დედის რძე ბავშვს ინფექციებისგან მთელი ცხოვრება იცავს – ახალი კვლევის შედეგი

0
232

დედის ძუძუს რძე ბავშვის ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე ადრე ვთვლიდით.

ახალ კვლევაში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვები, რომლებიც თავიან ბავშვებს ძუძუთი კვებავდნენ, მათ იმუნურ უჯრედებს აძლევდნენ, რომლებიც ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ პატარა თაგვებს ინფექციებისგან ხანგრძლივი დროით იცავდა.

ექიმებმა იცოდნენ, რომ ძუძუთი კვება ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს, მაგრამ ყოველთვის თვლიდნენ, რომ ეს დაცვა დროებით ხასიათს ატარებდა და მხოლოდ ძუძუთი კვების პერიოდში გრძელდებოდა. უფრო მეტიც, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ეს იმუნიტეტი გამოწვეული იყო ანტისხეულებით, რომელიც დედიდან ბავშვზე ბაქტერიებისა და ვირუსების გასანეიტრალებლად გადადიოდა.

ეს მოსაზრებები ჟურნალში Science Advances გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ უარყო. დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თაგვების შთამომავლობა შეისწავლეს, რომელთაც დედები ძუძუთი კვებავდნენ, რომელთაც ადრე ჰელმინთის ინფექცია ჰქონდათ.

მკვლევართა ჯგუფმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ჭიების ინფექციებისგან თავდაცვის უნარი პატარებს რძის უჯრედებისგან და არა ცილებით, ან ანტისხეულებით გადაეცა. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ გადაცემული უჯრედები ორგანიზმს ზრდასრულ ასაკშიც იცავენ.

„ეს იმის პირველი დემონსტრაციაა, რომ ორსულობამდე პერიოდში ინფექცია შეიძლება ბავშვებში უჯრედული იმუნიტეტის სახით მთელი ცხოვრებით გადაეცეს“ – ამბობს ექიმი უილიამ ჰორსნელი, კვლევის წამყვანი ავტორი და ბირმინგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი.

„სამუშაო აჩვენებს, რომ ორსულობამდე პერიოდში დაინფიცირებამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ დედამ ბავშვს ამ ინფექციაზე ხანგრძლივი იმუნური უპირატესობა გადასცეს. ეს შესანიშნავია და ჩვენს გაგებას ახალ განზომილებას ანიჭებს, რადგან დედას ბავშვის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია“.

მომავალში მკვლევარებს სურთ, რომ ეს ცოდნა ინფექციების თავიდან ასაცილებელი ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენონ. არგუმენტაცია მარტივია: თუ დედის და მომავალი დედის იმუნური სისტემა ვაქცინაციის ხარჯზე ინფექციური დაავადებისგან დაცულნი იქნებიან, მაშინ ბავშვებს იმავე დაცვის ფუნქცია ძუძუთი კვების დროს გადაეცემა.

ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ეს დაცვა შეიძლება მუდმივი იყოს, რაც უბრალოდ შესანიშნავია.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს კვლევა კაცობრიობის იმის გამოკვლევამდე მიიყვანს, თუ ორსულობამდე პერიოდში პათოგენური მიკროორგანიზმების ზემოქმედება ბავშვის ჯანმრთელობაზე გავლენას როგორ ახდენს“ – ამატებს კაი-მაიკლ ტოულნერი, ბირმინგის უნივერისტეტში იმუნოლოგიისა და იმუნოთერაპიის პროფესორი.

ეს საკმაოდ წონიანი არგუმენტია, რომ ბავშვები ძუძუთი გამოკვებოთ. გვეთანხმებით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი