სსრკ–ში ეს ნივთები მხოლოდ მდიდრებს ჰქონდათ, ახლა ყველას შეუძლია მათი ყიდვა

1458

როდემდე შეიძლება საბჭოთა წარსულზე ნოსტალგია? საქონლის დეფიციტი, მათხოვრული ხელფასი, სამყაროსგან იზოლაცია, რა არის დასანანი? ერთ ქალთან კამათი მომივიდა. ირწმუნებოდა, რომ საბჭოთა კავშირში უკეთ ცხოვრობდა და ყველაფერი იყო. აღმოჩნდა, რომ მამამისი კოლმეურნეობის თავჯდომარე იყო. ყველა, ვისაც ძალაუფლება და ფული ჰქონდა, სსრკ–ში შესანიშნავად ცხოვრობდა.

საქონლის დეფიციტი

უბრალო ხალხს კი უწევდა მუდმივად ფულის დაზოგვა ყველაზე საჭირო ნივთების შესაძენად, შემდეგ დიდი რიგში დგომა, რომ დეფიციტური ნივთი შეეძინა. ცდილობდნენ გატოლებას მდიდარ მეზობლებთან, რომლებიც საერთო ფონიდან გამოირჩეოდნენ.

რა იყო საბჭოთა საზოგადოებაში შეძლებული ცხოვრების მაჩვენებელი? პრესტიჟული უძრავი ქონება. უბრალო მოქალაქე წლები ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში ან კომუნალურ ბინებში იმ იმედით, რომ ცალკე საცხოვრებელ ფართს მალე მიიღებდა. ამავდროულად, პარტიის თანამშრომლები იღებდნენ ფართო ბინებს ქალაქის პრესტიჟულ უბნებში. სიმდიდრის ნიშანი იყო რესპექტაბელური აგარაკი. ხელისუფლების წარმომადგენლები სამსახურის აგარაკებით სარგებლობდნენ.

ბინის ან სახლის ინტერიერი. შეძლებულ მფლობელს ააშკარავებდა კარი, აკრული დერმატინით, და პარკეტის იატაკი. მისაღებში აუცილებლად იყო მოდური ავეჯის გარნიტურა, ხალხში უბრალოდ სტენკას უწოდებდნენ. იქ, მინის მიღმა თავს იწონებდა ფაიფურის სერვიზი და ბროლის ჭურჭელი. ბეწვის ხალიჩა, ლამაზი ტიული, ბროლის ჭაღი – ეს ყველაფერი სიმდიდრის ნიშანი იყო.

მსუბუქი ავტომობილი. „ავტომობილი ფუფუნება არაა, არამედ სატრანსპორტო საშუალება“ – ამბობენ ახლა. მაშინ პირადი ტრანსპორტის ქონა მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ. იმ მოქალაქეებსაც, რომელთაც ბევრი ფული ჰქონდათ, ავტომობილის შესაძენად რიგში დგომა უწევდათ. სასარგებლო კავშირები ფუფუნების ნივთის შეძენის პროცესს საგრძნობლად აჩქარებდა.

საზღვარგარეთ მოგზაურობა. შეძლებულ ხალხს სხვა რესპუბლიკაში დასვენება შეეძლოთ, მაგრამ საზღვარგარეთ სტუმრობა მხოლოდ ერთეულებს. საზღვარგარეთ მოხვედრის უმარტივესი მეთოდი მივლინება იყო. იქ მხოლოდ შემოწმებულ მოქალაქეებს უშვებდნენ.

სიმდიდრის მაჩვენებელი საბჭოთა საზოგადოებაში

საყოფაცხოვრებო ტექნიკა სახლში. ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, მით უფრო იმპორტული. ფერადი ტელევიზორის ან სარეცხი მანქანის შესაძენად ფული და სავაჭრო სფეროში ნაცნობი უნდა გყოლოდათ.

დეფიციტური პროდუქტები. საბჭოთა პერიოდში ჩვეულებრივი სასურსათო მაღაზიის თაროებზე მხოლოდ პური და ზღვის კომბოსტო იყო უხვად. ბევრ ნივთზე რიგები დგებოდა და ხარისხიანი კვების პროდუქტი გამონაკლისი არ იყო. ძეხვი, ყველი, ხილის ასორტი, შოკოლადი და სხვა ალკოჰოლი სუფრაზე მასპინძლის შესაძლებლობებსა და ფინანსურ კეთილდღეობაზე საუბრობდა.

მოდური ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. მხოლოდ შეძლებულ მოქალაქეებს შეეძლოთ მოდური ტანსაცმლის და საფირმო ფეხსაცმლის ტარება. იმპორტული ნივთები იატაკქვეშ ზღაპრულ ფულზე იყიდებოდა და მუშის ხელფასით მისი შეძენა შეუძლებელი იყო.

ხარისხიანი კოსმეტიკა. კარგი პარფიუმერია მხოლოდ მაღალი საზოგადოების ქალებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დანარჩენებს ადგილობრივი წარმოების კოსმეტიკური საშუალებებით დაკმაყოფილება უწევდათ. იმ საშუალებებით, რომლებსაც მაღაზიაში პოულობდნენ. ძვირადღირებული საფირმო სუნამოს ან ოდეკოლონის არომატი მისი მფლობელის შეძლებაზე მიანიშნებდა.

წიგნები. ბინის მფლობელის შეძლებულ ცხოვრებაზე თაროებზე ბევრი წიგნი საუბრობდა. ზოგიერთ სახლში მთელი ბიბლიოთეკა იყო. „საიუზპეჩატი“-ს თანამშრომლებს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან მათგან ყიდულობდნენ ყველაზე პოპულარულ წიგნებს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო.

უდავოდ, საბჭოთა კავშირში ყველაფერი იყო, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც კავშირი და ფული ჰქონდა!