2 სუპერ ნიღაბი ყელისა და დეკოლტეს ზონაზე ნაოჭებს სწრაფად გასაქრობად.

1858

ყელისა და გულმკერდის ნაოჭები ასაკს გვმატებს. თუმცა მათ გასაქრობად ეფექტური მეთოდები არსებობს. Vivien გთავაზობთ 2 სუპერ ნიღაბს, რომელთა გამოყენებით ნაოჭებს მოიშორებთ და 10 წლით გაახალგაზრდავდებით.

ძილის პოზა აკონტროლეთ

საქმე იმაშია, რომ ბევრი პოზა, რომელსაც ძილის დროს ვიღებთ, კანზე ნაოჭების გაჩენას ხელს უწყობს.

ბალიშში თავჩარგული, გვერდზე დაწოლილი და ზემოთ აწეული ხელებით ძილი კანზე ნაკეცებს იწვევს. ეს დროთა განმავლობაში ქრება, მაგრამ კანზე რეგულარულად ასეთი მოქმედებით ნაკეცები უფრო ღრმა და შესამჩნევი ხდება.

სწორი მეთოდი დასაძინებლად: ზურგზე ან ოდნავ გვერდზე, რომ სახის, ყელის და მკერდის კანს არ დააწვეთ.

მზე ლაქების და კანის სიმშრალის, ნაადრევი ნაოჭების გაჩენას იწვევს.

თუ უკვე ნაოჭები შენიშნეთ, ამ უსაფრთხოების ზომებთან ერთად შინაურული საშუალებების გამოყენება დაიწყეთ. მათი დახმარებით კანზე ნაკეცებს შეამცირებთ, მოქნილობას აღადგენთ და ნაოჭებს თავიდან აიცილებთ.

ნიღბები ყელის და დეკოლტეს ზონაზე ნაოჭების პრევენციისთვის

ეს ნიღბები კანის მოქნილობას აღადგენს, მას კვებავს და ატენიანებს, ასევე ბუნებრივ ბზინვარებას აღადგენს. პროცედურები ეფექტურია, თუ ყოველდღე ან კვირაში მინიმუმ 3-ჯერ გამოიყენებთ. შედეგად, ნაოჭები თანდათან გაქრება.

ბანანის ნიღაბი

მწიფე ბანანის და თაფლის ნიღაბი ნაოჭების მოსაშორებლად იდეალურია. მწიფე ბანანი – იდეალური საშუალება კანის სიჯანსაღის აღსადგენად.

ბანანი დააქუცმაცეთ, 1 კოვზი თაფლი და ცოტა ზეითუნის, ნუშის ან ავოკადოს ზეთი დაუმატეთ.

სახესა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით, 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 3–ჯერ გამოიყენეთ.

ლუდის საფუარის ნიღაბი

მთავარი ფაქტორი, რომელიც კანის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს, კოლაგენის წარმოების შემცირებაა. კოლაგენის დეფიციტი ნაოჭებს და კანის გაუწყლოებას იწვევს. ნიღაბი ლუდის საფუარით კოლაგენის წარმოების აღსადგენად ერთ–ერთი მეთოდია. მისი თვისება კანის აღსადგენად განსაკუთრებით სასარგებლოა.

სუფრის კოვზი ლუდის საფუარი იოგურტს ან არაჟანს აურიეთ. 20 წუთით წაისვით და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს