სახელების 5 წყვილი, რომელიც განწირულია განშორებისთვის. ერთად ვერ იქნებიან

1840

რაც არ უნდა თქვათ, ზოგიერთ წყვილს ბედნიერების შანსი არ აქვს სახელების სრული შეუთავსებლობის გამო. მათი ენერგეტიკა ადამიანების ხასიათზე კვალს ტოვებს და ადრე თუ გვიან თავს იჩენს. რა თქმა უნდა, სახელების თავსებადობა წყვილისთვის დიდი წარმატებაა, მაგრამ ურთიერთობაზე მუშაობაც მნიშვნელოვანია.

ქვემოთ მოცემულია სუპერ თავსებადი სახელების 3 წყვილი, რომელიც ქორწინებასა და ურთიერთობაში წარმატებას გპირდებათ. ხოლო „სიცხარისთვის“ გთავაზობთ 5 წყვილს, რომლებიც შეუთავსებლები არიან, როგორც ცეცხლი და ყინული. ამ სიის შესწავლით, სულიერი ძალების შენარჩუნებას და სასიყვარულო მარცხის თავიდან აცილებას შეძლებთ.

თავსებადი სახელები

ელენა და სერგო

მშვიდი ელენა ბავშვობიდან ძლიერ ნებისყოფას ავლენს. ბუნებით ჩაკეტილია, თუმცა ურთიერთობაში სასიამოვნო და მომხიბვლელი. ასეთი ქალი ერთგული და მუდმივია, თან საკმაოდ მგრძნობიარე. წარუმატებლობას მტკივნეულად განიცდის. კონფლიქტები არ უყვარს, მაგრამ შეუკავებელი და მკვეთრია, როცა საკუთარ სიმართლეს იცავს. ასეთია მისი მტკიცე ხასიათის ფასი.

სერგოს წყობიდან გამოყვანა საკმაოდ რთულია, ნაზი და დამყოლია, ამასთან თავზე არავის ისვამს. ასეთ ადამიანთან ელენა ამოსუნთქვას და ყველაზე და ყველაფერზე კონტროლის შესუსტებას შეძლებს. სერგო ერთგული მეგობარი, მგრძნობიარე და პასუხისმგებელი პარტნიორია. ქორწინებაში ორივე სწრაფად სწავლობს ერთმანეთის მხარდაჭერას და საოჯახო საქმეების სამართლიანად განაწილებას.

ალექსანდრე და ოლღა

მტკიცე და გაბედული ხასიათის ოლღა სუსტ და თავქარიან პარტნიორებს ახლოს არ უშვებს. საკმაოდ კატეგორიული და შეუპოვარი შეიძლება იყოს, როცა საქმე პრინციპებს ეხება. მეორე მხრივ, ახლობლების ძალიან ერთგულია და მზადაა მათთვის თავისი დრო და კომფორტი გაწიროს.

ალექსანდრე გალანტური, თავდაჯერებული, მშვიდი და მიზნების მიღწევაში თამამია. როგორც ოლღა, საკმაოდ ჩაკეტილია და პირველივე შემხვედრს პირად სივრცეში არ უშვებს. სამაგიეროდ, ახლობლებისთვის უკანასკნელ პერანგს გაიღებს და პირველივე ზარზე დაეხმარება. ოლღას და ალექსანდრეს კავშირი ბედნიერებას მოასწავებს სერიოზული ჩხუბის და უთანხმოების გარეშე.

ანასტასია და მაქსიმე  

მომხიბვლელი და მოკისკისე ანასტასია ყოველთვის წყნარია. მზად არის, მთელი გული ოჯახს და ახლობლებს მისცეს. ზოგჯერ მსუბუქი ნერვიულობა და უსაფუძვლო აკვიატება ახასიათებს. სჭირდება ძლიერი პარტნიორი, რომელიც დაამშვიდებს და მკვეთრ კუთხეებს შეარბილებს.

მაქსიმე რომანტიკოსი, ჟესტებში გულუხვია. მზად არის, საყვარელ ადამიანს მტვერი მოაშოროს და მისი ყველა ახირება შეასრულოს. საპასუხოდ ითხოვს, მხოლოდ უპირობო მხარდაჭერას. ანასტასია სწორედ ასეთი ადამიანია, რომელსაც ამის გაცემა შეუძლია. ორივე პარტნიორი აფასებს ერთგულებას, ამიტომ მათი კავშირი ძლიერი და გულწრფელი იქნება. ნამდვილად თავსებადი სახელებია!

უშანსოდ: სახელები ნულოვანი თავსებადობით

ანტონი და ევგენია

ევგენია ფეხზე მტკიცედ მდგომი მატერიალისტია. ანტონი მეოცნებე, რომელსაც კვირაში შვიდი პარასკევი აქვს. ასეთი კავშირი ხშირად სხვებისთვის მოულოდნელი სიურპრიზი ხდება. სანამ ევგენია ოჯახში ინვესტიციებს დებს, მისი საყვარელი ღრუბლებში დაფრინავს, მოსაწყენ ყოფით ვალდებულებებს უგულებელყოფს. დიახ, მამაკაცი ასეთი სახელით ხშირად ვნებიანი და შეუპოვარია, მაგრამ მხოლოდ მცირე დისტანციაზე. ევგენიას უფრო მუდმივი და სანდო ვინმე სჭირდება.

