წელის მონაკვეთში კუნთის გაკავება და სპაზმები, დროთა განმავლობაში, მთელი ზურგის ტკივილებსა და მოძრაობის დაქვეითებას იწვევს. დაჯდომისას მუდმივი მოხრა კი აქრობს წელის მონაკვეთის ბუნებრივ მოხრილობას.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გაწელვა და ელემენტარული, თუმცა ეფექტური სავარჯიშოების შესრულება. ადამიანის სხეული – ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მოვლასა და მოძრაობას მოითხოვს. ხერხემალი – მთელი ჩვენი ორგანიზმის ახალგაზრდობაა. სხეულის სწორი მდგომარეობა და შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით კი თირკმლების ჯანმრთელობა უშუალოდაა მასზე დამოკიდებული. ხერხემალმა რომ თავისი ფუნქციები სწორად შეასრულოს, შემდეგი სამი სავარჯიშო უნდა შეასრულოთ.
წელის კუნთების გაძლიერება
1. გაწელვა
დადექით სწორად, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. მოადუნეთ ხელები და დაუშვით თავი ლავიწამდე. შემდეგ ნელა, ხერხემლის მოხრით(დაიწყეთ მოხრა კისრიდან) დაუშვით ტორსი ქვემოთ. ფეხები სწორად შეინარჩუნეთ. საბოლოო წერტილში ეცადეთ, იატაკს მისწვდეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 1 წუთით და იგრძენით, როგორ დუნდება ხერხემალი და ზურგის კუნთები.
ასევე ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას მოხრილი ზურგით. ჯერ დაიწყეთ ხერხემლის წელის მონაკვეთის გაშლა, შემდეგ მკერდის, სულ ბოლოს კი გაშალეთ კისრის მონაკვეთი.
სხეულის სწორი მდგომარეობა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებასაც. ამის შესახებ ციგუნის ოსტატებმა იციან, რომლებიც მსგავსი სავარჯიშოებით კურნავენ თვალთან დაკავშირებულ პრობლემებს.
2. სავარჯიშო მუმთაქის გამოყენებით
პირსახოცი დაახვიეთ მუთაქის ფორმით. ამის შემდეგ, მოათავსეთ მუთარა მყარ, სწორ ზედაპირზე. ფრთხილად დაეშვით ზურგზე, მუთაქა ხელებით დაიჭირეთ ისე, რომ იგი სხეულის ქვემოთ, წელის გასწვრივ იყოს მოთავსებული(პირდაპირ ჭიპის დონეზე).
ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე და ტერფები ისე დაალაგეთ, რომ ფეხის თითები ერთმანეთს ეხებოდეს, ხოლო ქუსლები 20-25 სმ-თი იყოს ერთმანეთისგან დაშორებული.
სწორი ხელები გადაიტანეთ თავსუკან, ჩააბრუნეთ ხელის გულები ქვემოთ. მოათავსეთ ხელის გულები იატაკზე და ნეკა თითები ერთად დაალაგეთ. ამ მდგომარეობაში 15 წუთით უნდა გაჩერდეთ.
3. დახრები
მარცხენა ხელი დაიდეთ გვერდზე ან წელზე. მარჯვენა სწორი ხელი აწიეთ ზემოთ. შემდეგ გადაიხარეთ მთელი კორპუსით მარცხენა მხარეს. შეცვალეთ ხელები, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, და დაიხარეთ მეორე მხარეს. შემდეგ შეაერთეთ ხელები თავს ზემოთ და ისევ გააკეთეთ დახრები ორივე მხარეს.
ეს სავარჯიშოები დღეში ერთხელ უნდა შეასრულოთ. ისინი აძლიერებს და ასწორეს ზურგს, წამოწევს და გახსნის მკერდის არეს. სხეულის მდგომარეობა სწორდება, სიარულის მანერას კი გრაციოზულობა ენიჭება.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ ვარჯიშების კომლექსი რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ წელის ტკივილი.
ასევე გაეცანით 7 სავარჯიშოს გასაწელად, რომლის შესრულებასაც დამწყებებიც თავისუფლად მოახერხებენ და ის მასაჟისტთან ვიზიტს აგაცილებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სასურველ ფიგურას!