9 რამ, რასაც ქალები კაცებზე უკეთ აკეთებენ. ეს არ არის „ფულის ფლანგვა“

457

სავარაუდოდ, სტატიის სათაურის წაკითხვისას თქვენი პირველი ასოციაცია იყო ფულის ხარჯვა შოპინგზე, მაგრამ დღეს საყიდლებზე არ ვისაუბრებთ.

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ როგორც კაცებს, ასევე ქალებს უნიკალური თვისებები და უნარები აქვთ, რომელთაც რომელიმე კონკრეტულ სქესს ვერ მივაკუთვნებთ. და მაინც, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ქალები რამდენიმე საკითხში კაცებს ჯობნიან.

აი, 9 რამ, რაშიც ქალები კაცებს ამარცხებენ.

1. მრავალამოცანიანობა

ქალის ყველაზე ცნობილი ნიჭი – რამდენიმე საქმის შეთავსება. ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ქალი, რომელიც საოჯახო საქმეს ასრულებს, ბავშვზე ზრუნავს, ვახშამს ამზადებს, თეთრეულს აუთოებს და ცალი თვალით საყვარელ სერიალს უყურებს.

კვლევები აჩვენებს, რომ მრავალამოცანიანობის უნარი ყოველ მეორე ქალს აქვს, ხოლო კაცებში იშვიათად გვხვდება. ასეთი უნარით ათიდან მხოლოდ ორ კაცს შეუძლია დაიკვეხნოს. ქალები თანამედროვე ხმაურიან სამუშაო გარემოში თავს უკეთ გრძნობენ, რადგან მრავალი დავალების ერთდროულად შესრულება უწევთ.

2. მანქანის მართვა

არსებობს ცრუ მოსაზრება, რომ მამაკაცი საუკეთესო მძღოლია, თუმცა მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ასე არაა. კერძოდ, ქალები 12–ჯერ უკეთ ატარებენ მანქანას, ვიდრე კაცები, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება. დიახ, კაცები მანქანას უკეთესად აჩერებენ, ეს უნარი უკავშირდება სივრცეში უკეთ ორიენტაციას და სივრცის შეგრძნებას, რომელშიც იმყოფება. აი, ქალები რისკზე იშვიათად მიდიან და სიჩქარეს იშვიათად აჭარბებენ.

3. ურთიერთობა

კარგი ურთიერთობის ხელოვნება შეგიძლიათ ისწავლოთ, მაგრამ ქალებში ეს თანდაყოლილი, ბუნებრივი ნიჭია. თეორია იმაში მდგომარეობს, რომ გაგება, თანაგრძნობა, ემპათია წარმატებული ურთიერთობის გასაღებია და სწორედ ამიტომ აქ კაცები ქალებთან წაგებულნი არიან.

4. უცხო ენების შესწავლა

როგორც აღვნიშნეთ, ქალებს თანდაყოლილი კომუნიკაციის უნარი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ უკეთესი მსმენელები და ორატორები არიან. ენის შესასწავლად უნდა იცოდეთ მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა. ენის შესასწავლი უკეთესი უნარების გარდა ტვინის ანალიტიკური სტრუქტურაც ეხმარებათ. კაცები მაშინვე დაზეპირებას ცდილობენ, ამიტომ უცხო ენების ათვისება უჭირთ.

5. სტრესთან გამკლავების უნარი

სტრესთან ბრძოლა ძალიან ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ კაცებსა და ქალებს შორის განსხვავებები არსებობს. კაცის ტვინი მუშაობს პრინციპით „დაარტყი ან გაიქეცი“, ხოლო ქალის ტვინი უფრო მიდრეკილია ანალიზისა და კომპრომისისკენ. ქალი, დიდი ალბათობით, ღრმად ჩაისუნთქებს, პრობლემას გააცნობიერებს და მასზე იმუშავებს, ხოლო კაცი ნეგატიურ ემოციებს ხალიჩის ქვეშ დამალავს. ზუსტად ასე ქალი უფრო გამოხატავს ემოციებს, ანუ იტირებს და იყვირებს, მაშინ როცა, კაცს ადრეული ასაკიდან ასწავლიან, რომ პრობლემებს თამამად და მამაცურად უნდა გაუმკლავდეს.

 6. ტკივილის ატანა

ვიცით, რომ ქალებს უფრო მაღალი ტკივილის ბარიერი აქვთ, ვიდრე კაცებს. ქალის სხეული ისეა მოწყობილი, რომ გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც ტკივილს ბლოკავს, ამიტომ ქალში ტკივილის აღქმა კაცისგან განსხვავდება. როგორც წესი, კაცი უკვე 37,7 ტემპერატურაზე ზღვარზეა, ხოლო ქალი 39,9 სიცხით შვილებისთვის წვნიანს ამზადებს.

7. ფერების აღქმა

ქალები, როგორც კაცები, ფერების ელფერებს განსხვავებულად აღიქვამენ. განსაკუთრებით წითელ ფერს, რომელიც X ქრომოსომის წყალობით შესაძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ქალში ორი X ქრომოსომია, ხოლო კაცში მხოლოდ ერთი, ისინი წითელის სხვადასხვა ელფერს უკეთ აღიქვამენ.

8. გაუმჯობესებული მეხსიერება

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბევრი ქალი უკეთ და სწრაფად იმახსოვრებს თარიღებს, რიცხვებს, სახელებს, დეტალებს და ჭორებს. იმის მიუხედავად, რომ ასაკთან ერთად ბევრი კოგნიტური ფუნქცია მცირდება, კვლევები ადასტურებს, რომ ხანდაზმულ ქალებს ეს ინფორმაცია უკეთ ახსოვთ, ვიდრე ახალგაზრდა კაცებს.

9. ინტუიცია

ქალებს ხშირად აქვთ ინტუიციის გაძლიერებული გრძნობა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ღირებული შეიძლება იყოს. ინსტინქტების ნდობამ შეიძლება გამოიწვიოს ინოვაციური იდეები და გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ქალები გაცილებით სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, ვიდრე კაცები. სწორედ ამიტომ, დედამ იცის, ვისთან ღირს მეგობრობა, ვისთან – არა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს