როცა ადამიანს თვითშეფასების პრობლემა აქვს, ყოველთვის მისთვის ზიანის მომტან სიტუაციაში აღმოჩნდება. მას, ვისაც ქვეცნობიერად სიახლოვის ან ცვლილების ეშინია, შეიძლება შეუყვარდეს ადამიანი, რომელიც მის მიმართ გულგრილი ან ხელმიუწვდომელია.
გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს უარის მიღება არ შეუძლია. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ისეთ ძალას ფლობენ, რომელიც მათ ისეთ განსაკუთრებულს ხდის, რომ ნებისმიერს შეიძლება შეუყვარდეს. თუმცა თითოეულ ჩვენგანს ემოციურად ხელმიუწვდომელი პარტნიორის შერჩევა შეუძლია. გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების სია, რომლებიც ასე ყველაზე ხშირად იქცევიან.
მორიელი
მორიელი ზოდიაქოს ყველაზე უცნაური ნიშანია. ის ჟინიანი და ამბიციურია, და სიტყვა „უარი“ მისთვის არ არსებობს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი ვნება შეიძლება მესაკუთრეობად და შეპყრობილობად გადაიქცეს. თუ სასურველს ვერ მიიღებენ, შეიძლება ცხოვრება სრულად შეცვალონ. და ზოგჯერ ახერხებენ იმ ადამიანის გულის მოგებას, რომელიც ადრე მისით დაინტერესებული არ იყო.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენელი თავგადასავლების მაძიებლები და მკვლევარები არიან. მისმა სიმამაცემ შეიძლება წარმოუდგენლამდე მიიყვანოს და შეუძლებლის დაჯერება გაიძულოთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას ოპტიმიზმი ხშირად აბრმავებს და უყვარდება ადამიანი, რომელიც არ შეეფერება. მას ბედნიერების იმედი ექნება და განაწყენდება, თუ მის რეალობაში დაბრუნებას შეეცდებით.
თევზები
თევზები შემოქმედებითი ადამიანები არიან. ის ნაზი, ჭკვიანი და თანამგრნობიარეა, მაგრამ ხშირად ღრუბლებში დაფრინავს. მას რეალობიდან გაქცევა სურს, ამიტომ ხშირად ვიღაცაზე დამოკიდებული ხდება. მარტოობასთან გამკლავება ძალიან უჭირს, ამიტომ სიყვარულს და რომანტიკას სერიოზულად აღიქვამენ. სიყვარულის უიმედო სურვილის გამო ხშირად უყვარდება ადამიანი, რომელიც ემოციურად ყრუა ან თავისუფალი არ არის.
კურო
კურო პრაქტიკული და ერთგულია. ის საკუთარ თავს აფასებს და ნამდვილად სიყვარულსა და სიახლოვეს ეძებს. დაბრკოლება შეიძლება მისი სიჯიუტე გახდეს. კურო სასურველის მიღებას და სიყვარულის გამო ყველაფრის კეთებას მიჩვეულია. ის დაჟინებით ეცდება იმ ადამიანის მიღებას, რომელიც უყვარს მაშინაც კი, თუ ადამიანი მის მიმართ ინტერესს არ იჩენს.
კირჩხიბი
კირჩხიბს ყველაზე ხშირად უყვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი და მეგობრები პირველ ადგილზე არიან, მას შეიძლება ყველაფერი დაავიწყდეს, თუ გრძნობებით შეპყრობილი იქნება. ხშირად რომანტიულ გრძნობებს იგონებენ და შეუსაბამო ადამიანებს არ არსებულ თვისებებს ანიჭებენ.
ვერძი
ეს ცეცხლოვანი ლიდერი სითამამით და თავდაჯერებულობით არის სავსე. ვერძი დარწმუნებულია, რომ შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რასაც ისურვებს. თუ ადამიანი მას საპასუხო სიყვარულით არ პასუხობს, საკუთარ თავზე მაშველის როლს იღებს. ვერძი ფიქრობს, რომ თუ შეუპოვარი იქნება, მისგან სათანადო გრძნობას მიიღებს.