თაღლითური საქციებლისგან არ აკავებთ, რასაც ხელს თანდაყოლილი ნიჭი უწყობს.

10 – გუნდში წარმატების კარტი. ამ ადამიანის ამბიციურობა უბრალოდ წარმოუდგენელია და ხშირად შემთხვევაში კარიერულ კიბეზე მაღალ მწვერვალს აღწევს, ამასთან არა შრომისუნარიანობის წყალობით, არამედ მომხიბვლელობის და ურთიერთობის შექმნის უნარით. სასიყვარულო ურთიერთობაში ილუზიებს იქმნის, რომლისაც ბოლო წუთამდე სჯერა.

ვალეტი – თავგანწირული სიყვარულის კარტი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაუზრდელი გეჩვენებათ ამ კარტის მფლობელი, ის მაღალი მოტივებით ხელმძღვანელობს. ყოველთვის მზად არის თვითგანწირვისთვის, მაგრამ ეს სხვადასხვა სახის თაღლითებისთვის მიმზიდველი არის. საქმე ბოლომდე მიჰყავს და სიტყვას ყოველთვის ასრულებს. ასეთ ადამიანთან თავს მყუდროდ და თბილად იგრძნობთ. მთავარია – არ მოატყუოთ და ამის უფლება სხვებსაც არ მისცეთ.

დამა – მოსიყვარულე დედის კარტი. მათ წარმოუდგენლი მიზიდულობა და მიმზიდველობა ახასიათებთ. ხშირად მთელ ენერგიას ოჯახს უთმობენ, თუმცა კარიერულ საქმეშიც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ. ზოგჯერ ორივეს შეთავსებას ახერხებენ. მაგრამ, გზიდან გადახვევის შემთხვევაში, შეიძლება უსაქმოდ იყოს, ალკოჰოლს და ნარკოტიკს მიეძალოს, რომელსაც მას დაღუპავს კიდეც.

მეფე – მოსიყვარულე მამის კარტი. მგრძნობიარე, ყურადღებიანი და ზოგადად საუკეთესო მშობელი, რომელიც სიყვარულით არის სავსე. ასეთი ადამიანი ღალატს არ მოითმენს და მოღალატისთვის ნამდვილ ურჩხულად გადაიქცევა. მასთან კონფლიქტი რეკომენდებული არა, რადგან ის სათანადო პასუხს ყოველთვის იპოვის.

ჯოკერი – კარტი ამოცანა. ასეთი ადამიანი თავს ქმნის კანონს და თავად ასრულებს. მას ბევრი ნიღაბი აქვს და მისი გაგება რთულია. ხშირად ეშმაკობა, ეგოისტობა და გონებამახვილობა ახასიათებს. მისგან უკიდურესობაში გადასვლას ყოველთვის უნდა ელოდოთ. სამაგიეროდ ასეთ ადამიანებთან არასდროს მოიწყენთ.

თქვენ თქვენი ბედის კარტით კმაყოფილი ხართ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს