“ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“. 4 რამ საკუთარ თავზე, რაც სხვებს არასდროს უნდა გაუმხილოთ

3577

თუ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, ალბათ, მოგწონთ საკუთარ თავზე საუბარი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან. ექსპერტები ამის გაკეთებას არ გირჩევენ. რამდენიმე რამ ბევრი მიზეზის გამო არავის უნდა გაუმხილოთ.

სამყაროში, სადაც ინფორმაციის მუდმივი გაცვლა ნორმაა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაშლილი წიგნი არ უნდა იყოს. იყო გულწრფელი მეგობრებთან და ახლობლებთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთი ასპექტი საიდუმლოდ უნდა შეინახოთ, თქვენი ურთიერთობა და ემოციური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოთ.

„ყველამ დიდი ხანია იცის ერთი ჭეშმარიტება: რითაც იტრაბახებს, იმას დაკარგავს. ტყუილად არ უყვარს ბედნიერებას სიჩუმე, მაგრამ ზოგჯერ ეს გვავიწყდება“.

შესაძლოა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ფსიქოლოგები გვირჩევენ, ზოგიერთი რამ გულში შევინახოთ და არავის ვუთხრათ, ვინც არ უნდა იყოს. გარდა ამისა, საკუთარ თავზე ზედმეტი საუბარი თქვენს ეგოს ავსებს და ხალხს გაშორებთ.

თუ გრძნობთ, რომ ვინმესთან ამ საკითხებზე საუბარი გსურთ, დაფიქრდით მიზეზებზე, რის გამო გსურთ ამის გაკეთება?

აი, 4 რამ საკუთარ თავზე, რომელიც სხვებს არასდროს უნდა გაუმხილოთ:

1. კეთილი საქმეები

„კეთილი საქმეები ჩუმად კეთდება“ – ასე ამბობს ძველი ხალხური სიბრძნე.

თუ მუდმივად ამბობთ, როგორ ცდილობთ იყოთ კარგი ადამიანი, რა კარგ საქმეებს აკეთებთ, ეს ანგრევს თავდადების გრძნობას, რომელიც თქვენს ქცევასა და განზრახვაში იყო. გარდა ამისა, კეთილ საქმეებზე საუბრით თითქოს გსურთ ქების და მხარდაჭერის მიღება მისგან, ვისაც უყვებით, რაც თავის მხრივ იწვევს ეგოიზმს, პატივმოყვარეობას და სიამაყეს.

ასევე სხვების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, რადგან ირიბად ეუბნებით, რომ მათზე უკეთესი ხართ.

თქვენი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით, არ გჭირდებათ სხვების მხარდაჭერა და ქება.

სხვის თვალში საკუთარ თავზე აზრის გაუმჯობესების მცდელობით ეჭვის თესლს აჩენთ, რომელიც სხვაგვარად არ გაჩნდებოდა. რატომ ცდილობთ დაარწმუნოთ სხვები, რომ კარგი ხართ?

2. ოჯახური პრობლემები

კიდევ ერთი ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ ჩხუბი გარეთ არ გაიტანოთ. მხოლოდ ერთეულები ცხოვრობენ ბედნიერი უდარდელი ცხოვრებით ოჯახური პრობლემების და კონფლიქტების გარეშე. სავარაუდოდ, არც არსებობენ ასეთები. ჩხუბი და უთანხმოება ყველას მოსდის. შესაძლოა, მეგობრებთან თქვენი ოჯახის (ქმარზე, შვილებზე, დედამთილზე, მშობლებზე და ა.შ.) პრობლემებზე საუბრისას თავი უკეთ იგრძნოთ, მაგრამ გარანტია არაა, რომ ეს ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ არ შემობრუნდება. პირველ რიგში, დაფიქრდით, გსურთ, რომ თქვენი ქმარი ან ცოლი მეგობრებს უყვებოდეს თქვენი ცხოვრების ინტიმურ ურთიერთობებზე? ალბათ, არა. რატომ ფიქრობთ, რომ ესიამოვნებათ, თუ ამის შესახებ მოუყვებით სხვებს?

მეორეც, ხალხს თქვენს ოჯახზე უარყოფით შთაბეჭდილებას უქმნით და მათ თქვენი ოჯახისადმი დამოკიდებულება შეიძლება შეეცვალოთ. შემდეგ შერიგდებით და ყველაფერს დაივიწყებთ, ისინი – არა.

პირადი ცხოვრება და პირადი ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა დარჩეს.

3. დეტალები თქვენი ცხოვრების შესახებ

ადამიანების უმეტესობა ცდილობს, ერთ ადგილზე არ გაჩერდეს, არამედ მუდმივად შეცვალოს საკუთარი თავი და ცხოვრება. ზოგი ცდილობს საკუთარი თავი და ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს, ზოგი წონაში იკლებს, ზოგიც კარიერულ კიბეზე წინ მიიწევს. ეს კარგია, მაგრამ სხვებთან თქვენს მისწრაფებებზე ტრაბახი საჭირო არაა.

მხოლოდ ყველაზე ახლობლებს ენდეთ. თქვენი ცხოვრების დეტალები გაუზიარეთ მხოლოდ მათ, ვინც თქვენი ცხოვრების ნაწილია. სხვებისგან დადასტურებას ნუ ელოდებით, რადგან ასე თქვენთვის აღარ იცხოვრებთ. თქვენგან, შიგნიდან უნდა მოდიოდეს კმაყოფილება და არა გარე ფაქტორებისგან.

4. თქვენი ამბიციები და გლობალური მიზნები

თქვენს სამომავლო მიზნებზე არავის მოუყვეთ. დაე, თქვენმა მოქმედებებმა და მიღწევებმა თავად ილაპარაკონ. არსებობს ბევრი კვლევა, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მომავალ მიზნებზე საუბარი თქვენს ტვინს დასრულების ნაადრევ გრძნობას აძლევს. ეს მიზნების მიღწევის ალბათობას ამცირებს, რადგან მოტივაციას კარგავთ.

თუ რაღაც დაგეგმილი გაქვთ, ამის შესახებ გაჩუმებას გირჩევთ. როგორც კი ამის შესახებ იტყვით, მისი შესრულების ალბათობა 80%–მდე შემცირდება, განსაკუთრებით, თუ შურიან ადამიანს ენდობით.

რატომ აღწევენ ბევრს ისინი, ვინც ცოტას ლაპარაკობენ? რადგან ენერგიას ტყუილად არ კარგავენ!