რომელი პროდუქტების მიღებას ურჩევენ მეცნიერები მწეველებს და რატომ

1638

მწეველებმა B6 ვიტამინის და ამინომჟავა მეთიონინის შემცველი ბევრი პროდუქტი უნდა მიიღონ. როგორც კვლევამ აჩვენა, თამბაქოს მოყვარულების ორგანიზმში მათი შემცველობა ფილტვების სიმსივნის დაუცველობაზე გავლენას ახდენს.

მწეველებს, რომელთაც ამ ნივთიერებების დეფიციტი არ აწუხებთ, ფილტვის სიმსივნის განვითარების უფრო დაბალი რისკი აქვთ. ეს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ დაადგინა. მეცნიერები შეგახსენებთ: ფილტვის სიმსივნის შემთხვევების 90% ზუსტად თამბაქოს მოწევის გამო ხდება.

მეცნიერები გირჩევენ ამ ჩვევის დროს რეგულარულად მიირთვათ პროდუქტები, რომლებიც B6 ვიტამინს და მეთიონინს შეიცავს: თევზი (ორაგული თინუსი, სარდინი, პალტუსი, ქაშაყი), ნიგოზი, მიწისთხილი, ქათმის ხორცი, ძროხის ღვიძლი, მთელი მარცვლეული, ქატო, ბანანი.

არგენტინელი მეცნიერები ბანანს ეფექტურ საშუალებად თვლიან, რომელიც თამბაქოსკენ ლტოლვას ამცირებს, რაც მწეველებისთვის დამატებით ბონუსს წარმოადგენს. პროფესორ მიგელია ვიდალას ხელმძღვანელობით სპეციალისტების ჯგუფმა დაადგინა, რომ პროდუქტებში B6 ვიტამინის, კალიუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობა დღეში მოწეული სიგარეტის რაოდენობაზე გავლენას ახდენს. მწეველები, რომელთაც მოწევაზე თავის დანებება სურდათ, ხანგრძლივი დროით ყოველდღე ბანანს იღებდნენ – შედეგად, მოწეული სიგარეტების დღიური რაოდენობა საშუალოდ 2-ჯერ შემცირდა, ზოგიერთმა საერთოდ მოწევას თავი დაანება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს