მიზეზი, რატომ უნდა მიიღოთ ერბო

1349

ერბოს ინდოეთში წმენდენ და ფართოდ იყენებენ. ჩვენთან, ბოლო 30 წელია ცხიმთან და კარაქთან უსიამოვნო ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ მარგარინის „ნათესავის“ ხსენება არავის სურს. აიურვედი მის ღირსებებს უძველესი დროიდან აქებდა. ჩარაკე სამჰიტეში, მრავალსაუკუნოვან აიურვედულ ტექსტში წერია, რომ „ყველა კარაქიდან, რომელსაც ადამიანი მოიხმარს, ერბო საუკეთესოა“. ეს ჯანმრთელი ცხიმი როგორც საკვებად, ასევე მედიკამენტად გამოიყენება, რომ ორგანიზმის ქსოვილები გამოკვებოთ, ტოქსინები გამოდევნოთ, იმუნური სისტემა გააძლიეროთ და საერთო ტონუსი გაზარდოთ. პირველად, ერბო ბავშვობაში გავსინჯე, როცა დედამ აიურვედის უპირატესობა აღმოაჩინა და თემატურ კერძებს მთელი ოჯახისთვის ამზადებდა. მისი მდიდარი, განუმეორებელი არომატის გამო სკოლიდან სახლში დაბრუნება მიხაროდა. ადრე, როცა მადურაეში AVN Narogya Ayurvedic Hospital ვსწავლობდი, პაციენტები პანჩაკარმის მკურნალობის პროცესში ერბოთი წმენდას ხშირად გადიოდნენ.

ცხიმის გამოყენება დეტოქსიკაციისთვის დასავლური ხედვისგან იმდენად შორსაა, რომ ერთი შეხედვით ალოგიკურია. ბოლო კვლევამ დაადასტურა, რომ აიურვედული მეთოლოგია სწორია: ქსოვილებიდან ცხიმში ხსნადი ტოქსინების გამოსადევნად (ვფიქრობ, ჩვენში ბოსტნეულიდან ხვდება, რომელიც სასუქით განაყოფიერებულია და მძიმე ლითონების შემცველ მიწაში მდებარეობს) თავად ცხიმი საუკეთესო მეთოდია. წმენდის პოპულარული მეთოდი, რომელიც წყლის და ხილის მიღებას გულისხმობს, მხოლოდ წყალში ხსნად ტოქსინებს გამოდევნის. ეს უარესია, რადგან დიეტა ცხიმების დეფიციტით ტვინის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. საბოლოო არგუმენტი ერბოს სასარგებლოდ: ცხიმი, როგორც ცნობილია, გემოს მატებს. რატომ არის ინდურ რესტორანში კარი უფრო უკეთესი, ვიდრე სახლში მომზადებული? რადგან ინდურ სამზარეულოში ძირითადად ზეთად ერბოს იყენებენ. ერბო ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ გირჩევთ თავად გააკეთოთ. ეს მარტივი, სასიამოვნო და იაფი პროცესია. თან მეზობლები განუმეორებელ არომატს დააფასებენ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ უმარლო ორგანული ზეთი
  • 1 სუფთა, ჰერმენტული მინის ქილა
  • 1 სუფთა თეთრი ბამბის ხელსახოცი ან მარლა
  • 1 საწური

მომზადების წესი:

  1. 1 ფუნტი უმარილო ორგანული ზეთი უჟანგავი ფოლადის ღრმა ქვაბში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით. არ მოშორდეთ, საწური, მარლა და სუფთა მინის ქილა მომზადებული გქონდეთ.
  2. რამდენიმე წუთში ზეთი ადუღდება. საშუალო ცეცხლზე ადუღეთ. ბუყბუყის ხმას გაიგებთ, სამზარეულო პოპკორნის არომატით გაივსება. ზეთის ზედა ნაწილზე ქაფი გაჩნდება.
  3. 7-10 წუთში (დრო ღუმელსა და ქვაბის სისქეზეა დამოკიდებული) ბუყბუყი მკაფიო ტკრციალით შეიცვლება. ზეთი ოქროსფერი გახდება, ხოლო ქვაბის ძირში ყავისფერი ზოლები გაჩნდება.
  4. ერბო ცეცხლიდან დაუყონებლივ გადმოიღეთ, მარლაში გაწურეთ და მინის ქილაში ჩაასხით. გაგრილება აცადეთ, თავსახური დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში შეინახეთ.

ზეთი კერძების მოსამზადებლად, პურზე წასასმელად ან ბორშში ჩასამატებლად გამოიყენეთ, რომ ყოველ კერძს ულუფა ჯანსაღი ცხიმი შემატოთ.

  • საკვანძო სიტყვები
  • ერბო