მარტივი ხრიკი, რომ თქვენი თეთრი ფეხსაცმელი კვლავ სუფთა და ბზინვარე იყოს!

327

მაშინ როცა თეთრი ფეხსაცმელები ყოველთვის მოდური და ელეგანტურია, მათი მოვლა ხშირად რთული საქმეა.  სუფთა ფეხსაცმელები დღის განმავლობაში ბევრ ლაქას იღებენ, ხოლო მათი გაწმენდა უმეტეს შემთხვევაში რთული და დროის მფლანგველი პროცესია. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი და ეფექტური ხრიკი, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საყვარელი თეთრი ფეხსაცმელები კვლავ ბზინვარე და სუფთა იყოს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც არა მხოლოდ მარტივად მზადდება, არამედ სწრაფად აუმჯობესებს ფეხსაცმლის მდგომარეობას.

მარტივი ხრიკი თეთრი ფეხსაცმლის მოვლისთვის

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 2 წუთი ძალიან ეფექტური საშუალების მოსამზადებლად, რომელიც თეთრი ფეხსაცმლის გასაპრიალებლად გამოიყენება.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა თეთრი ძმარი;
  • 1/4 ჭიქა ნატრიუმის ბიკარბონატი (საცხობი სოდა);
  • ჯაგრისი;

პროცედურა:

შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით თეთრი ძმარი და ნატრიუმის ბიკარბონატი. მიღებული ქაფისებრი მასა დაიტანეთ ფეხსაცმეზე და გახეხეთ იგი ჯაგრისის დახმარებით. დატოვეთ თქვენი ფეხსაცმელი ამ მდგომარეობაში 30 წუთით და შემდეგ გაავლეთ ცივი წყლით.

ეს საშუალება ხანგრძლივი დროით უნარჩუნებს თეთრ ფეხსაცმელს სისუფთავესა და პირვანდელ ბზინვარებას. გამოცადეთ თავად და მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!