2019 წლის 5 თებერვალს ჩინური ახალი წელია და ამ დროს მიწის ყვითელი ღორის მმართველობა დაიწყება. როგორი ურთიერთობა ექნება წლის მეპატრონეს აღმოსავლური ჰოროსკოპის მტაცებელი ცხოველების წარმომადგენლებთან, ან რომანტიკული ნიშნებისთვის რა მოამზადა, ზარმაც და შრომისმოყვარე ნიშნებს რა ელოდებათ და საკუთარი ქვეშევრდომებისთვის რა მოამზადეს? ჩვენ ზუსტად ვართ დარწმუნებული, რომ მიწის ყვითელ ღორს კეთილი მიზანი, კაცობრიობის გაბედნიერების სურვილი, აქვს და ამას ნამდვილად მიაღწევს!
დღეს გიამბობთ, თუ ღორმა აღმოსავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის რა მოამზადა. თუ გასული, ძაღლის წელში ღრუბლებში დავფრინავდით, ახლა მიწის ღორის მმართველობის დროს აქტიურ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. მომავალის კარი შეაღეთ და 2019 წლის ჩინური ჰოროსკოპი თქვენი ნიშნისთვის დეტალურად შეისწავლეთ.
2019 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი
ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996)
მიზანდასახული ვირთხის წყობილებიდან გამოყვანა გაგიჭირდებათ. ყვითელი ღორი მისი შეუპოვრობით აღფრთოვანებული იქნება და მას წარმოუდგენლად ბევრ, კარგ შესაძლებლობას მისცემს. ამ ნიშნის წარმომადგენელი, რომელმაც სამყაროსთვის საკუთარი თავის წარდგენა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, დროა საკუთარი ნიჭი გამოავლინოს. თქვენი მცდელობა დაფასებული იქნება.
ოჯახურ ცხოვრებაში უთახმოება დალაგდება, ხოლო მარტოხელა ვირთხას საბედისწერო შეხვედრა ელოდება – სიყვარული, დაქორწინება და ბავშვები. თებერვალში, აპრილსა და ოქტომბერში წარმატება თქვენს მხარეს იქნება.
ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009)
ჯიუტი ხარი იმას მიიღებს, რისთვის მთელი გასული წელი შრომობდა. აქტიური შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს. ღორი განსაკუთრებით თქვენს ოჯახურ და პირად ცხოვრებაზე იზრუნებს – ეს წელი სიყვარულით, სითბოთი და ჰარმონიით სავსე იქნება! თუ ოჯახი მხოლოდ იდეაში გაქვთ, ღორი შესაფერ პარტნიორს აუცილებლად გამოგიჩენთ.
წელს საოცნებო მოგზაურობაში წასვლა თქვენთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ ამ თავგადასავალში არა მარტო, არამედ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ. მარტში, მაისსა და აგვისტოში ხარს ფინანსური წარმატება ელოდება, ხოლო ზაფხული სამსახურის და თანამდებობის შესაცვლელად საუკეთესო დროა.
ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010)
თუ ვეფხვმა პირობა გასცა, აუცილებლად უნდა შეასრულოს – ღორი ცარიელ სიტყვებს ვერ იტანს და ასეთ ადამიანს სასიამოვნო ბონუსებს აღარ მისცემს. ხანგრძლივ პროექტებზე უარი თქვით, უმჯობესია დაკავდეთ იმით, რაც სწრაფ შედეგს მოიტანს. სასურველი ვეფხვს პირდაპირ ხელში ჩაუვარდება, მთავარია – არ იზარმაცოთ.
ღორი ნაყოფიერი ცხოველია, ამიტომ ოჯახური კეთილდღეობა გარანტირებული გექნებათ. დაუქორწინებელ და გაუთხოვარ ვეფხვს ბედი გაუღიმებთ, ხოლო სერიოზული ურთიერთობა დიდხანს არ დააყოვნებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებას აპრილში, მაისსა და სექტემბერში ელოდეთ.
კურდღელი (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011)
ღორის განწყრომა რომ არ დაიმსახუროთ, ფეთქებად კურდღლებს მოსმენის უნარის განვითარება დასჭირდებათ. მხოლოდ მოლაპარაკებების და კომპრომისზე წასვლის უნარი დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.
სამსახური, ოჯახი, გართობა – დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ ყველაფერის ერთდროულად განხორციელებას ვერ შეძლებთ. გირჩევთ აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოს საკუთარი თავით იამაყოთ. ხელსაყრელი პერიოდია – სექტემბერი, ოქტომბერი, დეკემბერი.
დრაკონი (1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)
დრაკონი მაცდუნებელ შეთავაზებებს ყველა მხრიდან მიიღებს, მაგრამ სჯობს გონიერებას მოუხმოთ – ბევრი პროექტის რეალიზებას ვერ შეძლებთ, ასე რომ სათადარიგო გეგმა წინასწარ შეიმუშავეთ. დრაკონს, რომელიც ქორწინებაში იმყოფება, ოჯახში გამრავლება ელოდება.
ღორის მმართველობის პერიოდი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ. დრაკონმა ბუნებაში ბევრი დრო უნდა გაატაროს და ზომიერი მედიტაციით დაკავდეს – უსიამოვნების თავიდან აცილებას მხოლოდ ასე შელებთ. ხელსაყრელი დრო – თებერვალი, მაისი და ივლისი.
გველი (1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)
გველის და წლის მმართველის ურთიერთობა ვერ მოეწყობა – სჯობს ფრთხილად იყოთ. ჩვვეულ რიტმში იცხოვრეთ, ჯანსაღი ამბიციის და ზომიერი ინიციატივის გამოვლენის არ შეგეშინდეთ. თითოეული ნაბიჯი კარგად მოფიქრებული უნდა იყოს.
