მოქმედებების თანმიმდევრობა, როცა როზეტი იწვის. აი, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში

3229

ცხოვრების ყოველდღიურობასა და ქაოსში, სამსახურის ან ბუნებაში დასვენებისას ფონზე შეიძლება ვერ შევამჩნიოთ, რომ სახლის რომელიღაც ოთახში როზეტი ჩუმად იწვის. ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ სახლის მაცხოვრებლების, არამედ მეზობლების სიცოცხლეს ემუქრება. კორპუსში ხანძარი სერიოზული საკითხია.

ასეთ სიტუაციაში ზრდასრულ ადამიანს თავად შეუძლია მოქმედება. მაგრამ, თუ მასში მოხვდა ბავშვი ან შოკურ მდგომარეობაში ვერაფერს აკეთებთ? არადა ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით თუ ოთახში ბევრი სინთეტიკური ნივთი, ხე ან ქაღალდია. უნდა იმოქმედოთ სწრაფად, ზუსტად და მაქსიმალურად მტკიცედ. აი, რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უმოკლეს დროში პრობლემის მინიმიზაციაში დაგეხმარებათ.

როზეტი იწვის

დაუყონებლივ უსაფრთხოება უზრუნველყავით

თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოება პრიორიტეტი უნდა იყოს. თუ ხედავთ, რომ როზეტი იწვის ან კვამლის ნიშნებია, პირველ რიგში, ელექტროკვება გამორთეთ. ელექტროყუთში მთავარი გადამრთველი იპოვეთ და გამორთეთ. ასე დამატებით დაზიანებას თავიდან აიცილებთ და ხანძრის რისკს მინიმუმამდე შეამცირებთ.

როზეტი არ გამოიყენოთ

ელექტროკვების გამორთვის შემდეგ ეს როზეტი არ გამოიყენოთ, სანამ აალების მიზეზს არ აღმოფხრავთ. მასში მოწყობილობის ან კაბელის შეერთების მცდელობამ სიტუაცია შეიძლება გააუარესოს და სახიფათო შედეგები გამოიწვიოს.

პროფესიონალს დაურეკეთ

უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პირველი ზომების მიღების შემდეგ პროფესიონალთან დარეკვის დროა. ხელოსანი გამოიძახეთ ან ელექტრომიმწოდებელ კომპანიაში დარეკეთ და მათ მითითებებს მიჰყევით. არ სცადოთ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება, თუ შესაბამისი გამოცდილება არ გაქვთ.

შემთხვევის ადგილის იზოლაცია მოახდინეთ

სპეციალისტების მოსვლამდე იზოლაცია მოახდინეთ იმ ადგილის, სადაც ხანძარი მოხდა. თუ შესაძლებელია, ოთახის კარი დახურეთ, რომ ბინის სხვა ნაწილში ალის და კვამლის გავრცელება თავიდან აიცილოთ.

საგანგებო სიტუაციისთვის მოემზადეთ

სანამ პროფესიონალს ელოდებით, ხელთ გქონდეთ ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, როგორიცაა ცეცხლმაქრი. საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის მზად იყავით. ყოველთვის ჯობია მოულოდნელობას მომზადებული შეხვდეთ.

რა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია არ განმეორდეს?

პირველ რიგში, დავიწყოთ უნდა იმით, რომ ძველი კორპუსები მოულოდნელი აალების მხრივ სახიფათო საცხოვრებელია. საქმე იმაშია, რომ მათში კაბელებს და ელექტროსადენებს იშვიათად ცვლიან. პირველ რიგში, ძვირია. მეორეც, ზოგჯერ შეუძლებელია. ხელოსნებს არ შეუძლიათ კედლები ისე გაბურღონ, როგორც შვეიცარიული ყველი, რომ მთელი კონსტრუქცია არ დაზიანდეს.

წარსული დავიწყებულია, მაგრამ მომავალი თავისი ძლიერი სარეცხი მანქანებით, სახლის კომპიუტერით, ტელევიზორით, აუდიოტექნიკით და სხვა ყველაფრით, საკმაოდ გაუმაძღარია ელექტროენერგიის მხრივ. ძველმა სადენმა ასეთ დატვირთვას შეიძლება ვერ გაუძლოს. ეს მაშინაც, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ნივთს თავისი ცვეთის დრო აქვს. აი, ნელ–ნელა იშლება.

თუ მაინც გადაწყვიტეთ ამ საკითხის მოგვარება, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლითაც დროს და ძალას დაზოგავთ. ასე თავს უფრო დაცულად იგრძნობთ.

  1. მხოლოდ ხარისხიანი კაბელები შეიძინეთ. სხვა ნივთებზე შეგიძლიათ დაზოგოთ, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.
  2. ყოველთვის დაამონტაჟეთ ავტომატური სისტემა ზედმეტი დაძაბვისგან დასაცავად. ბევრ სიტუაციაში თქვენი ფარი გახდება. დენის მოულოდნელი ჩართვა და გამორთვა, შეშლილი მეზობლები, რომლებმაც მოულოდნელად ყველა როზეტის ერთდროულად გამოყენება გადაწყვიტეს, ელვა, რომელმაც სახლს დაარტყა. ამ ყველაფრისგან კარგი სისტემა დაგიცავთ.
  3. მესამე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. კაბელების კვეთა სწორად უნდა იყოს გამოთვლილი სიმძლავრის და დენის გათვალისწინებით. ზოგიერთი ონლაინ მაღაზია კლიენტებს სთავაზობს სპეციალურ კალკულატორებს, რომლებიც ასეთი გამოთვლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ვერ ერკვევით, ხელოსანს მიმართეთ. მეზობელი ბიძია ამ საქმის ოსტატი არაა.
  4. დამონტაჟებული გაყვანილობა დროდადრო შეამოწმეთ. ყურადღება მიაქციეთ ახალ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. თქვენი საჭიროებები და ერგონომიკა სწორად გამოთვალეთ. კოსმოსური ძალის მქონე მოწყობილობას კარგი კაბელიც ვერ გაუმკლავდება. ეს გაითვალისწინეთ. თან ნაკლების გადახდა მოგიწევთ.

აალებული როზეტი სერიოზული სიტუაცია, რომელიც დაუყონებლივ მოქმედებას და პროფესიონალის ჩარევას მოითხოვს. ამ მარტივი ნაბიჯების შესრულებით რისკს შეამცირებთ და თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოება. თუ სიტუაცია ძალიან სახიფათოა ან თქვენს მოქმედებებში დარწმუნებული არ ხართ, პროფესიონალს დაელოდეთ და მის მითითებებს მიჰყევით. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხომ ცოდნით და სწორი მოქმედებით იწყება.