როგორ დავუბრუნოთ ტანსაცმელს დაკარგული ფერი? მარტივი ხრიკები თქვენი ტანსაცმლის გადასარჩენად!

346

ტანსაცმლის ფერის დაკარგვა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი აწყდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა გამოსწორებას ვერ პოულობს, რადგან ტანსაცმელს ფერი მთლიანად დაკარგული აქვს. თუმცა, ნურც იდარდებთ და ნუ მოისურვებთ მის გადაგდებას! არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ დაკარგული ფერის დაბრუნებაში. დღეს სწორედ ამ მეთოდებს წარმოგიდგენთ სტატიაში.

როგორ დავუბრუნოთ ტანსაცმელს დაკარგული ფერი: საუკეთესო ხრიკები

  1. საშუალება 1: თითქმის ნებისმიერი ფერდაკარგული ტანსაცმლის გადარჩენა შეიძლება თუკი მას გარკვეული დროით, ამიაკის სპირტიან ცხელ წყალში ჩაალბობთ (5 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 2 ფლაკონი ამიაკი). რათქმაუნდა უსიამოვნო სუნი ექნება, სამაგიეროდ პროობლემა მოგვარდება და ტანსაცმელი აჭრელებული აღარ იქნება.
  2. საშუალება 1: ხსნით ცხელ წყალში ლაქების ამომყვანს, მათეთრებელს და სარეცხ ფხვნილს. ჩაალბობთ მასში ტანსაცმელს, დატოვებთ ერთი სუტკით. შემდეგ კი მას ფხვნილით გარეცხავთ სარეცხ მანქანაში – ამით თქვენ სასურველ შედეგს მიიღებთ.
  3. საშუალება 3: ეს ექსტრემალური და გამოუვალი მდგომარეობისას გამოსაყენებელი საშუალებაა. დაასხით ლაქას უნიტაზის სარეცხი საშუალება. შესანიშნავად მოქმედებს Domestos-ი. მაშინთვე გარეცხეთ ტანსაცმელი (არ დაგავიწყდეთ სპეციალური ხელთათმანის ჩაცმა კანის გაღიზიანების გამოსარიცხად). თქვენს თვალწინ ტანსაცმელი გაწკრიალდება და ამასთანავე მისი ორიგინალური ფერიც შენარჩუნდება.

ხშირად დამული კითხვები (Q&A) :

  1. არის თუ არა ეს მეთოდები უსაფრთხო ყველა ტიპის ტანსაცმელისთვის?
    არა, ზოგიერთი მეთოდი (მაგალითად, Domestos) არ არის რეკომენდირებული მყიფე ან მგრძნობიარე მასალებისთვის, ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ ტანსაცმლის ეტიკეტი.
  2. რა შემიძლია გავაკეთო, თუ მეთოდები ვერ მუშაობს?
    თუ მეთოდები არ მუშაობს, შესაძლებელია, რომ ტანსაცმელი უკვე გარდაიქმნა და ფერი აღარ აღდგება. თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ სცადოთ სხვა პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად ამისთვის არის შექმნილი.