წლის დიდი ნაწილი გველის ფიქრები ფინანსური საკითხებით იქნება დაკავებული, მაგრამ დიდი კაპიტლის დაგროვებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, გველმა ბრძნული გამონათქვამი უნდა გაიხსენოს: უმჯობესია იყოთ მარტო, ვიდრე ნებისმიერთან. ხელსაყრელი დრო – მარტი, ივნისი, ივლისი, დეკემბერი.
ცხენი (1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)
გაჭენებული ცხენის როლზე უარი უნდა თქვათ და ცოტა დაისვენოთ – ღორი ყველაფერს გაპატიებთ. შრომისმოყვარე ცხენი ფინანსური კუთხით დაჯილდოებული იქნება, ხოლო წელი წარმატებული იქნება მათთვის, ვინც საკუთარი საქმის გახსნას გარისკავს.
გამორიცხული არაა, რომ სამსახურის შეცვლის შემოთავაზება მიიღოთ. ცხენს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელოდებათ: შემოთავაზებებს დაელოდეთ და გადაწყვიტეთ, რომ იმ ადამიანს გულის კარი გაუღოთ. თუ ეჭვი გაწუხებთ, ურთიერთობა წარსულში დატოვეთ. ამისთვის 2019 წელი კარგი პერიოდია. ხელსაყრელი პერიოდია აპრილი, ივლისი და დეკემბერი.
თხა (1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)
ყველაფრის შეცნობის სურვილის გამო ხშირად რქა ტყდებათ, მაგრამ წარუმატებლობა მათი ვნების ჩაცხრობას ვერ მოახერხებს, რადგან წლის მფარველის საუკეთესო მეგობრები არიან. ღორი თხას ყველა შესაძლო სიხარულს და წარმატებას მისცემს. წელს შესანიშნავი პერსპექტივები გელოდებათ, ხოლო თხა, რომელიც მთელი წელი შრომობდა, ფულად კომპენსაციას და გარშემომყოფების პატივისცემას მიიღებს.
თხას რაღაც ახალში, საკუთარი თავის გამოცდის სურვილი აუცილებლად გაუჩნდებათ. იქნება ეს ახალი პროფესია თუ რაღაც უჩვეულო საქმე. ყველაფერი გამოგივათ, მხოლოდ სურვილი უნდა გქონდეთ! მარტი, სექტემბერი და ოქტომბერი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გიმზადებთ.
მაიმუნი (1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)
2019 წლის მოვლენები მაიმუნს თავბრუს დაახვევს – ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა მოგიწევთ და ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა გამოჩნდეს, მაიმუნი ნებისმიერ ამოცანას ბრწყინვალედ თავს გაართმევს.
ზოგჯერ ორჭოფობა შეგაწუხებთ, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეთ, ამიტომ გირჩევთ იმ ადამიანის რჩევას მოუსმინოთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით. გაზაფხულზე მაიმუნს ნერვიულობა მოუწევს, რადგან ვარსკვლავები თქვენს გამძლეობას შეამოწმებენ. სასიამოვნო სიურპრიზები და წარმატებული შეთანხმება მაისში, სექტემბერსა და ნოემბერში გელოდებათ.
მამალი (1945, 1957, 1969, 1993, 2005, 2017)
მამალს აბსოლუტურად ყველაფერის შეცვლა მოუნდება: სამსახური, გარემო წრე, იმიჯი. სიტყვაზე, თითქმის ყველა ჩანაფიქრის შესრულებას მოახერხებთ! მამალი საკუთარი თავის შესახებ გაცხადებას შეძლებს და სასურველს მიაღწევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნათესაური კავშირი იქნება, რომელიც ფინანსური წარმატების მოპოვების გამო მეორეხარისხოვანი არ უნდა გახდეს.
მსხვილი უსიამოვნება გვერდს აგივლით, 2019 წელი ქორწინების და გვარის გასაგრძელებლად შესანიშნავი პერიოდია. კარგი პერიოდი ივლისში, ოქტომბერსა და დეკემბერში გელოდებათ! მამალს გასახსენებელი ბევრი რამ ექნება!
ძაღლი (1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)
2019 წელი ძაღლისთვის წარმატებული იქნება – კარიერული ზრდა და პირადი ცხოვრების დალაგება გელოდებათ. ღორმა თქვენთვის ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადა, წარმატებული თვეები იქნება იანვარი, მარტი და აგვისტო.
დროა წარსული შეცდომები გამოასწოროთ და საკუთარი თავი ახალ სფეროში გამოცადოთ. მარტოხელა ძაღლს საბედისწერო შეხვედრა ელოდებათ და მას კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. დრო მოვიდა არჩევანი სიყვარულზე გააკეთოთ.
ღორი (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)
საკუთარი ქვეშევრდომებისთვის მიწის ყვითელმა ღორმა მაქსიმალური სასიამოვნო მოვლენები მოამზადა, რომლებიც მომავალი წლის მარაგად შეგიძლიათ შეინახოთ. ასტროლოგები გირჩევენ სამსახურის საქმეები მოაგვაროთ, ფული დააგროვოთ, ოჯახი შეინარჩუნოთ ან შექმნათ.
როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს წლის მფარველი, ზედმეტად მოდუნება და საქმის თავის ნებაზე მიშვება არ ღირს – შეიძლება გრანდიოზული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. გულის საქმეებში ჰარმონია და წესრიგი სუფევს, ხოლო მყარ ოჯახურ წყვილს საერთო საქმის დაწყებაც შეუძლიათ. ხელსაყრელი პერიოდია – მარტი, მაისი და ნოემბერი.