აი როგორ მზადდება იდეალური ბისკვიტი, როგორც იქნა ამ რეცეპტს მივაგენი.

37600
იდეალური ბისკვიტი
იდეალური ბისკვიტი

იმისათვის, რომ ბისკვიტი ფუმფულა და ჰაეროვანი გამოვიდეს, რამდენიმე საიდუმლო უნდა იცოდეთ. ერთი შეხედვით თითქოს მის გამოცხობას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება – ერთმანეთში აურევთ შაქარს, კვერცხს და ფქვილს… თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია. მაშ ასე, იმისათვის რომ ბისკვიტი იდეალური გამოვიდეს, უნდა გვახსოვდეს:

  1. ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტების რაოდენობას. ყველაზე კარგი ბისკვიტი გამოდის ინგრედიენტების შემდეგი პროპორციებით: 6 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 მწიკვი სოდა ან 0,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი.
  2. სანამ კვერცხს ათქვეფთ, იგი 10- 15 წუთით მაცივარში შედეთ.
  3. კვერცხი თქვეიფეთ ღრმა ჯამში და მიქსერის მაღალ სიჩქარეზე.
  4. მას შემდეგ, რაც კვერცხი მასაში 4-5 ჯერ მოიმატებს, მცირე დოზებით შაქრის დამატება დაიწყეთ.
  5. როდესაც ფქვილის დამატებას დაიწყებთ, მიქსერი გამორთეთ და ხის კოვზით ურიეთ.
  6. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  7. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  8. აცხვეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.
  9. ცხობის პორცესში არ გამოაღოთ ღუმელი.
  10. გამომცხვარ ბისკვიტს ფორმაში აცადეთ გაციება და შემდეგ ამოიღეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს