მდოგვის ფხვნილის უჩვეულო გამოყენება: 5 ეფექტური ხრიკი

231

მდოგვი სამზარეულოში შეუცვლელი სუნელია, რომელსაც კერძისთვის პიკანტური და საინტერესო გემოს შესამატებლად იყენებენ. ჩვეულებრივ, პასტის ან პატარა მარცვლების სახით გამოიყენება. Vivien მის კიდევ ერთ ფორმას გაგაცნობთ. გასწავლით, როგორ გამოიყენოთ მდოგვის ფხვნილი სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. იაფი პროდუქტით არა მხოლოდ სისუფთავეს შეინარჩუნებთ, არამედ ჯანმრთელობას გააძლიერებთ. უნივერსალური საშუალებაა, რომლის უნიკალურ თვისებებზე ყველამ უნდა გაიგოს.

მდოგვის ფხვნილის უჩვეულო გამოყენება: 5 მეთოდი

  • ნატურალური არომადიფუზორი – მდოგვის ფხვნილს დეზოდორული თვისებები აქვს, ამიტომ უსიამოვნო სუნს სწრაფად აქრობს. ამ მიზნით წაუსვით საგანს, რომლის განახლება გსურთ. ცოტა ხანში წყლით კარგად ჩამორეცხეთ. ასე მაცივარს, კონტეინერს და სხვა ნივთებს უსიამოვნო სუნს მარტივად მოაშორებთ.
  • სარეცხი საშუალება – მდოგვით ცხიმის ლაქები შეგიძლიათ მოაშოროთ და ქსოვილების ფერი აღადგინოთ. 2 ლ ცხელი წყალი და 6 ს/კ ფხვნილი აურიეთ. 20 წუთი დაელოდეთ, მიღებულ ხსნარში ტილოები ჩადეთ. მთელი ღამე მდოგვის ნარევში გააჩერეთ, შემდეგ წყალი კარგად გაავლეთ.
  • საწმენდი საშუალება – მდოგვის ფხვნილი ცხიმს და სხვა ჩამჯდარ ჭუჭყს მარტივად აშორებს. ნამწვსაც უმკლავდება. ტაფა რომ გაწმინდოთ, ზედაპირს მშრალი მდოგვი წაუსვით და 15 წუთი მოიცადეთ. შემდეგ გამდინარე წყლით ნარევი კარგად მოაშორეთ.
  • თმის ნიღაბი – მდოგვის ფხვნილის უნიკალურ თვისებებს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ. თმის ზრდას აჩქარებს, მის ღეროებს აძლიერებს, ხოლო ძირებში სისხლის ნაკადს ზრდის. სქელი თმის მფლობელები მდოგვის ნიღაბს პერიოდულად იკეთებენ. 1 უმი კვერცხის გული და 0,5 ჭიქა კეფირი აურიეთ. 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული ნარევი თმაზე წაისვით. 30 წუთის შემდეგ ჩვეული მეთოდით (შამპუნით) დაიბანეთ.
  • ტკივილგამაყუჩებელი საშუალება – ცოტამ თუ იცის, რომ მდოგვი ანთებას ამცირებს, სახსრების ტკივილს ამსუბუქებს. ადამიანები, რომელთაც ართრიტის უსიამოვნო სიმპტომები აწუხებთ, ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ. მდოგვის ფხვნილს თბილ წყალში ხსნიან და სპეციალურ აბაზანას აკეთებენ. მასში ხელებს ან ფეხებს აწყობენ.15 წუთიანი პროცედურის შემდეგ შვებას გრძნობენ.

ხალხური საშუალებები მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ გამოიყენეთ. სხვა ხრიკების ეფექტურობაში დღესვე შეგიძლიათ დარწმუნდეთ.