ქათმის გული – შედარებით იაფი, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. ბევრი დიასახლისი ცდილობს მას გვერდი აუაროს, თუმცა უშედეგოდ. ქათმის გულით უამრავი გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანია ,,გატეხილი გული.” შესაძლოა, სახელი შემაშფოთებელია, მაგრამ ამ კერძს ყველა სიამოვნებით მიირთმევს.
დღეს ვივიენი გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ქათმის გული გემრიელად და მარტივად.
მასალები:
- 1 კგ ქათმის გული
- 4 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ. ხორცის ნებისმიერი სანელებელი
- 4 კვერცხი
- ფქვილი ან პურის სუხარიკი
- მარილი გემოვნებით
- ზეთი შესაწველად
იმისათვის, რომ ქათმის გულისგან სხეულმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, აირჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ერთ დღეზე მეტი არაა, რაც გასაყიდადაა გამოტანილი.
მომზადება:
1. ახალ ქათმის გულს დაასხით ცივი წყალი და შედგით მაცივარში. ეს აუცილებელია ჭარბი სისხლის მოშორებისთვის.
2. შემდეგ გარეცხეთ, მოაჭერით ზედა მილი. თითოეული გული შუაში გაჭერით, მაგრამ მთლიანად არა. ოდნავ დაარტყით სპეციალური ჩაქუჩი.
3. შეურიეთ დაჭრილი ნიორი, მარილი და სანელებლები, კარგად აურიეთ.
4. ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლის დახმარებით, დაამატეთ ცოტა წყალი და მარილი.
5. თითოეული ცალ-ცალკე ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში. შეწვით მცენარეულ ზეთში 0.5-1 წუთი თითოეულ მხარეს. თუ დიდი ხანი გააჩერებთ, კერძი იქნება გამომშრალი.
მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.