ადრე თუ გვიან, ყველა ბინის მფლობელი ფიქრობს, როგორ შეარჩიოს კარგი უნიტაზი. ჩვენს ცხოვრებაში სააბაზანო ოთახის რემონტი მოულოდნელად და ურცხვად შემოდის მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდებით. როგორც წესი, მისი გარემონტება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა ოთახის შეკეთება, და მფლობელს დიდ დისკომფორტს ანიჭებს.
როგორ შევარჩიოთ კარგი უნიტაზი – უნიტაზი არა მხოლოდ თვალს უნდა ახარებდეს, არამედ მაქსიმალურად ფუნქციური და მოსახერხებელი იყოს. ისეთი „თეთრი მეგობარი“ უნდა შეარჩიოთ, რომელსაც ადვილად გაწმენდთ და კომფორტულად მოიხმართ. სიტყვაზე, გარედან ბევრი ამობურცული და რელიეფური დეტალის ქონა დალაგებას ართულებს. ასეთ უნიტაზზე ბევრი მტვერი გროვდება. ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი არაა. Vivien გასწავლით, რა უნდა გაითვალისწინოთ უნიტაზის არჩევისას.
ფორმა და განლაგება
- დასაკიდი უნიტაზი დამალული ავზით ბევრ ადამიანს იზიდავს, ვისაც ინტერიერში მინიმალიზმი და სიმარტივე მოსწონს. მთავარი ნაკლოვანება: ძვირი მონტაჟი. კედელში კონსტრუქციის დასამალად სპეციალური ნიშა უნდა მოაწყოთ, რაც ხარჯიანია. არ დაგავიწყდეთ, რომ ავზთან წვდომა აღარ გექნებათ და დაზიანების შემთხვევაში კედლის ნაწილობრივ დაშლა მოგიწევთ. უპირატესობიდან სილამაზე და სიმარტივე შეგვიძლია აღვნიშნოთ. ადვილად იწმინდება და შერეულ სააბაზანო ოთახში კარგად გამოიყურება. მსგავსი კონსტრუქციის მონტაჟი რთულია, მაგრამ ბევრი ფულის მქონე მინიმალიზმის მოყვარულებს გამოადგებათ. ასეთი მოდელის დაყენებას ძველ სახლში არ გირჩევთ, რადგან აქ დაზიანების შემთხვევები ხშირია.
- წყლის ავზთან გაერთიანებული უნიტაზი უფრო მეტ ადგილს იკავებს, მაგრამ სპეციალური მონტაჟი არ სჭირდება. ბევრი საინტერესო ვარიანტი არსებობს, რომლებიც დასაკიდ უნიტაზზე ცუდად არ გამოიყურება. რა თქმა უნდა, ამ ვარიანტის სერიოზული უპირატესობა გონივრული ფასია.
დიზაინი და რელიეფი
- უნიტაზი, რომელზეც მილის ყველა მოხვევა ჩანს, როგორც წესი, ყველაზე დაბალ საფასო კატეგორიაში გვხვდება. მასთან მიწვდომა რთულია, ამიტომ დალაგება გაგიჭირდებათ. ბევრ ადამიანს ასეთი ვარიანტი უფრო საიმედოდ მიაჩნია, რადგან დაზიანების შემთხვევაში შეკეთება მარტივია.
- უნიტაზი გლუვი გვერდებით, რომლებიც კედელს მჭიდროდ ეკვრის, უბრალოდ შესანიშნავია. მთლიანი კონსტრუქცია ინტერიერს სილამაზეს მატებს, დასალაგებლად მარტივია. სველი ჩვრით გადაწმენდა საკმარისია. ერთი წუთის საქმეა.
ზემოთ ჩამოთვლილია ყველა მთავარი მომენტი, რომლებიც უნიტაზის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დეტალი უნდა გაიხსენოთ. მაგალითად, სად მდებარეობს წყალასარინი. უნიტაზის მოდელი მისი მდებარეობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ვერტიკალურად ამობურცული ვარიანტი შესაფერისია საკანალიზაციო სისტემისთვის, რომელიც იატაკიდან მოდის. ოთახში, სადაც წყალი კედელში გადის, ჰორიზონტალური წყალასარინის მქონე უნიტაზი არსებობს.
თქვენი სააბაზანოს ოთახი გაზომეთ. ოჯახის წევრების ფიზიოლოგიური თავისებურებები გაითვალისწინეთ. მაგალითად, ფეხის სიგრძე და სიმაღლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანის განწყობა „თეთრ მეგობართან“ დილის ვიზიტზეა დამოკიდებული.