ადამიანების უმეტესობა კუჭის მჟავიანობის შესახებ ინფორმაციას ზედაპირულად უყურებს. ის შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი. მის მდგომარეობაზე ბევრი სერიოზული დაავადების განვითარებაა დამოკიდებული.
ჩვეულებრივ, სამედიცინო დაწესებულებებში კუჭის მჟავიანობის დასადგენად დიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება. არადა ადამიანს თავად, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლია დაადგინოს, ნორმიდან გადახრები აქვს თუ არა.
Vivien გიამბობთ, თუ რას ნიშნავს კუჭის მჟავიანობა და როგორ დავადგინოთ მისი დონე სახლის პირობებში.
რას გულისხმობს კუჭის წვენის მჟავიანობა
კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას, რომელიც ასრულებს რიგ ფუნქციებს:
- ცილების შესიებას და გამოყოფას ხელს უწყობს, ასე კუჭში უფრო ადვილად იშლებიან.
- მჟავე გარემოს ფორმირებას ხელს უწყობს, რაც ფერმენტების გასააქტიურებლად აუცილებელია.
- საჭმლის მოსანელებლად პირობებს ქმნის, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციას სტიმულირებს.
- კუჭის წვენის ანტიბაქტერიულ ფუნქციებს მხარს უჭერს (საჭმლიდან მოხვედრილ პათოგენებს და ვირუსებს ანეიტრალებს).
კუჭის წვენის მჟავიანობის ნორმალური მაჩვენებელია PH 1,5-2,5 (წყალბადის მაჩვენებელი). ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭში ბუნებრივ გარემო – ძლიერ მჟავეა. ნეიტრალური გარემო შეესაბამება PH 7-ს, 7-ზე მეტი კი ტუტე გარემოა.
როგორც მჟავიანობის გაზრდა, ასევე შემცირება გარკვეულ სიმპტომებს იწვევს, რაც ადამიანს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ სიგნალს აძლევს.
გაზრდილი კუჭის მჟავიანობის ნიშნები
- გულძმარვა, ბოყინი;
- ხშირად პირსა და ყელში სიმწარის შეგრძნება;
- ყელში წვა, რომელიც გულმკერდში გადადის;
- მარჯვენა ნეკნქვეშა არეში ყრუ ტკივილი;
- მუცელში ძლიერი ტკივილი, შეტევებით;
ეს ჭარბი მარილმჟავას წარმოქმნით და მისი განეიტრალების ჩავარდნებით არის გამოწვეული. შედეგი შეიძლება იყოს კუჭის წყლულის განვითარება, ზოგჯერ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება.
შემცირებული კუჭის მჟავიანობის ნიშნები
- პირის ღრუში უსიამოვნო (დამპლის) სუნი;
- ნაწლავების მუშაობის დარღვევა: დიარეა და ყაბზობა, პათოგენური მიკროფლორის დაგროვების გამო;
- ნაწლავებში დუღილის პროცესი მეტეორიზმს იწვევს;
- განავალში გადაუმუშავებული საკვების ნარჩენები ხვდება;
- ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების და ვიტამინების არასათანადოდ ათვისება კანზე, თმასა და ფრჩხილებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს;
კუჭში მარილმჟავის ნაკლებობა გასტრიტს და სიმსივნურ პროცესებს იწვევს.
ყველაზე გავრცელებული ტესტები კუჭის მჟავიანობის დასადგენად
1. საკვები სოდით
¼ ჩ/კ სოდა 150 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით. უზმოზე დალიეთ.
ამის შემდეგ ორგანიზმის რეაქციებს დააკვირდით:
- თუ მაშინვე ბოყინი დაიწყეთ – მჟავიანობა მაღალია;
- თუ ბოყინის დაწყებამდე 2-3 წუთი გავიდა – მჟავიანობა ნორმაშია;
- ბოყინის არარსებობის შემთხვევაში – მჟავიანობა დაბალია;
2. ლაკმუსის ქაღალდით
ნერწყვი კუჭის წვენის მდგომარეობის ერთ–ერთი მაჩვენებელია.
ტესტის ზოლები ენაზე იდება და მისი ფერის შეცვლის მიხედვით გარკვეული გადახრების შესახებ დასკვნები კეთდება.
ლურჯი შეფერილობა მჟავიანობის შემცირებაზე საუბრობს, ხოლო წითელი – მის ზრდაზე.
პროცედურა უზმოზე ჩაიტარეთ და 5 დღეში აუცილებლად გაიმეორეთ.
ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და ტესტები ზუსტ პროგნოზს არ იძლევიან, რომლის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. თუმცა ასე შეგიძლიათ გაიგოთ: კუჭის მჟავიანობა ნორმაშია თუ არა. თუ პრობლემები არსებობს, თვითნებაზე არ მიუშვათ და აუცილებლად მკურნალობა დაიწყეთ.