დედა მირჩევს, ძუნწ კაცს ცოლად არ გავყვე და დავშორდე

293

ოჯახის ბიუჯეტი ბევრი წყვილისთვის დაბრკოლება ხდება. ზოგი თვლის, რომ გაყოფილი ბიუჯეტი დამოუკიდებლობას მისცემს. სხვებს ოჯახი საერთო დანაზოგის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მეგის საქმრო საერთოდ თვლის, რომ ქმრის და ცოლის შემოსავალი ერთნაირი უნდა იყოს. საცოლეს პირობა დაუყენა: ან თანაბრად გამოიმუშავებენ ან ქორწილი არ იქნება.

„საყვარელი მამაკაცისგან ხელისა და გულის თხოვნას დიდხანს ველოდი. როცა დაოჯახება შემომთავაზა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მაგრამ საქმრომ პირობა დამიყენა: საოჯახო შემოსავალი ერთნაირი უნდა იყოს. ანუ იმდენი უნდა გამოვიმუშავო, რამდენსაც თავად შოულობს. „დეკრეტულ შვებულებასაც არ აიღებ. უმჯობესია, ძიძისთვის ფული გამოვიმუშავოთ“ – დაამატა აკაკიმ.

რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის პირობებმა საგონებელში ჩამაგდო, ამიტომ პასუხის გაცემას არ ვჩქარობ. გამახსენდა, რა იყო ყოფილ შეყვარებულთან დაშორების მიზეზი. ის ძალიან ძუნწი იყო და თითოეულ თეთრს ითვლიდა. ჩვენი საუბარი ფულზე ლაპარაკით მთავრდებოდა. აკაკისთან იმავე შეცდომის გამეორება არ მსურდა. თავიდან უბრალოდ იდეალური ურთიერთობა გვქონდა, სანამ საოჯახო ბიუჯეტზე პირობა არ წამოაყენა. ეს ყველაფერი ყოფილთან კონფლიქტს ძალიან მახსენებდა.

აკაკისთან ოჯახის ბიუჯეტზე სერიოზული საუბარი მქონდა. თავისი მოთხოვნის არგუმენტად ამბობს, რომ ცივილური ადამიანივით ცხოვრება სურს. თითქოს, ევროპაში უკვე ნორმაა, როცა კაცი და ქალი თანაბარ პირობებში მუშაობს და ერთნაირი შემოსავალი აქვთ. ნუთუ ასე იქმნება ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა? ჩვენ ხომ ბიზნეს პარტნიორები არ ვართ, არამედ ოჯახი! როცა ბავშვი გაჩნდება, მისი აღზრდის ნაცვლად უნდა ვიმუშავო. პარადოქსია: ბავშვს წაართვა დედა, რომ ძიძის ფული გამოიმუშავო. გულწრფელად, ასეთი მიდგომა არ მესმის.

მეორე მხრივ, ყველა ჩემი მეგობარი დაოჯახებულია. მათ შვილები უკვე ჰყავთ. არ მინდა, რომ 30 წლისას მარტო ვიყო. სწორედ ამიტომ, აკაკისთან ურთიერთობას ვებღაუჭები. რატომ არიან თანამედროვე კაცები ასეთები? ყველას პასუხისმგებლობის აღების ეშინია. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ მეუღლე თავისი რჩეულის ხარჯზე უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ შეიძლება საყვარელ ადამიანს ასეთი პირობა წაუყენო, რაზეც ჩემი საქმრო ლაპარაკობს?

დედაჩემი თვლის, რომ ასეთ ძუნწ და ანგარებიან კაცთან ყოფნას მარტოობა სჯობს. ვინ იცის, იქნებ, შემდეგ საჭმელი დამითვალოს ან რაღაც მსგავსი? – მისგან გაიქეცი, შვილო – მირჩევს დედა. არ ვიცი, რა გავაკეთო. აკაკი მიყვარს და მისი დაკარგვა არ მინდა, მაგრამ მისი პირობა არჩევანს არ მიტოვებს.“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს