ყოველდღიური ჩვევა, რომელიც შეიძლება მკერდის ზომაზე აისახოს – შვედი მკვლევრების აღმოჩენა

211

შვედი მეცნიერების უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულად ყავის მირთმევით მკერდი ზომა საგრძნობლად მცირდება. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 300-ზე მეტმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა.

ამ ქალბატონებს ყოველდღიურად 3 ფინჯანი ყავის მირთმევა ევალებოდათ. ხანმოკლე დროში მათი მკერდის ზომა 17%_ით შემცირდა, ხოლო იმ ქალბატონების მკერდის ზომა, რომლებიც ამ სასმელის მიმართ გულგრილები არიან, უცვლელი დარჩა.

რატომ მცირდება მკერდის ზომა?

ამ უსიამოვნო მოვლენის გამომწვევ მიზეზს ყავაში შემავალი ნივთიერებები წარმოადგენს, რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალის ჰორმონებზე. უამრავი ქალბატონისთვის საყვარელი ეს სასმელი ანელებს მეტაბოლიზმს, რის გამოც ორგანიზმში გამომუშავდება ნაკლები რაოდენობით ესტროგენი.

ყავის მოყვარულებო, ბოლომდე ნუ გადაიწურავთ იმედებს, რადგან ყავის სიყვარულს ერთი დიდი პლიუსი აქვს: რაც უფრო პატარაა მკერდი, მით ნაკლებია მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი.

უამრავი მეცნიერი საკუთარი კვლევის ობიექტად სწორედ ყავას ირჩევს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ესპანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის ნებისმიერ აპარატში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიები ბინადრობს.

რაც შეეხებათ ამერიკელ მეცნიერებს, მათი მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც ყავის სიყვარულით გამოირჩევიან, ნაკლებად არიან მიდრეკილები სუიციდისკენ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. შეიძლება თუ არა, რომ ყავამ რეალურად შეამციროს მკერდის ზომა?
    დიახ, შვედმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ყოველდღიური 3 ფინჯანი ყავის სმამ შესაძლოა ქალის მკერდის ზომის შემცირება გამოიწვიოს, საშუალოდ 17%-ით.
  2. რის გამო იწვევს ყავა ამ ეფექტს?
    ყავაში შემავალი ნივთიერებები ამცირებს ესტროგენის დონეს, რაც პირდაპირ აისახება მკერდის ქსოვილზე.
  3. არის თუ არა ეს საშიში ჯანმრთელობისთვის?
    არა. პირიქით — ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს პროცესი შესაძლოა ძუძუს კიბოს რისკსაც ამცირებდეს.
  4. ყველა ქალზე მოქმედებს ყავა ასე?
    არა, ეფექტი დაფიქსირდა მხოლოდ იმ ქალებში, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ ყავას.
  5. შეიძლება თუ არა ყავაზე უარის თქმით მკერდის ზომა დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას?
    შესაძლოა, თუმცა ამას ინდივიდუალური ჰორმონალური მდგომარეობა განსაზღვრავს.

რედაქციისგან: შვედი მეცნიერების კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერად შეიძლება იმოქმედოს ყოველდღიურმა ჩვევებმა ორგანიზმზე. კვლევის მიხედვით, ყავის რეგულარული მოხმარება არამარტო ზრდის ფიზიოლოგიურ ცვლილებების შანსს, არამედ შეიძლება სარგებელიც მოიტანოს ჯანმრთელობის კუთხით. კონკრეტულად კი, მკერდის ზომის შემცირება შეიძლება კიბოს რისკის შემცირებას უკავშირდებოდეს.

კვლევების მიხედვით (Löf M. et al., 2014, Karolinska Institutet; Wu A.H. et al., 2009, National Cancer Institute), ესტროგენზე გავლენას ყავა ნამდვილად ახდენს და გარკვეულ შემთხვევებში ჰორმონების დაბალ დონეს სასარგებლო ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინფორმაცია ფართო საზოგადოებამაც იცოდეს, რათა შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.