ბებიამ მასწავლა იატაკის მოწმენდა ისე, რომ ფული მოვიდეს, დაავადებები წავიდეს. დღემდე ასე ვაკეთებ

14256

სახლის დალაგება არა მხოლოდ ჯანმრთელობის გარანტიაა. როცა სახლი სუფთაა, ხოლო ნივთები თავის ადგილზეა, მასში ჰარმონია და სიუხვეა. თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, პირველ რიგში, სახლში არეულობას მიხედეთ. თუ კეთილდღეობის მოპოვება გსურთ, იატაკი მარილით და კარგი ფიქრებით მოწმინდეთ. აღმოჩნდა, რომ მარილით იატაკის მოწმენდა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, ასევე სისუფთავეს დიდი ხნით ინარჩუნებს.

ვწმენდთ იატაკს მარილით

არიან ადამიანები, რომლებიც სისუფთავეს ნაკლებად იცავენ. მათ შეუძლიათ ნიჟარაში ჩაყრილი გასარეცხი ჭურჭელი რამდენიმე დღით დაივიწყონ. მათი ტანსაცმელი აქეთ–იქით მიმოყრილია, ნივთები თავის ადგილზე არაა. რაც მთავარია, ასეთ ხალხს თავისი ქცევის გასამართლებლად საბაბი ყოველთვის აქვს. ხან დრო არ აქვს, ხან ბავშვები პატარაა, ხან სხვა პრობლემები.

სახლში უწესრიგობა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე აისახება. გამოდის, რომ ადამიანის სულშიც ქაოსი და არეულობაა. თავის მხრივ, ეს ფინანსურ საკითხებზეც გავლენას ახდენს. როცა გრძნობთ, რომ საქმე გაჩერებულია, რუტინაში იძირებით ისე, როგორც ჭაობში, ზომების მიღების დროა. საკუთარ თავში გარკვევა რომ შეძლოთ, თქვენ გარშემო სივრცის მოწესრიგებით დაიწყეთ.

სახლის დასალაგებლად სხვადასხვა ქიმიური საშუალების გამოყენება აუცილებელი არაა. საკმარისია,  იატაკის მოწმენდისას წყალს სუფრის მარილი დაუმატოთ. ასე სახლში სისუფთავე და კეთილდღეობა იქნება.

მარილი მტვრის ტკიპებთან და სხვადასხვა ბაქტერიებთან საბრძოლველად შესანიშნავი საშუალებაა. არც ერთ ზედაპირზე ზოლებს და ლაქებს არ ტოვებს. მარილი სხვადასხვა ლაქების და ჭუჭყის მოსაშორებლად იდეალური საშუალებაა. ასევე მარილი სივრცეს ენერგეტიკულ დონეზე წმენდს და ახალ იდეებს გზას უხსნის. დამატებით, შენობაში ტენიანობას ზრდის, რაც ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

როგორ ჩავატაროთ რიტუალი მარილით

იატაკის მოწმენდა მარილით დაგეხმარებათ ცუდი ფიქრები და წარუმატებლობის შიში მოიშოროთ, ნეგატიურ ემოციებს და ცუდ განწყობას გაუმკლავდეთ. ყოველთვის, როცა სახლის მოწესრიგებას დააპირებთ, წარმოიდგინეთ, როგორ აწესრიგებთ თქვენს სულს.

ნივთების დალაგებისას წარმოიდგინეთ, როგორ ალაგებთ თქვენს ფიქრებს თაროებზე. მტვრის გადაწმენდისას იფიქრეთ, როგორ აშორებთ ნეგატივს თქვენს სულს. იატაკის მოწმენდისას წარმოიდგინეთ, როგორ იშორებთ ცხოვრებიდან სიბრაზეს და ნეგატივს.

როცა თქვენს გარშემო და შიგნით წესრიგს დაამყარებთ, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „სუფრა სახლში დოვლათია, სუფთა სხეულში ჯანმრთელობაა“. ამის შემდეგ სახე სუფთა გამდინარე წყლით დაიბანეთ და რიტუალის სიტყვები კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

თუ ყოველთვის ასე გააკეთებთ, ცოტა ხანში შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება ატმოსფერო სახლში. შედეგად, განწყობა და შინაგანი მდგომარეობა შეიცვლება. თქვენი ენერგეტიკა პოზიტიურ ტალღაზე გადავა, რაც საქმეზე და პირად ურთიერთობაზე აისახება. მხოლოდ 2 სუფრის კოვზი მარილი 10 ლიტრ წყალზე ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს