„ქალზე რომ იბრძანებლო, უნდა შეგეძლოს“ – ვიქტორ ჰიუგოს ბრძნული სიტყვები

648

ვიქტორ ჰიუგო მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერალია, რომელმაც თავისი ძლიერი ნაწარმოებებით მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა. თავისი პირველი წიგნი 16 წლის ასაკში დაწერა.

ჰიუგოს ნამუშევრები არის არა მხოლოდ საინტერესო მონათხრობი სიყვარულზე, სამართლიანობაზე და ადამიანურ ბუნებაზე, არამედ ღრმა სიბრძნის და გამჭრიახობის წყარო. ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ 29 წლის ასაკში დაწერა.

ვიქტორ ჰიუგო აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ მოძრაობებში, ემხრობოდა სოციალურ სამართლიანობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, რის გამოც თითქმის 20 წლით საფრანგეთიდან გააძევეს.

მწერალს ქორწინებაში ხუთი შვილი ჰყავდა. ოთხი შვილი მის სიცოცხლეშივე დაიღუპა.

გიზიარებთ რამდენიმე ბრძნულ გაკვეთილს ვიქტორ ჰიუგოსგან, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, საზოგადოებაზე და საკუთარ თავზე.

1. ყველა ადამიანს აქვს სამი ხასიათი: ის, რომელსაც მიაწერენ, ის, რომელსაც თვითონ მიიწერს საკუთარ თავს და, ბოლოს, ის, რაც რეალურად არის.

2. ჩვენს ქცევებს შეუძლია ცამდე აგვამაღლოს და ღრმა უფსკრულში ჩაგვაგდოს. ჩვენ ჩვენი საქმის შვილები ვართ.

ეს ციტატა ჩვენი ქმედებების ჩვენს ცხოვრებაზე ღრმა გავლენას ხაზს უსვამს. ჩვენი არჩევანი და ქცევა ძლიერ ძალას ფლობს, რომელსაც შეუძლია ბედნიერება და თვითრეალიზაცია მოგვიტანოს ან სასოწარკვეთილებაში და ტანჯვაში ჩაგვაგდოს. მთელი თქვენი ცხოვრება თქვენი საკუთარი ქმედებების შედეგია.

3. სიღარიბე საშინელი გამოცდაა, რომლისგანაც სუსტი უპატიოსნო გამოდის, ძლიერი – დიდებული.

4. ცხოვრების უდიდესი ბედნიერებაა რწმენა, რომ უყვარხართ. უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ, უფრო სწორად, იმის მიუხედავად, როგორი ხართ.

ნამდვილი ბედნიერება მოდის იმის გაცნობიერებით, რომ გულწრფელად უყვარხართ და გიღებენ ისეთს, როგორიც ხართ, და არა იმიტომ, რომ ბევრს ვშოულობთ ან გვაქვს დიდი კავშირები, არამედ ჩვენი ხასიათი, გატაცება, უცნაურობები. უბრალოდ იმიტომ, რომ თავს არ აჩვენებთ. უპირობო სიყვარულს მოაქვს ღრმა სიხარული, როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.

5. ხალხის სიდიადე არ იზომება მისი რიცხვებით, როგორც ადამიანის სიდიადე არ იზომება მისი სიმაღლით. ერთადერთი საზომია მისი გონებრივი განვითარება და მორალური დონე.

6. ადამიანი რომ შეცვალო, მისი ბებიიდან უნდა დაიწყო.

7. ბედი არასოდეს აღებს ერთ კარს ისე, რომ მეორე კარი არ მოაჯახუნოს.

ხშირად ცხოვრებაში შესაძლებლობები და წარუმატებლობები ხელიხელ ჩაკიდებული მიდის. როცა ცხოვრებაში ერთი კარი იღება, შეიძლება დაიხუროს მეორე, და პირიქით. ეს გვახსენებს, რომ ცვლილებები და სირთულეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

8. მამაკაცი ქალის გარეშე თოფს ჰგავს ჩახმახის გარეშე. მხოლოდ ქალს შეუძლია მისი ამოქმედება.

9. ადამიანებს ძალის ნაკლებობა არ აქვთ, მათ ნებისყოფა არ ჰყოფნით.

ადამიანის პოტენციალი ფიზიკური ძალით არ შემოიფარგლება, არამედ მონდომებით და ნებისყოფით, სირთულეების გადალახვის სურვილით.

10. ის, ვინც სკოლას ხსნის, ციხეს ხურავს.

11. ღმერთმა შექმნა კატა, რომ ადამიანს ჰქონდეს ვეფხვი, რომელსაც მოეფერება.

12. როგორიც არის ადამიანის ფილოსოფია, ისეთია მისი ცხოვრება. როგორც გაასწორებ, ისე დაიძინებ.

ჩვენი შეხედულებები და ფილოსოფია აყალიბებს იმას, როგორ აღვიქვამთ ცხოვრებას. თუ თვლით, რომ ცხოვრება უსამართლოა, თქვენ მიმართ უსამართლო იქნება. თუ ფიქრობთ, რომ სამყაროში მხოლოდ ტყუილი და თაღლითობაა, მუდმივად თაღლითებს და მატყუარებს შეხვდებით. თუ გჯერათ, რომ ირგვლივ ბევრი კარგი და კეთილი ადამიანია, თქვენ გვერდით იქნებიან.

13. უბედურია ის, ვისაც არაფრის სჯერა.

14. გონება მდიდრდება იმით, რასაც იღებს. გული – იმით, რასაც გასცემს.

გონება მიღებული ცოდნის და გამოცდილების წყალობით მდიდრდება და ვითარდება, ხოლო გული სიამოვნებას პოულობს, როცა სხვების მიმართ სიყვარულს და თანაგრძნობას გამოხატავს.

15. მოსიყვარულე მამაკაცის სინდისი მისი საყვარელი ქალის მფარველი ანგელოზია.

16. მტრისგან დანის ჩარტყმის მიმართ გულგრილი ვარ, მაგრამ მეგობრისგან ქინძისთავის ჩხვლეტაც მტკივნეულია.

სანდო მეგობრის ან საყვარელი ადამიანის ღალატი უფრო მტკივნეულია, ვიდრე მტრისგან ან უცხო ადამიანისგან ზიანის მიღება.

17. დაუშვებელია, რომ კუჭის მოთხოვნებები ერთადერთი კანონი გახდეს.

18. ქალზე რომ იბრძანებლო, უნდა შეგეძლოს მას დაემორჩილო.

19. ყველაზე ბნელი ღამეც დასრულდება და ამოვა მზე.

ციტატა ჰიუგოს შედევრიდან „საბრალოდან“ იმედის და გამძლეობის გზავნილია. გვახსენებს, რომ როგორ საშინელ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის არსებობს იმედი, რომ მალე ყველაფერი ცუდი დასრულდება და ნათელი მომავალი დადგება.

20. კაცებში ჭეშმარიტი სიყვარულის პირველი ნიშანია გაუბედაობა, ხოლო ქალებში – სითამამე.

ვიქტორ ჰიუგომ დატოვა დაახლოებით 50 ტომი რომანი და დრამა, 25–ზე მეტი ლექსები და დაახლოებით ასობით ტომი სამეცნიერო და პუბლიცისტური (ფილოსოფიური) ნაწარმოებები.