ქმარი მოულოდნელად სახლში დაბრუნდა და ტელეფონზე ცოლის საუბარი გაიგონა. ტანზე ჭიანჭველებმა დაუარა

3870

ტატო ვერასდროს იფიქრებდა, რომ ცოლისთვის დასმული ჩვეულებრივი კითხვები ცხოვრებაზე მათ ურთიერთობასა და ოჯახში ატმოსფეროზე ასეთ გავლენას მოახდენდა. მეუღლემ მისი ძლიერ გაოცება მოახერხა და აიძულა დაფიქრება, თუ აკეთებს ყველაფერს სწორად.

კითხვები ცოლს ცხოვრების შესახებ – ტატომ ნათია მაშინ გაიცნო, როცა ის18 წლის იყო. ერთმანეთი უჩვეულოდ გაიცნეს. ახალგაზრდა მამაკაცი დილით წირვაზე ბებიას აცილებდა და მოულოდნელად ეკლესიაში ლამაზი გოგონა დაინახა. ნათია ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. ტატომაც ეკლესიაში სიარული დაიწყო, რომ მშვენიერი არსება კიდევ ერთხელ ენახა.ბებიასგან გოგონას სახელი გაიგო და ისიც, რომ წირვაზე ყოველდღე დადის. ეს გასაოცარი იყო, რადგან ახლა ახალგაზრდობა ღვთისმსახურებით დიდად დაინტერესებული არაა. ნათია თანატოლებისგან ძლიერ განსხვავდებოდა. მოკრძალებულად იცვამდა და საერთოდ არ იღებებოდა. ტატოს ეს არ აწუხებდა, რადგან გოგონა მაკიაჟის გარეშეც ღვთაებრივად ლამაზი იყო.

ტატო დროდადრო ეკლესიაში დადიოდა. თავს მონადირედ გრძნობდა, რომელიც ველურ ირემს ათვინიერებს. მისალმება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაბედა. თანდათან მათი ურთიერთობა უფრო აქტიურდებოდა, თუმცა მამაკაცი ძალიან ფრთხილობდა. ზედმეტი ზეწოლის გამო გოგონას დაკარგვა არ სურდა.ყოველთვის როცა ნახულობდა, სასიამოვნო სიურპრიზებს უკეთებდა და რაღაც პატარას ჩუქნიდა. თანდათან ნათია მიეჩვია და ნაზი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ტატო მიხვდა, რომ ამ ქალთან მთელი ცხოვრების გატარება შეეძლო. დაქორწინება და ნათიას და საერთო შვილების სახით დიდი ოჯახის შექმნა სურდა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა მათი პირველი შეხვედრიდან ზუსტად 1 წელი გავიდა, ტატომ ნათია სახლში მიაცილა და ხელი სთხოვა. უფრო ზუსტად, საყვარელი ადამიანის მამას მისი ხელი სთხოვა. ამ დღეს გოგონას ოჯახი პირველად გაიცნო. საოცარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნათიას მამას დაელაპარაკა, ყველა მისმა ნათესავმა ისე დაუწყო ყურება, თითქოს გიჟი იყო.კაცი ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე, რადგან ყველაფერი სწორად გააკეთა. ოჯახის უფროსის კითხვებს ვერ იგებდა. შეთავაზების შემდეგ რამდენჯერმე ჰკითხა, დარწმუნებული თუ იყო. ახალგაზრდას გაუკვირდა. რატომ უნდა ეჭვობდეს?

ქორწილის შემდეგ – ტატომ მშობლებთან ერთად ქორწილის ორგანიზება დაიწყო. აი, ნათიას ნათესავები მონაწილეობას პრაქტიკულად არ იღებდნენ. უჩვეულო ხალხი იყო, ძალიან ჩაკეტილები და განმარტოებულები. ტატო სტუმრად აღარ დაუპატიჟებიათ. ქორწილშიც ყველა შექუჩებულად მოვიდა: დედა მამის გვერდით იდგა, ხოლო პატარა და–ძმები მთელი ეს დრო იატაკს უყურებდნენ.სხვათა შორის, ნათიას, როგორც მის ნათესავებს, საკუთარ ქორწილშიც მოკრძალებულად ეცვა. არანაირი პომპეზურობა. საბედნიეროდ, ქორწილმა მშვიდად ჩაიარა და უკვე მეორე დღეს ახალდაქორწინებულები ბინაში გადავიდნენ. ნათია მოწესრიგებული იყო, მაგრამ ტატოს მიმართ სითბოს იშვიათად ავლენდა. ზოგჯერ ბიჭს ეჩვენებოდა, რომ სიყვარულით მხოლოდ ის იწვოდა.

და მაინც, დარწმუნებული იყო, რომ მისი სიყვარული ორივეს ეყოფოდა. წლები გავიდა. სამწუხაროდ, შვილები არ ყავდათ. ტატო წუხდა, მაგრამ მაინც ოპტიმიზმით იყო სავსე. კარგი სამსახური იშოვა, რომელიც ართობდა. ახლა სახლში იშვიათად ჩნდებოდა, ამიტომ ცოლის სიცივეს ვერ გრძნობდა.ერთხელ სახლში მნიშვნელოვანი დოკუმენტები დარჩა, ამიტომ მათ წასაღებად ტაქსი გამოიძახა და სახლში დაბრუნდა. შემოსასვლელი კარი უხმაუროდ გაიღო, რადგან გუშინ კარგად დაზეთა. ცოლი ტელეფონზე საუბრობდა. ქვეტექსტით მიხვდა, რომ ნათია დედას ელაპარაკებოდა.„დიახ, დედა. მომავალ კვირას ნივთებს ჩავალაგებ. ჩვეულებრივი ცხოვრება მთავრდება. იწყება ცხოვრება, რომელიც უფალმა მომიმზადა. მონასტერში უკვე დავრეკე, მელოდებიან. რას იტყვის ტატო? არ ვიცი და გულწრფელად გითხრა, არ მაინტერესებს. ცოლად გავყევი, რადგან შენ და მამამ მაიძულეთ. ყველამ ვიცოდით, რომ ჩემი ნამდვილი ცხოვრება მონასტერში დაიწყებოდა.“გაფითრებული ტატო კართან იდგა და ცოლს უყურებდა. ნათიამ როგორც იქნა შეამჩნია, მაგრამ სახე კვლავ უსიცოცხლო და ცივი დარჩა. მის მეუღლეს კი ახლახანს მთელი ცხოვრება თვალწინ დაენგრა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – რა თქმა უნდა, სიყვარულით უნდა დაოჯახდეთ, მაგრამ მხოლოდ გარეგნობას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ტატოს ანგელოზი შეუყვარდა, მაგრამ ვერ გაიცნო. საყვარელ ადამიანს ყველა თვისება თავად მიაწერა და მყიფე სამყარო ააშენა, რომელიც სწრაფად დაიშალა. შესაძლოა, ტატოს ვარდისფერი სათვალე დროულად რომ მოეხსნა და ცოლისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა, სიტუაციაში გარკვეულიყო. უმრავლესობა ჩვენგანს ურჩევნია წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება და ყალბი ბედნიერება რეალური ურთიერთობის ნაცვლად.