ნამდვილად ბედნიერები არიან ადამიანები, რომელებმაც ბებია-ბაბუებთან ბევრი დროის გატარება შეძლეს. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიდრე დიდი ოჯახის ერთ მაგიდასთან შეკრება და თბილი, ოჯახური საღამოს ერთად გატარება?
თუმცა ბებიები ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან. ზოგი შვილიშვილებს თავს ბოლომდე უძღვნის, სხვებს ურჩევნიათ ბავშვებს მთელი დრო არ დაუთმონ და ღრმა სიბერემდე დამოუკიდებელი ცხოვრების წესს მისდევენ.
დღეს ვივიენი გიამბობთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელი ბებიები არიან ყველაზე-ყველაზე კარგები საკუთარი შვილიშვილებისთვის.
მერწყული
თუ თქვენი ბებია მერწყულია, მაშინ წარმოუდგენლად გაგიმართლათ. მასთან არასდროს მოიწყენთ, რადგან ბავშვობაში ისეთ ზღაპრებს მოგიყვებათ, რომელთა შესახებ ადრე არავის სმენია. საინტერესო თამაშების მოფიქრების ოსტატია და ყველაზე მოუსვენარი ბავშვების რამდენიმე საათით გართობასაც კი შეძლებს. ბებია მერწყულს უფრო მოზრდილი ბავშვები თეატრსა და მუზეუმებში დაჰყავს, რითაც მათ ინტელექტუალურ და კულტურულ დონეს ავითარებს. ის უკვე ზრდასრულ შვილიშვილებზეც კი ზრუნავს და ყოველთვის საჭირო რჩევებს აძლევს. მერწყული არის ბებია, რომელსაც შვილიშვილის ნებისმიერ ასაკთან მორგება და მისთვის ნამდვილი მეგობრობის გაწევა შეუძლია.
ტყუპები
ბებია ტყუპები შვილიშვილებს სითამამეს ასწავლის, რომ საკუთარი სურვილების არ შეეშინდეთ და საკუთარი აზრი გააჩნდეთ. ის დღევანდელი დღით ცხოვრობს და ცდილობს ცხოვრებიდან მაქსიმუმი მიიღოს, რასაც თავის ახლობლებსაც ასწავლის. ცხოვრების მიმართ ასეთი მიდგომის გამო მუდმივად კარგ განწყობაზეა. ამ ბებიას ერთ ადგილზე გაჩერება უჭირს. ის მუდმივად რაღაც ახალს ფიქრობს და ამაში შვილიშვილებსაც რთავს.
კირჩხიბი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბებია მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე მზრუნველი ქალია! მისი შვილიშვილები ყოველთვის დანაყრებულნი არიან, ხოლო სახლის კარი ნათესავებისა და მეგობრებისთვის ყოველთვის ღიაა. ადრეული ასაკიდან კირჩხიბი ახლობლებს ბევრ დროს უთმობს და მათი ცხოვრების მთავარი მიზანი მყარი ოჯახის შექმნაა. თავიდან ის მზრუნველი დედა და ცოლია, ხოლო შვილიშვილების გაჩენის შემდეგ მის გულში ადგილი კიდევ უფრო დიდი ხდება. ასეთი ბებიის ხელში არ დაიკარგებით.
რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშანი ერთადერთი არაა, რაც განსაზღვრავს, თუ როგორი ბებია იქნებით. მაგრამ დამეთანხმეთ, ამ ჰოროსკოპში რაღაც ნამდვილად არის.