სამწუხაროდ, მსუბუქი ხასიათის გამო ანტონი ხშირად ხვდება სხვების მკლავებში, რაც რჩეულს გულს სტკენს. ევგენიას მტკიცე მორალური ბირთვი აქვს: სიკვდილამდე პარტნიორის ერთგულია, მაგრამ მისგანაც იმავეს ითხოვს.

კირილე და ანა

კირილეს მძვინვარე ხასიათი ნაზი და თავშეკავებული ანასთვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს. კირილეს თვითდისციპლინა აკლია, ხოლო ქალს შეიძლება ძალა არ ეყოს, რომ მუდმივად ორივეზე პასუხისმგებლობა აიღოს. კაცს დღეს სურს ოჯახი და დიდი აგარაკი, სადაც შვილიშვილებს და შვილთაშვილებს წაიყვანს, ხვალ წყვეტს, რომ ჯერ გართობა ვერ მოასწრო და ყველა დაპირებას ივიწყებს.

წყვილი კონფლიქტს თავს ვერ არიდებს: ყველაფერზე კამათობენ, განსაკუთრებით ფინანსებზე. ხელმომჭირნე ანა საკუთარ თავზე ზოგავს, მაგრამ ოჯახისთვის რაღაცას ყიდულობს, ხოლო კირილე სინანულის გარეშე მთელ ფულს სისულელეებზე ხარჯავს. ასეთ ურთიერთობაში ჰარმონია იშვიათი სტუმარია.

იურა და ოლღა

მშვიდი და გაწონასწორებული ოლღა რამდენჯერმე დაფიქრდება, სანამ ახალ ნაცნობს გულს გადაუშლის. ასეთი ქალის გულის მოგება რთულია: მეორე პაემანზე წავა მხოლოდ მასთან, ვინც მასში სრულ ნდობას იწვევს. კომუნიკაბელურმა და მომხიბვლელმა იურამ იცის, როგორ მოიგოს ხალხის გული. თავშეკავებულ ოლღასთანაც საერთო ენას იპოვის, მასში გულწრფელ ინტერესს გამოიწვევს.

ასეთ წყვილს შეიძლება ჰქონდეს ბობოქარი რომანი, მაგრამ რუხი ყოველდღიურობა ვნების ცეცხლს სწრაფად აქრობს. ოლღა საიმედოობას და სტაბილურობას ეძებს, მყუდრო ოჯახური ბუდის მოწყობა სურს. იურა დამკვიდრებისა და თავისუფლების დაკარგვისთვის მზად არაა. მათი გზები იყოფა და თითოეული თავის აზრზე რჩება.

გენადი და სვეტლანა

სვეტლანა აქტიური და ფხიანი გოგონაა. მუდმივად მოძრაობაშია, ახალ საქმეს ხელს სიამოვნებით კიდებს და სიხარულს არ კარგავს. ამავდროულად, თავგუნებას ვერ უწოდებთ. საკმაოდ ანგარიშიანია და არანაირად იმპულსური, ყველა წინადადებას აწონდაწონის და საუკეთესო გზას აირჩევს. ალბათ, ამიტომ ამ სახელის გოგო იშვიათად ცდება და წარუმატებლობის არ ეშინია.

გენადის ხშირად აკლია ოპტიმიზმი და გარკვეული დაკვირვებულობა. დაწყებული საქმე შუა გზაზე შეიძლება მიატოვოს, თუ პირველივე ჯერზე არ გამოუვიდა. სვეტლანას წარმატებები მასში გაღიზიანებას და შურს იწვევს. ზოგჯერ გოგო ტანკივით წინ მიიწევს, დაბრკოლებებს ვერ ხედავს. გამოდის, წყვილში მთავარი როლის მიღება შეუძლია, რაც გენადისთვის მიუღებელია. ასეთ ურთიერთობას ანადგურებს კრიტიკა, კამათი და ურთიერთწყენა.

გიორგი და სნეჟანა

საოცარია, როგორ აკავშირებს ზოგჯერ ცხოვრება ასეთ „პოლარულ“ ადამიანებს. თამამი და ექსცენტრიული სნეჟანა მომხიბვლელია, მაგრამ სრულიად თავშეუკავებელი. გიორგის კი სჭირდება თავმდაბალი და ნაზი გოგო, რომელთანაც მშვიდ და პროგნოზირებად ურთიერთობას ააწყობს. სამწუხაროდ, სნეჟანასადმი სიყვარული უფრო ჰგავს დანაღმულ მინდორზე ცეკვას: ვნებიანი, კაშკაშა, მაგრამ უცნობია, სად და როდის აფეთქდება.

ამ კავშირში ორივე საბნის თავისკენ გადაქაჩვას ცდილობს და ლიდერობისთვის ბრძოლობს. კანფეტი–თაიგულის პერიოდში ურთიერთმიზიდულობა გაქრება, როცა თითოეული თავისი ხასიათის გამოვლენას დაიწყებს.