ამერიკელმა ინჟინერმა 1900 წელს თქვა, როგორი იქნებოდა სამყარო 100 წლის შემდეგ. ბევრი წინასწარმეტყველება ახდა

714

ბოლო დროს მომავალზე ხშირად ვფიქრობთ და ამის შესახებ სხვადასხვა პროგნოზებს ვკითხულობთ. ხდება თუ არა წინასწარმეტყველები სინამდვილეში? სანამ ზოგი ეჭვობს, ჩვენ მტკიცებულებებს ვეძებთ. Vivien გიზიარებთ მშენებელ–ინჟინერის, ჯონ ელფრიტ უოტკინსის 10 წინასწარმეტყველებას. ნახეთ, რისი გამოცნობა შეძლო ცნობილმა ამერიკელმა.ჯონ ელფრიტ უოტკინსი მე-19 საუკუნეში აშშ–ში რკინიგზაზე მუშაობდა. ამავდროულად, რამდენიმე ჟურნალთან თანამშრომლობდა, რომელთაგან ერთ–ერთში 1900 წელს საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. სტატიის სათაური იყო What May Happen In The Next Hundred Years, ქართულად ითარგმნება როგორც „რა შეიძლება მოხდეს მომდევნო საუკუნეში“. ინჟინრის პროგნოზები მხოლოდ პირად ვარაუდებს არ ეყრდნობა. მან მეცნიერებთან და სხვა სპეციალისტებთან კონსულტანციები გაიარა.სტატია მხოლოდ 2011 წელს, გამოქვეყნებიდან 112 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. სტატია კარგად აჩვენებს, ხდება თუ არა პროგნოზები სინამდვილეში.

პროგნოზები, რომლებიც ახდა

  1. ინტერნეტის და ფერადი ფოტოგრაფიის გამოჩენა. ეს პირველია, რაზეც უოტკინსი გვაფრთხილებდა. მის თქმით, დადგება მომენტი, როცა ადამიანები ერთმანეთს ფერად ფოტოებს ნებისმიერ მანძილზე გაუგზავნიან. ასეც მოხდა. ახლა შეგვიძლია პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან ერთმანეთს დაველაპარაკოთ, რაც კომუნიკაციის პროცესს ამარტივებს.
  2. ინჟინერმა განვითარებული მობილური კავშირის გამოჩენა იწინასწარმეტყველა. დღეს შეგვიძლია ახლობლებს დავურეკოთ, თუნდაც სხვა კონტინენტზე ვიყოთ. მე-19 საუკუნეში ამაზე ვერც იფიქრებდნენ!
  3. უჩვეულო პროგნოზი ადამიანის სიმაღლესაც შეეხო. ჯონ ელფრიტი წერდა, რომ საშუალო სტატისტიკური ამერიკელის სიმაღლე რამდენიმე დუიმით გაიზრდებოდა. ასეც მოხდა: 100 წელში ხალხი 5 სმ–ით მაღალი გახდა.
  4. უოტკინსი საუბრობდა, რომ გამოჩნდებოდა ფორტი ბორბლებზე (თანამედროვე ტანკი) და მფრინავი მანქანა (თვითმფრინავი). ერთსაც და მეორესაც დასაცავად ან დასაზვერად გამოიყენებენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყანა დღეს ტანკებს და თვითმფრინავებს არა მხოლოდ საკუთარი მიწის დასაცავად, არამედ სხვა ქვეყნებზე თავდასხმისთვის იყენებს.
  5. კიდევ ერთი პროგნოზი ტელევიზიის და ვებკამერების გამოჩენას შეეხო. ინჟინრის თქმით, მომავალში ხალხი მთელ მსოფლიოს სახლიდან გაუსვლელად დააკვირდება. ახლა ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს.
  6. კიდევ რამდენიმე პროგნოზი ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა. მაგალითად, სწრაფი მატარებლის გამოჩენა, რომლის დახმარებით ერთი ადგილიდან მეორეში ჩასვლას სწრაფად შევძლებთ. იაპონიაში არსებობს მატარებლების მთელი ქსელი, რომელთაც ტყვიას უწოდებენ. მისი სიჩქარეა 320-581 კმ/სთ. შთამბეჭდავია!
  7. ჯონ ელფრიტი თავის სტატიაში წერდა, რომ მომავალში ხალხი თბილი და ცივი ჰაერის ნაკადის რეგულირებას სპეციალური მოწყობილობების დახმარებით შეძლებენ. ახლა ამას კონდიციონერს ვუწოდებთ. ამერიკელი მუსიკის თემასაც შეეხო და თანამედროვე სინთეზატორის მუშაობის პრინციპი აღწერა.

ხდება თუ არა პროგნოზები: კვება

  1. უოტკინსმა იწინასწარმეტყველა სათბურის გამოჩენა, რომლის დახმარებით ბოსტნეულის გაზრდა მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. გარდა ამისა, ამბობდა, რომ მომავალში ადამიანები მფრინავი მანქანებით პროდუქტების გადაზიდვას დიდ მანძილზე შეძლებენ. სხვა სიტყვებით, თვითმფრინავს გამოიყენებენ.
  2. ინჟინერი წერდა, რომ დროთა განმავლობაში აგრონამები ახალი პროდუქტების შექმნას ისწავლიან, ხილი და ბოსტნეული უზარმაზარი გახდება. ცნობილია, რომ მე-20 საუკუნეში ზოგიერთი კულტურის უფრო მსხვილი ჯიში ნამდვილად გამოიყვანეს. შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზი ახდა.
  3. კიდევ ერთი პროგნოზი, რომელიც ახდა, მზა კერძებს ეხება. ჯონ ელფრიტი პროგნოზირებდა, რომ მომავალში მაღაზიებსა და კვების ობიექტებში ნახევრად მზა პროდუქტების შეძენას შევძლებდით და ისინი მაცივარში კარგად შეინახებოდა. ასეც მოხდა!

რედაქციისგან – უნდა ითქვას, რომ ინჟინრის ყველა პროგნოზი არ გამართლდა და ეს ნორმალურია. მაგალითად, ინჟინერი თვლიდა, რომ 100 წლის შემდეგ სამყაროში ყველა ველური ცხოველი და მწერი გაქრებოდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. თვლიდა, რომ თანამედროვე ქალაქებში მანქანები არ იქნებოდა და ისინი არა მიწაზე, არამედ მის ზემოთ ივლიდნენ.

აი, პროგნოზი, რომელიც არ ახდა, მაგრამ თითოეული ადამიანისთვის კარგი რჩევა შეიძლება იყოს. ჯონ ელფრიტი სტატიაში წერდა, რომ მომავალში ადამიანები ყოველდღე ფეხით სიარულს დაიწყებენ, საშუალოდ გავლილი მანძილი კი მინიმუმ 16 კმ იქნება. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა ცხოვრებაა!