ყოველ ჯერზე, როცა ახალი ფეხსაცმლის ყუთს ვხსნით, იქ ვპოულობთ ქაღალდის პაკეტებს იდუმალი წარწერით “Desiccant silica gel”(გამაშრობელი სილიკაგელი).
პაკეტის გახსნისას აღმოაჩენთ თეთრ, ცისფერ ან ნაცრისფერ ბურთულებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ვყრით, რადგან არ ვიცით მისი გამოყენება. ამ ბურთულებს სილიკაგელი ჰქვია და წარმოადგენს ადსორბენტს, რომელიც სილიკონის მჟავისგან ყალიბდება და იწოვს ტენს, იცავს ნივთებს გაფუჭებისგან.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ სილიკაგელი და როგორ გამოიყენოთ იგი ყოფაცხოვრებაში.
სილიკაგელის გამოყენება
1. მობილურის გაშრობა
თუ მობილური ტელეფონი წყალში ჩაგივარდათ, სილიკაგელი დაგეხმარებათ. ამოიღეთ მობილურიდან აკუმულატორი ელემენტი და ბარათები. მოათავსეთ იგი სილიკაგელით სავსე თასში. გააჩერეთ ასე მთწლი ღამით. დილით მობილური ჩვეულებრივად ჩაირთვება.
2. ფეხსაცმლის გაშრობა
სილიკაგელი დაგეხმარებათ სველი ფეხსაცმლის გაშრობაში. ამისთვის მოათავსეთ ბურთულებიანი პაკეტი სველ ფეხსაცმელში.
3. საკვები პროდუქტის შენახვა
თვითონ სილიკაგელი არაა საკვებად გამოყენებადი, თუმცა იგი დაიცავს ნესტისგან საკვებ პროდუქტებს. ამისთვის, საკვები პროდუქტის ჭურჭელში მოათავსეთ ბურთულებით სავსე პაკეტი.
4. ყვავილების გამოშრობა
ყვავილებს უფრო სწრაფად გამოაშრობთ, თუ მათ სილიკაგელის ერთ ან რამდენიმე პაკეტთან ერთად გაახვევთ ქაღალდში.
5. ვერცხლის ნაკეთობის მოვლა
სუფრის ან საიუველირო ვერცხლი დროთა განმავლობაში იფარება მუქი ნადებით. ამ პრობლემას გადაწყვეტს სილიკაგელის პაკეტის მოთავსება იმ უჯრაში ან ზარდახშაში, რომელშიც ვერცხლი გიდევთ.
6. კოსმეტიკის ჩანთის სიმშრალე
მოათავსეთ რამდენიმე პაკეტი სილიკაგელი ჩანთაში. ისინი შეიწოვს კოსმეტიკის ნესტს და ჩანთას სიმშრალეს შეუნარჩუნებს.
7. ფოტოების შენახვა
თქვენმა შვილიშვილებმაც რომ შეძლონ საოჯახო ალბომის დათვალიერება, მოათავსეთ გვერდებს შორის სილიკაგელის პაკეტები. ფოტოები არ გაფერმკრთალდება.
8. უჟანგავობა
თუ გინდათ, რომ ინსტრუმენტებს ჟანგი არ მოედოს, მოათავსეთ მათთან ერთად სილიკაგელის პაკეტები.
9. სამართებლის პირების განახლება
სამართებელს, ჩვეულებრივ, სააბაზანოში ვინახავთ, სადაც ნესტი სწრაფად აჩენს ჟანგს. თუმცა, თუ პლასტმასის ჭიქის ფსკერზე, რომელშიც სამართებელი დევს, სილიკაგელს მოათავსებთ, ჟანგი აღარ გაჩნდება.
10. მძღოლების დახმარება
ავტომობილის შუშები ნაკლებად რომ იორთქლებოდეს, მანქანის წინა პანელზე მოათავსეთ სილიკაგელის პაკეტები. ადსორბენტი უნდა მოათავსოთ საბარგულშიც, სალონშიც, სავარძლების ქვეშაც. 1 კუბურ მეტრზე 1.25-1.5 კილოგრამია ნორმა
თუ ხვდებით, რომ სილიკაგელის ბურთულებმა ძალა დაკარგა და დიდი რაოდენობით სითხე შეიწოვა, გამოაშრეთ ისინი რამდენიმე წუთით ღუმელში, 150-170 გრადუსზე.
თქვენ იცით ამ ბურთულების გამოყენების სხვა გზა? გაგვიზიარეთ გამოცდილება.