მომავალი ბავშვის სახელის შერჩევა ძალიან სერიოზული და დელიკატური საკითხია. ბავშვი ხომ სათამაშო არაა. ამ სახელით თავისი ზრდასრული ცხოვრების მოწყობა მოუწევს. სამწუხაროდ, ბოლო დროს მშობლებს მოდაზე მიდევნებაში ავიწყდებათ, რომ მათმა შვილებმა ხანგრძლივი ცხოვრება უნდა გავლონ. სახელი მოდის ან თანამედროვეობის ხარკი არაა. სახელში იდება ადამიანის მომავალი ხასიათი და ბედი. ბედში მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ სახელი, არამედ მასში შემავალი თითოეული ასო.
Vivien გიზიარებთ ინფორმაციას, რომელი სახელები შეეფერება გოგონებს და რომელი ასოები არასასურველია პატარა პრინცესას სახელში.
რომელი სახელები შეეფერება გოგონებს
უძველესი დროიდან სჯეროდათ, რომ სახელი ადამიანის ხასიათზე და ქცევაზე გავლენას ახდენს. სახელში დაშიფრულია მისი ძალა და პირადი ამულეტი. თითოეულ ასოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასოები დაპროგრამირებული კოდია, რომელიც ადამიანის ქცევაზე და ბედზე აისახება.
გოგონას სახელი რომ შეურჩიოთ, სახელის მნიშვნელობაზე ზოგადი წარმოდგენის ქონა ან საეკლესიო კალენდრის დაცვა საკმარისი არაა. სახელის შერჩევა განსაკუთრებული რიტუალია, რომელიც ადამიანს ანიჭებს დამატებით ძალას, თავდაჯერებულობას და წარმატებას.
ზოგიერთი ასო ნეგატიურ გზავნილს ატარებს. სწორედ ამიტომ, ასეთი ასოები სახელში ადამიანს დასახული მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის. ამავდროულად, სახელში ასოების განლაგებასაც მნიშვნელობა აქვს.
თუ ნეგატიური ასო სახელის დასაწყისშია, ძლიერი მნიშვნელობა ექნება. რაც უფრო ბოლოსკენ არის, მით უფრო სუსტია მისი ძალა. თუ ერთი და იგივე ასო სახელში რამდენჯერმე გვხვდება, მისი მნიშვნელობა ძლიერდება იმდენად, რამდენჯერაც მეორდება სახელში.
რომელი ასოები არ უნდა იყოს გოგოს სახელში
ასო „ფ“ საუბრობს მფლობელის უხეშობაზე და აგრესიულობაზე. გოგო სახელში ამ ასოთი მოუსვენრობით და გარკვეული ხმაურობით გამოირჩევა. არაფერზე პასუხისმგებლობას არასდროს იღებს, ვალდებულებებს გაურბის. პარტნიორში მოწინააღმდეგეს ხედავს. გოგოს, რომლის სახელშიც არის ასო „ფ“, ლიდერული თვისებები არ აქვს, ხალხის მართვა არ შეუძლია. სიბერეში ხშირად მარტოსული და უსარგებლო რჩება.
ასო „ი“ მფლობელს პესიმისტურ განწყობას ანიჭებს. წესებს და ნორმებს ვერ ეგუება, გარემოებას არ ემორჩილება. ამავდროულად, მორალურ ნორმებს ზუსტად იცავს და მათ არასდროს არღვევს. ასეთი ხასიათით ხშირად ხალხში იმედი უცრუვდება, მათში კარგის დანახვა არ შეუძლია. ხშირად უბედური ცხოვრება აქვს.
ასო „ზ“ მფლობელს ანიჭებს სურვილს, რომ ყველას მოეწონოს და ყურადღების ცენტრში იყოს. თუ გოგონა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს, დროთა განმავლობაში ეს მანიაკალურ დამოკიდებულებაში გადაიქცევა, რომ საუკეთესო იყოს. ასეთი გოგო თვითგანვითარებას უბრალოდ წყვეტს, მისი ყველა მოქმედება საზოგადოების თამაშზე მიმართულია. სახელში ასო „ზ“–ს მფლობელი ყველაფერს გულთან ახლოს იღებს და ძალიან დაუცველია.
ასო „ლ“ ქალის სახელში მის მგრძნობელობასა და რომანტიზმზე საუბრობს. ასეთი ქალი მუდმივად რომანტიკული თავგადასავლების ძიებაშია. ბევრს ლაპარაკობს, ეგოისტია, ფულის მართვა საერთოდ არ იცის. დაგროვებულ ქონებას უაზრო სურვილებზე ხარჯავს, რასაც შემდეგ დიდხანს ნანობს.
ასო „ე“ ქალს ახირებულ და გაღიზიანებულ ხასიათს ჩუქნის. ხშირად საკუთარი თავის და სხვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნია. პერფექციონისტია, თან ძალიან მაღალი დონის, რაც მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ხშირად ასეთი მაღალი დონის გამო მუდმივად დაძაბულია.