დაუყოვნებლივ გადააგდეთ: 5 რამ სახლში, რომელიც იპარავს თქვენს ბედნიერებას

1586

თუ გაქვთ საოცნებო სამსახური, ახლობლები პირველივე დაძახებაზე დასახმარებლად მოდიან, მიმზიდველ გარეგნობას (როგორც საინტერესო შინაგან სამყაროს) მოკლებული არ ხართ, მაგრამ მაინც მარტო ხართ, ალბათ, ყველაფერში დამნაშავეა ინტერიერი!

ფსიქოლოგები დაუღალავად იმეორებენ, რა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე გარემო. როგორც წესი, იგი გლობალურად ფასდება: დაწყებული მსოფლიოში სიტუაციით და დასრულებული მყუდრო კუთხით სახელწოდებით „სახლი“. გახსოვდეთ, რომ თქვენი საცხოვრებელი თქვენი „ბუდეა“, რომელიც ცუდ ამინდში შეგიფარებთ და სასიხარულო წუთების განცდაში დაგეხმარებათ, ამიტომ მისი შეუფასებლობა არ ღირს.

ხშირად ისე ხდება, რომ სახლში სიმშვიდეს ვეღარ გრძნობთ, ხოლო დროთა განმავლობაში სადმე გაქცევის სურვილი ჩნდება. დიდი ალბათობით, ყველაფერში დამნაშავე თქვენი ბინის გაფორმებაა, რომელიც ენერგიების არასწორი მოძრაობის გამო მშვიდად ცხოვრებაში ხელს გიშლით. ენერგიას საჭირო მიმართულება რომ მისცეთ, ინტერიერში ცვლილებების შეტანა საკმარისია.

ზედმეტი მინიმალიზმი

მინიმალიზმის და ფუნქციონალურობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ზედმეტი თავშეკავებულობა თქვენი ცხოვრებისთვის საზიანო შეიძლება იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კომფორტულად ხართ ასეთ რუხ კედლებსა და კომპაქტურ კარადებში? იქნებ, სჯობს შემატოთ ცოტა სითბო და მყუდროება? ბუხრის ყიდვას არ გაიძულებთ, მაგრამ ფუმფულა პლედი და რამდენიმე დეკორატიული ბალიში ზედმეტი არ იქნება. დროდადრო სანთლები აანთეთ, ყველაზე ლამაზი ფინჯნიდან ჩაი დალიეთ. თუ საკუთარ თავს უფლებას მისცემთ ცოტა დაისვენოთ, მშვენიერით ისიამოვნოთ, ასეთ ენერგეტიკას ადრე თუ გვიან მიიზიდავთ. სახლში, სადაც სიყვარული გელოდებათ, არ უნდა იყოს „სიმშრალე“, პირიქით, მხოლოდ „სირბილით“ და კომფორტით უნდა გაავსოთ.

არაკომფორტული საწოლი

რამდენი უსიამოვნებას ავიცილებთ თავიდან, ყველამ რომ იცოდეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საწოლს: როგორც მინიმუმ, ზურგს გაუფრთხილდებით და კომფორტულ ძილს უზრუნველყოფთ, როგორც მაქსიმუმ, იდეალურ პარტნიორს მოიზიდავთ.

ფენშუის და სხვა პრაქტიკის მიხედვით, უნდა დაიძინოთ მხოლოდ ორადგილიან საწოლზე მაღალი სასთუმლით. კედლიდან მოშორებით უნდა დადოთ, რომ სასიცოცხლო ენერგია „ცი“ მშვიდად მოძრაობდეს და თქვენს სასიკეთოდ იმუშაოს.

ეცადეთ, ხშირად გამოცვალოთ საწოლის თეთრეული და საწოლის ქვეშ სისუფთავე შეინარჩუნოთ, მტვერი მუდმივად გადაწმინდეთ და იატაკის მოწმენდა არ დაგავიწყდეთ.

სივრცის ორგანიზაცია

სიტყვაზე, თითოეულ ოთახში ავეჯის სწორად განლაგებაზე. შეისწავლეთ ძველი აღმოსავლური სწავლების კანონები სივრცის ჰარმონიული ორგანიზაციის შესახებ და შეადარეთ პირად ფრონტზე წარუმატებლობებს, ეს არასწორი განლაგების დამსახურებაა?

საწოლის მდებარეობაზე უკვე ვთქვით, ამიტომ დავამატებთ, რომ საწოლის თავი ჩრდილოეთით არ უნდა იყოს, რომ კარიერას საფრთხე არ შეუქმნათ. აირჩიეთ რბილი სინათლე და მშვიდი ფერები. არანაირი კედლის საათი და ტელევიზორი, მხოლოდ სიმშვიდე, იდეალურ შემთხვევაში, სრული სიწყნარე. და ისევ, სისუფთავე!

მკვეთრი კუთხეები

ითვლება, რომ სახლში მკვეთრი კუთხეები მარტოობას იზიდავს. თუ რემონტი გაქვთ დაგეგმილი, ხელოსანს კუთხეების მომრგვალება სთხოვეთ. თუ არა, უბრალოდ მათი დაბლოკვა სცადეთ: ზოგიერთ კუთხეში გირლანდები თბილი შუქით მოათავსეთ, სავარძელი ან დივანი მიადეთ, კომოდთან მოათავსეთ, რომელზეც შემდეგ ლარნაკს ყვავილებით ან მცენარით დადებთ. გახსოვდეთ: კაქტუსი სიყვარულის ძიებაში საუკეთესო დამხმარე არაა. სპატიფილუმს ყურადღება მიაქციეთ. ის ქალის ენერგეტიკით ცნობილია, თითოეულს აბედნიერებს, ცხოვრებაში მხოლოდ სასიამოვნო მომენტებს იზიდავს.

ძველი ნივთები

ნივთები, რომელსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ, სინანულის გარეშე უნდა გადაყაროთ ან გადამუშავებაზე გაუშვათ. სხვა ვარიანტი არაა. დროის დეფიციტით თავი არ გაიმართლოთ. შაბათ–კვირას რამდენიმე საათი  გამოყავით და კარადაში უსარგებლო ნივთების გროვა გადაარჩიეთ. თუ დღემდე ინახავთ ყოფილი შეყვარებულის საჩუქრებს, რომლებიც უკვე გატეხილი ან დაზიანებულია, გულახდილი ვიყოთ: ახალი ბედნიერების შეხვედრის შანსი ნულია. სივრცე გაათავისუფლეთ და დაგროვებული ენერგეტიკა გაათავისუფლეთ. მალე მის ადგილას ახალი და უკეთესი მოვა.