„ის, რაც არ იცით საკუთარ თავზე, გაკონტროლებთ“. გეშტალტ–ფსიქოლოგიის 12 გაკვეთილი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია 

672

და როცა ამას გააცნობიერებთ და მიიღებთ, თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება!

გეშტალტ–ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის დარგია, რომელიც იკვლევს, როგორ აღვიქვამთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს და ვანიჭებთ მნიშვნელობას. გეშტალტ–ფსიქოლოგია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მაქს ვერტჰაიმერმა, ვოლფგანგ კელერმა და კურტ კოფკამ შეიმუშავა, ხაზს უსვამს ადამიანის მთლიანობის მნიშვნელობას და არა მისი ნაწილების ჯამს.

გეშტალტთერაპია უფრო ემოციებს ეხება, ვიდრე ლოგიკას. გეშტალტ მიდგომა ხაზს უსვამს, რომ გრძნობის დაუფასებლობა არ შეიძლება, რადგან რაც უფრო მეტად უგულებელყოფთ და დათრგუნავთ, მით მეტ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ფსიქიკაზე.

გეშტალტფსიქოლოგიის პრინციპები შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, გვთავაზობს ღირებულ გაკვეთილებს, რომლებსაც ჩვენს კეთილდღეობაზე და პიროვნულ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

გიზიარებთ გეშტალტ–ფსიქოლოგიის 12 გაკვეთილს, რომელიც თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.

1. ადამიანი გარკვეული გზით იქცევა არა იმიტომ, რომ ცუდია, არამედ რაღაცამ ასე მოქცევა აიძულა. თუ ისწავლით ადამიანების მიღებას და არა გაკიცხვას, თქვენს ცხოვრებას ძირეულად შეცვლით. სანამ ვინმეს განსჯით, დაფიქრდით, იქნებ, ასე იმიტომ იქცევა, რომ ბავშვობაში ძალადობას განიცდიდა და ამ ტრავმის გადალახვა დღემდე ვერ შეძლო. არ განიკითხოთ! მიიღეთ!

2. მეორე მხრივ, აუცილებელი არაა მიიღოთ ის, ვისაც არ უყვარხართ და სარგებელი არ მოაქვს. მიღების უნარი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უარის თქმის უნარი. სრული თავისუფლება გაქვთ, თქვენთვის შეუფერებელ ხალხზე უარი თქვათ, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებენ. თუ ვიღაც მუდმივად გაკრიტიკებთ, შეურაცხყოფას გაყენებთ, სხვებზე ჭორაობს, ვალდებული არ ხართ მის გვერდით იყოთ. არ სცადოთ მისი გამოსწორება, უბრალოდ მასთან ურთიერთობა საერთოდ შეწყვიტეთ ან თანდათან მასთან გატარებული დრო შეამცირეთ.

3. ისწავლეთ შემჩნევა, რას გრძნობთ. ემოციები ამოიცანით. სხვებს თქვენს გრძნობებზე ესაუბრეთ. მაგალითად, როცა ვინმე გეუბნებათ, რომ გასუქდით, ჰორმონების მოქმედებით თავი არ გაიმართლოთ, არამედ პირდაპირ უთხარით, რას გრძნობთ. უთხარით, რომ ამის მოსმენა არ გსიამოვნებთ, რომ მისი სიტყვა და კომენტარი გაღიზიანებთ და ა.შ. არ გააჩუმოთ თქვენი გრძნობები.

4. თქვენი გრძნობების გამოხატვისას სხვების შეურაცხყოფის ნაცვლად გამოიყენეთ ფრაზა „ნაწყენი ვარ“. ასე მეტი შანსი გაქვთ, რომ მოგისმინონ. ეს პრინციპი უფრო ღირებულია, ვიდრე გგონიათ.

5. სხვების ნდობა მნიშვნელოვანი საჩუქარია, რომელსაც საკუთარ თავს უკეთებთ.

6. თქვენში მიმდინარე პროცესები, თუნდაც არ მოგწონდეთ, მნიშვნელოვან გაკვეთილს გაძლევთ. ხშირად ჩვენი სხეული ამა თუ იმ სიგნალს პირველი გვაძლევს. უბრალოდ ამ სიგნალებს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, არ გვესმის, რომ სხეული გველაპარაკება.

7. საკუთარ თავს პოზიტიურად ფიქრი არ აიძულოთ, თუ ცუდად ხართ და ამის გაკეთება არ გსურთ. პრობლემაზე და მის მოგვარებაზე, რეალურ სურათზე კონცენტრირდით. ამავდროულად, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, პესიმიზმს უფლება არ მისცეთ, სწორ გზას გადაუხვიოთ.

8. სამართლიანობის ძიებაში ხშირად ვეძებთ პასუხებს კითხვებზე, როგორიცაა „რატომ მოიქცა ასე თუ ისე?“ და ა.შ. არ ჰკითხოთ საკუთარ თავს, ვიღაც ნამდვილად ასე ფიქრობს / გრძნობს / იქცევა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავადაც უჭირთ. თითოეულს აქვს საკუთარი გამოცდილება, უნიკალური ქცევის და აზროვნების მოდელი, საკუთარი გრძნობები, მოქმედების მეთოდები.

9. თუ თქვენს გრძნობებს და ემოციებს დათრგუნავთ, ადრე თუ გვიან მთელი ძალით იფეთქებს. ემოციები არ დააგროვოთ. გამოხატეთ. მათზე ილაპარაკეთ. დაწერეთ. მათ გამოსახატად საუკეთესო მეთოდები მოძებნეთ.

10. როცა უსიამოვნებაში აღმოჩნდებით, არ იფიქროთ მხოლოდ იმაზე, სად მოხვდით, არამედ ყურადღება გაამახვილეთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე, გადაწყვეტილების პოვნაზე.

11. ბალანსი და ჰარმონია ეძიეთ. თქვენს ცხოვრებაში წონასწორობისკენ უნდა ისწრაფვოდეთ. ბალანსის პოვნით ფსიქიკურ და ემოციურ კეთილდღეობას გააუმჯობესებთ და უფრო ბედნიერად იცხოვრებთ.

12. ის, რაც საკუთარ თავზე არ იცით, მეტად გაკონტროლებთ, ვიდრე ის, რაც იცით. სწორედ ამიტომ, თვითგანვითარებით დაკავდით. ახალი ინფორმაცია შეისწავლეთ. წიგნები წაიკითხეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს