მოხარშული კვერცხის დიეტა: ექიმები ნიკოლ კიდმანის საყვარელ დიეტაზე კომენტარს აკეთებენ

2840
Photo by Mari Mur on Unsplash

ეს დიეტა ცნობილ ადამიანებს შორის პოპულარულია. Vogue Italia-ს თანახმად, ნიკოლ კიდმანი კვების ამ გეგმას იცავდა, რომ ფილმისთვის „ცივი მთა“ (Cold Mountain) დაეკლო. ექიმი-დიეტოლოგები ამ დიეტაზე კომენტარს აკეთებენ და გვიამბობენ, ეს დიეტა ჯანმრთელობისთვის საზიანოა თუ არა.

მოხარშული კვერცხის ტიპიური დიეტა ასე გამოიყურება:

  • საუზმე: როგორც მინიმუმ 2 კვერცხი და 1 ხილი (დაბალ კალორიული ბოსტნეული ან ცილა სურვილის მიხედვით);
  • სადილი: კვერცხი ან უცხიმო ცილა და ბოსტნეული ნახშირწყლების დაბალი შემცველობით;
  • ვახშამი: კვერცხი ან უცხიმო ცილა და ბოსტნეული ნახშირწყლების დაბალი შემცველობით;

ეს მოდური დიეტა, რომელიც მხოლოდ კვერცხის და ხილის მოხმარებას მოითხოვს, ხოლო სახამებლის შემცველ ბოსტნეულს, სამარხვო ცილას და ცხიმს არ შეიცავს, წონაში დაკლებას გპირდებათ. ექსპერტები თვლიან, რომ კალორიების შემცირება წონის დაკლებას გამოიწვევს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვების ასეთი სისტემა დიდხანს შეინარჩუნოთ.

დიეტოლოგების მოსაზრება

დიეტა ნამდვილად დაბალ კალორიულია, მაგრამ უჯრედის შემცველ ბევრ პროდუქტს, მაგალითად მთელ მარცვლეულს და პარკოსან პროდუქტებს ზღუდავს. რეკომენდებულია, რომ მამაკაცმა 50 წლამდე ასაკში 38 გრ უჯრედისი, ხოლო ქალებმა მინიმუმ 25 გრ უჯრედისი მიიღონ.

„ვთვლი, რომ ეს დიეტა წითელი ხალიჩისითვის კარგია. ეს მხოლოდ მაშინ უნდა სცადოთ, როცა შედეგის სწრაფად დანახვა გსურთ და დროში შეზღუდული ხართ. თავისთავად, ეს ჯანსაღი კვება არაა.“ – ამბობს დიეტოლოგი ემი შაპირო, ნიუ-იორკში Real Nutrition-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

კვერცხი ყოველდღე – საზიანოა?

„ყოველდღე მოხარშული კვერცხის ჭამაში სანერვიულო არაფერია. თუმცა თუ ეს თქვენი კვების დიდი ნაწილია, ნაჯერი ცხიმები შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს“ – ამბობს დიეტოლოგი.

შაპირო თავის კლიენტებს მწვანე შუქს აძლევს, რომ დღეში 2 კვერცხი შეჭამონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს