
გიფიქრიათ, თუ რა გავლენას ახდენს pH ბალანსი თქვენს ჯანმრთელობაზე? სამედიცინო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მჟავა გარემო (აციდოზი) უმეტეს შემთხვევაში კიბოს, ოსტეოპოროზის, დიაბეტის და გულის დაავადებების საფუძველია. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ტუტე გარემო ხელს უშლის ამ დაავადებების განვითარებას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ლიმონისა და ჰიმალაის მარილის მარტივ რეცეპტს pH ბალანსის გაუმჯობესება და ორგანიზმის დეტოქსიკაცია.
სამედიცინო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ 95% შემთხვევაში სიმსივნის ყველა სახეობის უკან მჟავა გარემო დგას. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ კიბოს არ შეუძლია ტუტე გარემოში გადარაჩენა – გარემო, სადაც pH_ის მაჩვენებელი 7,36_ზე მაღალია. კიდევ უფრო სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ აციდოზი (მჟავიანობა) დაკავშირებულია არა მხოლოდ სიმსივნის, არამედ სხვა უამრავი საშინელი დაავადების განვითარებასთან. აციდოზი პირდაპირკავშირშია ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა: ოსტეოპოროზი, დიაბეტი, გულის დაავადებები და თითქმის ყველა ქრონიკული დაავადება, რომლისგანაც თანამედროვე ადამიანები ვიტანჯებით.
ამ სტატიაში ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა დაამზადოთ დეტოქსიკაციური ტუტე სასმელი ლიმონისა და ჰიმალაის ვარდისფერი მარილისგან. იცოდით, რომ ლიმონი ფლობს pH_ის მარეგულირებელ ძლიერ თვისებებს? მიუხედავად იმისა, რომ ამ ციტრუსს მჟავა გემო აქვს, ლიმონი ძლიერი ტუტე ”იარაღია”, რომელიც რეგულირებს pH_ის მაჩვენებელს ჩვენს ორგანიზმში. გარდა ამისა, ეს უნიკალური პროდუქტი მოქმედებს, როგორც ძლიერი მადეზინფიცირებელი და ანტიბაქტერიული საშუალება. მისთვის დამახასიათებელია 22_ზე მეტი სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება, რომელიც გარდა სიმსივნის დამარცხებისა, დაგეხმარებათ უამრავი პრობლემის გადაჭრაში: დაწყებული პირის ღრუში უსიამოვნო სუნიდან, დამთავრებული ქოლერათი.
ამ საშუალების მომზადება ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი. მიჰყევით ამ ინსტრუქციას: ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი წყლით სავსე ჭიქაში და ჩაამატეთ მასში ერთი მწიკვი ჰიმალაის ვარდისფერი მარილი. მოურიეთ კარგად და მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილით მშიერ კუჭზე.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
მართალია, რომ კიბოს უჯრედებს არ შეუძლიათ ტუტე გარემოში გადარჩენა?
ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ pH-ის დაბალანსება სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა სიმსივნის პრევენციისთვის ეს საკმარისი არ არის.
როგორ მოქმედებს ლიმონი pH-ის ბალანსზე, თუ ის თავად მჟავეა?
ლიმონი ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესში ტუტე თვისებებს იძენს და ხელს უწყობს pH-ის დაბალანსებას.
რამდენად უსაფრთხოა ჰიმალაის მარილის ყოველდღიურად მიღება?
ზომიერი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა, რადგან ის შეიცავს მინერალებს, რომლებიც ბალანსირებულ საკვებ რაციონში გვჭირდება.
რჩევა რედაქციისგან:თანამედროვე სამედიცინო კვლევები მიუთითებენ, რომ მჟავა-ტუტე ბალანსს ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. 2020 წელს Journal of Environmental and Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ pH-ის დაბალანსება ხელს უწყობს სხეულის ანთებითი პროცესების შემცირებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.
ამავდროულად, 2022 წელს Frontiers in Nutrition-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჰიმალაის მარილი შეიცავს 80-ზე მეტ მინერალს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას და დეტოქსიკაციას.
ამ მარტივი, მაგრამ ეფექტური სასმლის რეგულარული მიღება დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში, იმუნური სისტემის გაძლიერებაში და pH-ის ბალანსის დაცვაში. სცადეთ ეს მეთოდი და გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!