ალცჰაიმერის დაავადების პროგნოზირება მის განვითარებამდე რამდენიმე წლით ადრე შეიძლება

2294

შენ ჯონმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინერთა სკოლაში ბიოინჟინერიის პროფესორმა, ექიმ ედვარდ კუსთან, კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ნევროლოგიის პროფესორთან, თანამშრომლობით გამოთქვა ვარაუდი, რომ PHGDH გენის მიერ უჯრედშორისი რნმ-ს ჭარბი წარმოება (exRNA) შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების გაფრთხილებას წარმოადგენდეს.

„ცვლილებები ალცჰაიმერის დაავადების ფონზე, რომელიც ამ დროისთვის ცნობილია, ჩნდება მაშინ, როცა დაავადება უკვე განვითარებას იწყებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არსებობს მოლეკულური პრედიქტორი, რომელიც პირველ სიმპტომამდე რამდენიმე წლით ადრე ვლინდება და ამის კვლევა გადავწყვიტეთ“ – ამბობს ჯუნი.

აღმოჩენა შესაძლებელი გახდა იმ მეთოდის წყალობით, რომელიც ჯუნმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს. მეთოდი, რომელსაც SILVER-SEQ უწოდეს, 70 და უფრო ასაკოვანი 35 მოხუცის სისხლის ნიმუშებში exRNA პროფილის ანალიზისთვის გამოიყენეს. კვლევით სუბიექტებს შორის 15 პაციენტს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, 11 ადამიანს დაკვირვების პროცესში განუვითარდა, 9 ადამიანი კი ჯანმრთელი იყო.

შედეგებმა PHGDH გენის მიერ exRNA-ს მკვეთრი ზრდა აჩვენა 11 პაციენტში, რომელთაც პირველ ნიშნამდე 2 წლით ადრე დაავადება განუვითარდათ. საშუალოდ, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო იმ ადამიანებში, ვისაც დაავადება აწუხებდათ.

ეს კვლევა რეტროსპექტული იყო. მიღებული დასკვნის დასადასტურებლად რანდომიზებული კლინიკური ტესტირება არის საჭირო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს