წელის ტკივილი გაწუხებთ? ეს 3 ვარჯიში დაგეხმარებათ! ზურგზე დაწექით, მუხლები მკერდთან მიიტანეთ 

4769
წელის ტკივილი გაწუხებთ? ეს 3 ვარჯიში დაგეხმარებათ! ზურგზე დაწექით, მუხლები მკერდთან მიიტანეთ 
წელის ტკივილი გაწუხებთ? ეს 3 ვარჯიში დაგეხმარებათ! ზურგზე დაწექით, მუხლები მკერდთან მიიტანეთ 

წელის არეში ძლიერი ტკივილები თითქმის ყველა ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. ხშირად მათ, ვისაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ, წელი კუნთების გადატვირთვის და დაძაბულობის გამო სტკივათ. ასე კი ხერხემლის სერიოზული პრობლემებიც შორს არაა… ბევრი ამ დაავადებას სერიოზულად არ ეკიდება, მაგრამ თუ სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, სერიოზულ შედეგებთან გამკლავება მოგვიწევს.

უფრო მარტივი არაა თუნდაც იშვიათად სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშების შესრულება, რომლებიც ზედმეტი დროის და ენერგიის დახარჯვის გარეშე წელის ტკივილებს მოგაშორებთ, მოგადუნებთ და ენერგიით აგავსებთ? ეს სასწაულმოქმედი ვარჯიშების ნაკრები ხერხემლის სვეტის მდგომარეობას აუმჯობესებს და ზურგის კუნთებს აძლიერებს.

დღეს გიამბობთ, როგორ მოიშოროთ წელის ტკივილი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე. მხოლოდ 3 ვარჯიში…

ზურგის და წელის ვარჯიშები
ვარჯიშების ნაკრები წელის ტკივილს გაგიქრობთ, ამასთან სასუნთქ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სახსრების მოძრაობას აუმჯობესებს. დილას ან საღამოს, ოღონდ ყოველდღე შეასრულეთ! ახლობლებიც ჩართეთ! ვარჯიშის დაწყების წინ ოთახი გაანიავეთ, გამახურებელი ვარჯიშები შეასრულეთ, შემდეგ კი ჩვენ ინსტრუქციას მიჰყევით.

1. გვერდზე ბრუნვები
ზურგზე დაწექით, ხელები საპირისპირო მხარეს გაშალეთ, ფეხები მუხლებში მოღუნეთ და მკერდს მიაბჯინეთ. მთავარია, სწრაფი მოძრაობის გარეშე მუხლები ხან მარჯვნივ, ხამ მარცხნივ იატაკზე გადასწიეთ., მხოლოდ ხერხემლის წელის არე ამოძრავეთ. თითოეულ ბრუნვაზე 5 წამით გაჩერდით და ნელა გააგრძელეთ. თითოეულ მხარეს 10-12-ჯერ გაიმეორეთ.

2. მყესის დაჭიმვა
შემდეგი ვარჯიში შესანიშნავად ებრძვის  სტრესით, დაღლილობით ან თიაქარის ან ტრავმებით გამოწვეულ წელის ტკივილს. ზურგზე დაწექით, მარჯვენა ფეხი ასწიეთ 90 გრადუსით, პირსახოცით ფეხის ქუსლი დაიჭირეთ.

ნელა, სწრაფი მოძრაობის გარეშე მუხლის ქვეშა სახსრები დაჭიმეთ და ფეხი მკერდისკენ მიიზიდეთ. ან შეგიძლიათ ხელებით მუხლები დაიჭიროთ და იგივე გაიმეორეთ. ვარჯიში მარცხენა ფეხზეც გაიმეორეთ.


3. სფინქსი
ვარჯიში ზურგის და წელის არეს აძლიერებს, ხერხემალს უფრო მოქნილს ხდის, მთელ ორგანიზმს აჯანსაღებს. რეგულარული შესრულების შემთხვევაში რეაქციის სიჩქარე გაიზრდება.

მუცელზე დაწექით, ზედა ნაწილით აიწიეთ და დაწოლა წინამხარზე გადაიტანეთ. წინა მხრები ერთმანეთის პარალელურად, მხრები დაწეული, ფეხის წვერები დაწეული, მხედველობა წინ. ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით, სანამ რამდენიმე სუნთქვის ციკლს არ შეასრულებთ. 5-6-ჯერ გაიმეორეთ.

რთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ამ ვარჯიშების შესრულება სასიამოვნოა. ისინი მოგადუნებთ, ტკივილს გაგიქრობთ და დაძაბულობას მოგიხსნით. მთელი ნაკრები მხოლოდ 3 ვარჯიშისგან შედგება, სწრაფად შესასრულებელია და სამკურნალო ხდება.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ცოტა არის, კიდევ რამდენიმე ეფექტურ ვარჯიშებს უყურეთ, რომლებიც წელის ძლიერ ტკივილებს მოგიხსნით. აუცილებლად სცადეთ!

ეს სასარგებლო სტატია შეინახეთ და ამ შესანიშნავი ვარჯიშების შესახებ ინფორმაცია მეგობრებს და თანამშრომლების სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს