ქათმის ხორცს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი. ქათამი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, შესაძლებელია მისი მოხარშვა, შეწვა, ღუმელში გამოცხობა და ჩაშუშვა. თუმცა, უმეტესობა ჩვენგანი ყიდულობს ამ ხორცს მაღაზიაში და დაუყოვნებლივ იწყებს მის მომზადებას, წინასწარ მომზადების გარეშე. მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ უნდა გაჟღინთოთ ქათამი მომზადებამდე.
იმას, რომ ქათამი წინასწარ უნდა გაჟღინთოთ, ამბობენ დიეტოლოგებიც და მზარეულებიც. უამრავმა დიასახლისმა არ იცის მომზადების ამ ეტაპის შესახებ. ამაოდ, რადგან ასეთი დამუშავება ხორცს უფრო უვნებელს გახდის თქვენი ჯანმრთელობისთვის.
რაში უნდა მოვათავსოთ ქათმის ხორცი: რჩევები მზარეულისგან
რატომ უნდა გავჟღინთოთ ქათამი მომზადებამდე? საქმე ისაა, რომ ფერმებში ფრინველის მოშენებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე სახლში. ამისათვის ქათმები საკვებთან ერთად იღებენ სხვადასხვა ანტიბიოტიკებს, ჰორმონებს და დანამატებს. ეს ეხმარება ფრინველს იყოს უფრო გამძლე და ძლიერი.
იმისთვის, რომ ხორცი მაქსიმალურად გასუფთავდეს დანამატებისაგან, საჭიროა მისი მოთავსება ხსნარში. ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით. ეს მეთოდები ნაცნობმა მზარეულმა გამიზიარა. სწორედ ამ მეთოდებს გამოიყენებენ პროფესიონალები თავიანთ საქმიანობაში.
ლიმონის წვენი
გაჟღენთის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ასეთი პროცედურის შემდეგ ხორცი არა მხოლოდ ბაქტერიებისა და ანტიბიოტიკებისგან გასუფთავდება, არამედ გახდება უფრო რბილი და წვნიანი. ხორცისთვის მარინადის მოსამზადებლად 4 ს/კ ლიმონის წვენს შეურიეთ 4 ს/კ მარილი და გახსენით 1 ლიტრ წყალში. ხორცი დატოვეთ ამ ხსნარში მინიმუმ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ გამდინარე წყლით. ხორცი მოამზადეთ ჩვეულებისამებრ. გემოში სხვაობას აუცილებლად იგრძნობთ.
მინერალური წყალი
მინერალური წყლის საშუალებით ასევე შესაძლებელია ქათმის ხორცის არასასურველი დანამატებისაგან გასუფთავება. ამისთვის მთლიანი ან დაჭრილი ქათამი მთლიანად უნდა მოთავსდეს მინერალურ წყალში. ხორცი მასში უნდა გააჩეროთ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ წყალი უნდა გადაასხათ და ხორცი კიდევ ერთხელ გარეცხოთ. მინერალური წყალი ქათმის ხორცს უფრო რბილს და ნაზს გახდის. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, თუ ფიქრობთ, რომ ქათამი ბებერი იყო.
მარილი და წყალი
ქათმის ხორცი შეგიძლიათ მოათავსოთ ჩვეულებრივ სუფთა წყალში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ხორცი ხარისხიანია. თუ ქათამი ბაზარში იყიდეთ ან დიდხანს იდო მაცივარში, უმჯობესია წყალში რამდენიმე კოვზი მარილი დაამატოთ. ხორცი ასეთ მდგომარეობაში უნდა გააჩეროთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი უნდა გადაავლოთ სუფთა წყალი.
როგორც ხედავთ, რამდენიმე მარტივი მანიპულაციით შეგიძლიათ მაღაზიაში ნაყიდი ხორცი უსაფრთხო და გემრიელ პროდუქტად აქციოთ.