ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსი სეკრეტს მუდმივად აწარმოებს. დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, რატომ ხდება ასე და როგორ ვებრძოლოთ ჭარბ ლორწოვან გამონაყოფს. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ყელში გარკვეული რაოდენობის ლორწო უგროვდებათ, როგორც ცხვირ-ხახის სინდრომი.
ცხვირის ღრუში სეკრეტის ბუნებრივი წარმოება – ორგანიზმის ერთ-ერთი დამცავი ფუნქციაა. ის ბაქტერიებს, მიკრობებსა და მტვრის ნაწილაკებს ბლოკავს. მისი წყალობით ჰაერი სხეულის ტემპერატურამდე თბება, მისი ტენიანობა 50-60-დან 90%-მდე იზრდება. ეს ფილტვების ჰაერის გაცვლის ოპტიმიზაციას ხელს უწყობს.
ლორწოს ჭარბი რაოდენობით წარმოება შეიძლება გამოწვეული იყოს:
- ალერგიით
- ასთმით
- ბრონქებით
- ფილტვების დაავადებით
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით
- კისტური ფიბროზით
- ჰაერის ცუდი ხარისხით და ა.შ.
ლორწოს ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ყელის ან ყურის ტკივილი, ხმის ხრიწინი გამოიწვიოს. „ვივიენი“ გთავაზობთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 3 მარტივი მეთოდი სცადოთ.
1. ლიმონი-თაფლის ნარევი
ამ სახლში მომზადებულ, მარტივ საშუალებას სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მას შეუძლია ხველის შემცირება, სასუნთქი სისტემის დახშობის თავიდან აცილება და იმუნიტეტის გაზრდა.
2 ს/კ ლიმონის წვენი 1 ს/კ ორგანულ თაფლს აურიეთ და დღეში 3-ჯერ მცირე რაოდენობით მიიღეთ.
ყურადღება მიაქციეთ: თაფლი მაღალი ალერგიული რეაქციის გამო უკუჩვენებულია 3 წლამდე ბავშვებში და მტვერზე ალერგიის მქონე ადამიანებში. მისი მიღება ორსულობის პერიოდში და ძუძუთა კვების დროს რეკომენდებულია რაა.
2. ევკალიპტის ჩაი
ევკალიპტის ანტისეპტიკური თვისება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების დროს მდგომარეობის შემსუბუქებას ხელს უწყობს. ფოთლების ნაყენი კარგად დააყენეთ, დღის განმავლობაში პერიოდულად მცირე ყლუპებით დალიეთ. მიღების წინ ნაყენის დოზების შესახებ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
3. ორთქლის ინჰალაცია
ზედა სასუნთქ სისტემაში ლორწოს მოშორების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდია ანტივირუსული თვისებების მქონე ბალახებსა და ეთერზეთებზე დაფუძნებული ორთქლის ინჰალაცია.
გახსოვდეთ: ძლიერად და ღრმად არ უნდა შეისუნთქოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია ლორწოსთან ერთად ბრონქებში გადავა. ევკალიპტის ზეთის გამოყენების დროს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. ბავშვების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, ასევე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, დიაბეტის და ოპერაციის შემდგომ არ გამოიყენოთ.
თუ ფიქრობთ, რომ ლორწოს რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს ალერგიულ რეაქციასთან, ინფექციასთან ან ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული არაა, ამ შემთხვევაში შემდეგი მარტივი მოქმედება დაგეხმარებათ:
- ჰაერი რეგულარულად დაატენიანეთ
- ბევრი წყალი დალიეთ
- რაციონი გაციების საწინააღმდეგო თვისების მქონე პროდუქტებით გაამდიდრეთ: კენკრა, ბროწეული, ძირტკბილა, ჯენშენის ან ღიღილოს ექსტრაქტი.
- მარილწყლით ყელი რეგულარულად გამოივლეთ.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჭარბი ლორწოს რაოდენობა თვეზე მეტხანს გაწუხებთ და თან ახლავს მკერდის არეში ტკივილი, ხველა სისხლთან ერთად, ხრიწინი და სუნთქვის გართულება.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ლორწოს შემცირების ეს მეთოდები მდგომარეობას დროებით შეამსუბუქებს და ეფექტურია, როგორც მთავარი თერაპიის დამატებითი საშუალება. თუ ცხვირ-ხახის სინდრომი გაწუხებთ, გირჩევთ მიზეზის დასადგენად და შესაბამისი მკურნალობისთვის ექიმს მიმართოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.