რა მოსდის ჩვენს სხეულს მზისგან მიღებული დამწვრობით

1011

მზისგან ერთხელ დაწვაც საკმარისია იმისათვის, რომ კანის კიბოს გაჩენის რისკი რამდენჯერმე გაიზარდოს.

კანის კიბო ამ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა. სამწუხაროდ, მისი გავრცელებადობა იზრდება: ასე, მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ამ დაავადების დიაგნოზს 70%-ით უფრო ხშირად სვამენ. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტორი, რომელიც კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება და მზის დამწვრობებია. და, სამწუხაროდ, რაც უფრო ხშირად მოქმედებს ეს ფაქტორები თქვენს კანზე, მით უფრო დიდია კიბოს გაჩენის რასკი გვიანდელ ასაკში. მაშ ასე, რა მოსდის ჩვენს სხეულს, როცა მზეზე ვიწვებით.

1. იწყება ანთებითი პროცესი

მზისგან დაზიანებული კანის უჯრედები გზავნიან SOS სიგნალებს, რაზეც პირველად იმუნური სისტემა რეაგირებს და ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოს ზიანის ლიკვიდირება. დამწვრობის ნაცვლად ჩნდება ანთების კერა, რომელიც ჩვენ არაკომფორტულობისა და ტკივილის შეგრძნებასაც კი გვაძლევს.

2. დამწვრობა თანდათან ვითარდება

დამწვრობის სრული ხარისხი უნდა შეფასდეს მზის დამწვრობიდან არაუადრეს 6-24 საათის შემდეგ(დაზიანების სიმძიმის მიხედვით), რადგან პიგმენტ მელანინის ნაწილაკები თანდათან “იწოვება”. სწორედ ამ მიზეზით, მზისგან დაზიანებული კანი თანდათან იცვლის ფერს ღია-ვარდისფრიდან წითლამდე.

3. კანი დამატებით მარაგს იყენებს

დამწვრობის ადგილას და მის გარშემო, ფართოვდება სისხლძარღვები, რათა დაზიანებულ მონაკვეთში ჯანსაღი, ჟანგბადით გაჟღენთილი სისხლი მივიდეს, სწორედ ამიტომ ჩნდება სიწითლე და სითბოს შეგრძნება დამწვრობის ადგილას. გარდა ამისა, კანის ცალკეულ უჯრედებს შორის ჩნდება შეშუპება, რომელიც, ხანდახან, კანის ზედაპირზე ამოდის და ჩნდება წყლული. რა თქმა უნდა, ყველა ეს პროცესი ძლიერ სტრესს ქმნის მთელი ორგანიზმისთვის.

4. შეიძლება განვითარდეს გაუწყლოება

როცა ჩვენი კანი ზიანდება, სითბოს დამცავი ფენა ირღვევა და შეუძლებელია ტენის შენარჩუნება საჭირო სახით. სითხის დაკარგვის პასუხად, მცირდება ელექტროლიტის დონე და ჩნდება გაუწყლოება. ამიტომ, მზის დამწვრობის შემდეგ მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რათა დაეხმაროთ ორგანიზმს.

5. კანის სტრუქტურა სამუდამოდ იცვლება

საკმარისია მხოლოდ ერთი ძლიერი დამწვრობა, რომ მუტაციის პროცესი დაიწყოს იმ გენებში, რომლებიც პასუხს აგებენ საშიში სიმსივნის ზრდის შეჩერებაზე. ფაქტობრივად, კანის დაუცველად მზეზე გასვლისას, ჩვენ თვითონ ვთიშავთ თანდაყოლილ მექანიზმს, რომელიც საშიში უჯრედების გამრავლებას უშლის ხელს. აი, რატომაა მნიშვნელოვანი მზისგან თავის დაცვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

მზისგან დამწვრობები, უმეტესწილად, თავისით გადადის, გარკვეული დროის შემდეგ. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა სამედიცინო დახმარებაა საჭირო. ექიმთან იმ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ, თუ გრძნობთ სიცხეს, გულისრევასა და ციებას(კანკალს).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს