16 დროის მტაცებელი, რომლებზეც ყოველდღე ძვირფას წუთებს ხარჯავთ

374

გრძნობთ, რომ დრო თითებს შორის გეპარებათ? გრძნობთ, რომ დრო სწრაფად გადის? დღე დაწყებული არაა, რომ დასრულდა?

დრო შეზღუდული და ძვირფასი რესურსია და მაინც ბევრს უკვირს, რამდენად სწრაფად გადის დრო ყოველდღე. თითქოს კვირა ახლა დაიწყო, რომ უკვე კვირაა. იქნებ, ეს შეგრძნება აქვს მათ, ვინც არ იცის დროის მართვა? თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ცხოვრება ხელიდან გისხლტებათ, დროა გაიცნოთ დროის მტაცებლები, რომლებიც ყოველდღე ძვირფას წუთებს გპარავენ.

აი, 16 გავრცელებული დამნაშავე. სხვათა შორის, რომ დარწმუნდეთ, რომ რეალურად „გპარავენ“ დროს, ექსპერიმენტი ჩაატარეთ და რამდენიმე კვირა ბლოკნოტში ჩაწერეთ, რას აკეთებთ დღის განმავლობაში, არაფერი გამოტოვოთ, შემდეგ ნახავთ, რაზე ხარჯავთ ყველაზე მეტ დროს. მოკლედ, რამდენიმე დროის ქურდი.

1. ტელევიზორს ჩვევის გამო უყურებთ

არაფერია განსაკუთრებული იმაში, რასაც უყურებთ, მაგრამ ტელევიზორი სულ ჩართული გაქვთ. დროდადრო ყურადღება გეფანტებათ და იწყებთ იმის ყურებას, რაც ტელევიზორში გადის. ასე კარგავთ ძვირფას დროს, რომელიც უკეთ გამოყენება შეგეძლოთ.

2. სოციალურ ქსელებს უაზროდ სქროლავთ

ერთი საქმეა რაღაც ახლის ნახვა და სასარგებლო ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება და სულ სხვა, ეკრანის წინ ჯდომა და ასობით გამოქვეყნებული პოსტის უაზროდ სქროლვა. სოციალური ქსელები და ინტერნეტი ბევრ დროს გვართმევს. შეგიმჩნევიათ, რომ უბრალოდ რამდენიმე პოსტის სანახავად დაჯექით და მიხვდით, რომ მთელი საათი ან მეტი ასე გაატარეთ?

3. წინასწარ არაფერს გეგმავთ

დაგეგმვა ცხოვრების ორგანიზების და თავისუფალი დროის მოპოვების შესანიშნავი მეთოდია. ადამიანები, რომელთაც დაგეგმვა არ უყვართ, დეზორგანიზებულები არიან და წრეზე დადიან: ბევრ დროს ხარჯავენ, ცოტას აკეთებენ.

4. საქმეს აჭიანურებთ

თუ გაქვთ შესაძლებლობა და დრო მაშინვე გააკეთოთ რაღაც, არ გადადოთ, გააკეთეთ. ასე ერთით ნაკლები საზრუნავი გექნებათ, დამატებით ცოტა დროს გაათავისუფლებთ. მნიშვნელოვანი საქმეების სია შეადგინეთ.

5. არასწორ ხალხზე დროს კარგავთ

ალბათ, ყველას ჰყავს ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც უბრალოდ უყვარს ლაპარაკი, ქვეყნის და მსოფლიოს პოლიტიკური ვითარების განხილვა, მეზობლებზე ახალი ამბების მოყოლა, ახალი სერიალის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ა.შ. როცა ასეთ ხალხთან ურთიერთობთ და დროს ატარებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ღირს ლაპარაკი თქვენს დახარჯულ დროდ, იქნებ სჯობს ეს დრო ახლობლებზე, შვილებზე, პარკში სეირნობაზე დახარჯოთ?

6. ხშირად გეფანტებათ ყურადღება

თუ დაგეგმილი საქმის სწრაფად შესრულება გსურთ, ყურადღების გაფანტვის საშუალება არაფერს მისცეთ. ერთ ამოცანაზე კონცენტრირდით, შეასრულეთ და შემდეგ გადადით სხვა საკითხზე.

7. დროს ცუდად მართავთ

რეალისტი იყავით და ცოტა დროში ბევრი საქმის ჩაკვეხება არ სცადოთ. გაჩერდით და დაფიქრდით, რამდენი დრო გჭირდებათ, რომ ესა თუ ის ამოცანა შეასრულოთ. თუ გადატვირთული ხართ, დროის შეგრძნებას ადვილად დაკარგავთ.

8. მუდმივად სოციალურ ქსელში შედიხართ ან ელექტრონულ ფოსტას ამოწმებთ

ეს გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როცა საკმარისი დრო გაქვთ, რომ შეტყობინებებს და წერილებს უპასუხოთ.

9. ერთდროულად ბევრი დავალების შესრულებას ცდილობთ

ერთდროულად რამდენიმე საქმეს იწყებთ. ისე შეიძლება მოხდეს, რომ ვერც ერთი საქმე ვერ დაასრულოთ. ამ შემთხვევაში მოგიწევთ ნულიდან დაიწყოთ ან გამოასწოროთ ის, რაც გააკეთეთ. საბოლოოდ, უფრო მეტ დროს დახარჯავთ, ვიდრე თავიდანვე რაღაც ერთი რომ გაგეკეთებინათ.

10. თემიდან თემაზე ხტებით

გაცილებით მეტ დროს დაზოგავთ, თუ საქმეებს სიის მიხედვით შეასრულებთ და ერთიდან მეორეზე არ გადახტებით. მაგალითად, თუ ბევრი სატელეფონო ზარი გაქვთ, დაჯექით და ყველა ერთდროულად გააკეთეთ.

11. საყიდლების სია არ გაქვთ

საყიდლების სიით თავიდან აიცილებთ მაღაზიაში ხეტიალს და კითხვებს, რა დაგრჩათ საყიდელი, მაგრამ არ გახსოვთ. იმპულსური შეძენისგან დაზღვეული იქნებით. საყიდლების სიით უსარგებლო ნივთებს არ შეიძენთ და სიას დაიცავთ.

12. მთელი კვირისთვის პროდუქტების ყიდვას არ გეგმავთ

მთელი კვირის მარაგის ყიდვა დროის დაზოგვის შესანიშნავი მეთოდია. პირველ რიგში, ყოველდღე მაღაზიაში სიარული არ დაგჭირდებათ. მეორეც, მთელი კვირის მენიუს მაშინვე შეადგენთ, რაც მომზადებას ამარტივებს და სამზარეულოში გასატარებელ დროს ამცირებს.

13. ნივთებს თავის ადგილზე არ ინახავთ

ასე მათ ძებნას აგრძელებთ და კარგავთ დროს, რომლის გამოყენებაც გაცილებით უკეთ შეგეძლოთ. ჩვევად გქონდეთ გარკვეული ნივთების ერთსა და იმავე ადგილას შენახვა. ასე შეამცირებთ ალბათობას, რომ, მაგალითად, დილით მთელ სახლში ირბინოთ მანქანის გასაღების ან დოკუმენტების ძებნაში, რომელიც რომელიღაც უჯრაში შეიძლება იყოს.

14. პრიორიტეტებს არასწორად ადგენთ

როცა არ გაქვს მიზანი, გეგმა, საქმეების სია და ა.შ. არასწორ საქმეებს პრიორიტეტებს ადვილად ანიჭებთ. არასწორ საქმეზე დროის ხარჯავთ კარგავთ შესაძლებლობას, რომ ეს წუთები და საათები გაცილებით მნიშვნელოვან და საჩქარო საქმეზე დახარჯოთ.

15. ორგანიზებული არ ხართ

ბევრ დროს და ძალას ხარჯავთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ეს იმიტომ, რომ ორგანიზებული არ ხართ. შესაძლოა არც იცით, რა გსურთ. ერთი წუთით გაჩერდით, განსაზღვრეთ, რა გსურთ, მოწესრიგდით და შემდეგ იმოქმედეთ.

16. ვალდებულებებით გადატვირთული ხართ

ეს კარგი არაა, თუ გსურთ დაისვენოთ, ისწავლოთ ან საყვარელი საქმე აკეთოთ. ზედმეტი ჩართულობა დეორგანიზაციას იწვევს. შეიძლება იჩქაროთ და ნაკლები გააკეთოთ, რადგან ერთდროულად ერთზე მეტი საქმის გაკეთება გსურთ, მაგრამ საბოლოდ ვერც ერთს ხარისხიანად ვერ შეასრულებთ. რეალისტი იყავით, სხვისი ვალდებულებები საკუთარ თავზე არ აიღოთ, საოჯახო საქმეები ოჯახის სხვა წევრებზე გაანაწილეთ, ყველაფრის ზიდვა შეწყვიტეთ.