საინტერესო ტესტი „როგორს გხედავენ სხვები“: სწრაფი გაშიფვრა

609

ყოველთვის გაინტერესებდათ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე? გაიგოთ, როგორი ხართ სხვის თვალში: მეგობრული, გულისხმიერი, ჩაკეტილი თუ სანდო. ამაში დაგეხმარებათ საინტერესო ტესტი „როგორს გხედავენ სხვები“.

აირჩიეთ გოგონა, რომელიც, თქვენი აზრით, შემობრუნებისას ულამაზესი აღმოჩნდება. მოწონებული ქალის სილუეტი გაგიმხელთ, როგორ პირველ შთაბეჭდილებას ტოვებთ სხვებზე.

ფსიქოლოგიური ტესტი „როგორს გხედავენ სხვები“: შედეგები

პირველი გოგონა

თუ პირველი სილუეტი აირჩიეთ, გამოდის, რომ ადამიანის გულს პირველივე წამიდან იგებთ. თქვენგან მხოლოდ სიკეთე მოდის, რის გამოც ხალხი თქვენკენ გაუცნობიერებლად მოილტვის. გარშემომყოფებში ნდობას იწვევთ. სწორედ ამიტომ, ნაკლებად ნაცნობი ადამიანიც პირველივე შეხვედრაზე გულს გიშლით.

მეორე გოგონა

ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ჩაკეტილი და იდუმალი ხართ. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება იმის გამო, რომ ახალ კომპანიაში ყოფნა ნამდვილად არ მოგწონთ. ძირითადად, ჩუმად ხართ, ნაკლებს ლაპარაკობთ, ხანგრძლივ ვიზუალურ კონტაქტს გაურბიხართ. როგორი გაოცებულნი არიან ადამიანები, რომლებმაც თქვენი უკეთ გაცნობა შეძლეს. ახლობლებისთვის გულახდილი და გულწრფელი ხართ.

მესამე გოგონა

მესამე გოგონას არჩევანი ამბობს, რომ სხვები ძალიან მეგობრულ და სასიამოვნო ადამიანად გთვლიან. თქვენს ღიმილს ყველაზე მოწყენილი ადამიანის გახალისებაც შეუძლია. ყოველთვის იცით, როგორ გაამხნევოთ და ანუგეშოთ სხვა (თუნდაც ახალი ადამიანი თქვენს წრეში). ამით სხვებს იზიდავთ. თქვენს სითბოს საზღვარი არ აქვს.

მეოთხე გოგონა

გარშემომყოფები პირველივე დანახვისას ხვდებიან, რომ ჭკვიანი და აღზრდილი ხართ. ეს ჩანს თქვენს მეტყველებაში, აზროვნებაში და მანერებში. ფიქრობენ, რომ მათი გაგება შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ, საკუთარ პრობლემებზე და განცდებზე გიყვებიან, კარგი რჩევის ან მხარდაჭერის მიღების იმედი აქვთ. საოცარია ის, რომ ამას უცხოებიც აკეთებენ.

უდავოდ, აზრი, რომელიც გარშემომყოფებში თქვენზე იქმნება, შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმას, თუ როგორი ხართ სინამდვილეში.