9 წესი იმისათვის, რომ ორქიდეა მთელი წელი ყვაოდეს

0
483

თუ თქვენ მცენარეების მოყვარული ხართ გეცოდინებათ, რომ ორქიდეა საკმაოდ პრეტენზიულია და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

მისი ხელახლა აყვავება მარტივი არ არის, მაგრამ თუ ყველა წესი გეცოდინებათ და ხელს შეუწყობთ მას, ეს შესაძლებელია. ოპტიმალურ პირობებში, ორქიდეის ყვავილობა გრძელდება 2-6 თვე, თუმცა ზოგიერთი ჯიში მაგალითად, ფალაენოფსისი ან ვანდა, შესაძლოა მთელი წელიც ყვაოდეს.

ჩვენ გასწავლით 9 წესს იმისათვის, რომ თქვენი ორქიდეები მთელი წელი აყვავებული იყოს:

1. გაარკვიეთ ყვავილის ასაკი

სხვადასხვა ჯიშის ორქიდეა, სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყოს. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენი ყვავილი ახალგაზრდაა იმისათვის, რომ დიდხანს ყვაოდეს. უკვე ზრდასრულ ორქიდეად ითვლება 5 დან 8 წლამდე.

2. ხშირად არ გადააადგილოთ

ორქიდეას არ მოსწონს მცირე გადაადგილებაც კი. რადგან ის სხვადასხვანაირად რეაგირებს სინათლეზე. თუ მაინცდამაინც საჭიროა ქოთანის შეცვლა, ეცადეთ ზუსტად ისე დადოთ, როგორც თავდაპირველად იყო.

ასევე, არ გადააადგილოთ მორწყვის დროს. მოძრაობა მის ზრდაზე უარყოფითად ისახება.

3. ყურადღება მიაქციეთ ფესვებს

ორქიდეის ფესვები აქტიურად არიან ჩართულნი ფოტოინთეზის პროცესში, ამიტომ მნიშვნელოვანია იმისი სინათლით უზრუნველყოფა. ვინაიდან რეკომენდირებული არ არის მისი გადაადგილება, საკმარის სინათლეზე წინასწარ უნდა იზრუნოთ.

კერძოდ, კერამიკული ქოთანის ნაცვლად, გამოიყენეთ პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერები, სადაც სადრენაჟო ხვრელების დიდი რაოდენობითაა. მათი ფესვები განსაკუთრებულობას ანიჭებს უთანასწორო ზედაპირს, ამიტომ ეცადეთ კონტეინერიც ამის მიხევდით შეარჩიოთ. გარდა ამისა, მკვეთრმა კიდეებმა შეიძლება დააზიანოს ფესვთა სისტემა.

4. იზრუნეთ განათებაზე

მაშინ, როდესაც ბუნებრივად არ არის საკმარისი სინათლე, ორქიდეა უნდა გაანათოთ ხელოვნური ნათურებით. მას სინათლე უნდა მიეწოდებობდეს დღე-ღამეში 10-12 საათი.

5. დასაშვები ტემპერატურა

იმისათვის, რომ ორქიდეამ კარგად იყვავილოს, ოთახის ტემპერატურა ღამით უნდა იყოს 4-6 გრადუსი. იმაზე ნაკლები, ვიდრე დღის განმავლობაშია.

გვიან გაზაფხულზე, შემოდგომის დასაწყისში, ორქიდეა შეიძლება გარეთაც ამყოფოთ, სადაც ტემერატურა დღისით და ღამით ბუნებრივად განსხვავდება, თუმცა ეცადეთ ბევრი გადაადგილება თავიდან აიცილოთ.

6. დაიცავით მორწყვის წესები

აუცილებელია დაიცვათ მორწყვის წესები, აუცილებელია, მორწყვის შემდეგ, ფესვები მალევე გაშრეს, რათა არ დაზიანდეს. როდესაც ორქიდეა ყვავილობს, მას დაახლოებით თვეში ერთხელ სჭირდება მორწყვა, ხოლო სხვა პერიოდში ინტენსიურად უნდა მორწყოთ.

7. მიეცით საკმარისი ტენიანობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტენიანობა. არასაკმარისი ტენიანობის შემთხვევაში, ორქიდეამ შეიძლება შეწყვიტოს ზრდა ან გამოიტანოს უნაყოფო კვირტი და საერთოს აღარ გაყვავილდეს.

გაზარდეთ ტენიანობა ოთახში, სადაც ორქიდეა იზრდება. განსაკუთრებით მშრალ პერიოდებში (როდესაც სახლებში გათბობაა), მცენარე უნდა იყოს ტენიანი. ოპტიმალური ტენიანობა ორქიდეასთვის არის 60% და მეტი.

8. სწორად შეარჩიეთ სასუქი

აუცილებელია გამოიყენოთ ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები. ის ხელს შეუწყობს ორქიდეას გაძლიერებას და გამოიტანს ძლიერ ყვავილებს. თუ აზოტის შემცველობას დაუმატებთ, ეს მისთვის საუკეთესო იქნება. ის დაიცავს ორქიდეას გაფუჭებისგან.

9. მოუწყეთ ორქიდეას ე.წ. ,,შოკური თერაპია”

იმისათვის, რომ ორქიდეა გაყვავილდეს, მისთვის ცოტა სტრესი აუცილებელია. ასეთი სტიმულირების ერთ-ერთი გზა ,,შოკური თერაპიაა”: შეუმცირეთ მორწყვის პერიოდები ან დაუკელით სინათლეს.

დაიცავით ეს წესები და ორქიდეა ყოველთვის გაგახარებთ თავისი ლამაზი ყვავილებით.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი