ძალიან ნაზი და გემრიელი მდნარი ყველის გემო ბავშვობიდან ყველას ახსოვს, მაგრამ დღეს მის მოსამზადებლად დიდი ოდენობით კონსერვანტებს იყენებენ. გვიჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა მდნარი ყველის შინ მომზადება?
დღეს ვივიენი შესანიშნავ რეცეპტს გაგიზიარებთ. ჩვენს შემოგთავაზებთ, შინ მომზადებულ უგემრიელეს მდნარი ყველის რეცეპტს. ეს არის მარტივი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ძალიან გემრიელი!
მასალები:
- ხაჭო 500 გ
- სოდა 1 ჩ.კ.
- კვერცხი 1 ც
- კარაქი 100 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. აიღეთ მომცრო ქვაბი და მისი ნახევარი შეავსეთ წყლით. დადგით გაზზე და აადუღეთ.
2. სანამ წყალი დუღდება, მოამზადეთ ხაჭოს მასა. ჩაყარეთ ხაჭო მეტალის თასში, დაამატეთ კვერცხი, სოდა და კარგად აურიეთ.
3. დაამატეთ მასას ოდნავ დამდნარი კარაქი. ბლენდერით კარგად ათქვიფეთ, ერთგვარი მასის მიღებამდე.
4. როდესაც წყალი ადუღდება, დაადგით თასი ხაჭოს მასით მდუღარე ქვაბზე. დარწმუნდით, რომ თასის ფსკერი არ ეხება წყალს.
5. სანამ თასი წყალზე დგას, მუდმივად ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი და წელვადი არ გახდება.
6. როცა გადმოდგამთ, შეგიძლიათ სუნელები დაამატოთ გემოვნებით. აიღეთ ფორმა, რაშიც შეინახავთ ყველს. ყველაზე უკეთ მართკუთხა მეტალის ფორმა მოუხდება. ჩაასხით ხაჭოს მასა. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. შემდეგ დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში.
მოცემული ინგრედიენტებისგან 600-650 გრამი ყველი გამოგივათ. არ გამოიყენოთ ძალიან მშრალი ხაჭო, რადგან გემოვნურ თვისებებს გააფუჭებს. საუკეთესო ვარიანტია სახლის ხაჭო. სოდის დამატება აუცილებელია, რადგან ის ხაჭოს გაადნობს. სცადეთ მისი მომზადება და მოუყევით მეგობრებსაც!