სანელებლები წიწიბურასთვის: რა დავუმატოთ ფაფას, რომ უფრო გემრიელი გახდეს

309

წიწიბურას ფაფა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გარნირია, როგორც კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი და ბოსტნეული. მას ხორცთან, სოკოსთან ერთად ვამზადებთ ან ისე ვჭამთ. სანელებლები წიწიბურასთვის რაღაც ახალია, რადგან ჩვენი მშობლები ამ ფაფას მხოლოდ მარილით და წიწაკით ამზადებდნენ. ჩვეულებრივი წიწიბურას ფაფა რესტორნულ კერძად მარტივად შეგიძლიათ აქციოთ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ნაცნობი გემო მობეზრდა და მათთვის, ვინც კულინარიაში სრულყოფილებას ეძებს. თუ ფაფას გონივრულად შეასუნელებთ, პრეტენზიული ბავშვებიც დამატებას მოგთხოვენ.

სანელებლები წიწიბურასთვის: რომელია საუკეთესო

  • წიწიბურას ფაფა – თუ წიწიბურას ფაფას ამზადებთ ხორცის და სოკოს გარეშე, ცხელი კერძის გარნირის როლში, ძირა გამოიყენეთ. ტაფაზე ცოტა მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ, ძირას მარცვლები მოხალეთ, შემდეგ ფაფას დაუმატეთ. თუ წვალება არ გსურთ, ძირას ფხვნილი გამოიყენეთ. ძირას გარდა, წიწიბურას უხდება კოჭა, ნივრის ფხვნილი, ხახვი, ჩილის წიწაკა (თუ ცხარე გიყვართ) და კურკუმა.
  • წიწიბურა ხორცით – წიწიბურას ფაფას ხორცით ხშირად ამზადებენ. ცხელი კერძი და გარნირი ერთ თეფშზე გამოდის. ამ კერძს დაუმატეთ პროვანსული ბალახები (თითქმის ყველგან კარგია) და პაპრიკა. ხმელი სუნელი საინტერესო ნოტებს შემატებს. ფაფას ნებისმიერი მწვანილი უხდება. მაგალითად, კამა, ოხრახუში, ქინძი (ხმელი ან ახალი).
  • წიწიბურა სოკოთი – ბევრისთვის საყვარელი კერძი, რომელიც მარტივად მზადდება. სოკოს ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ ნებისმიერი სანელებლით შეგიძლიათ შეასუნელოთ. საუკეთესოა კლასიკური შავი წიწაკა და პროვანსული ბალახები. თუ პიკანტური ნოტები მოგწონთ, მეტი ნივრის ფხვნილი დაუმატეთ.
  • წიწიბურას კატლეტი – გემრიელი, მარტივი და ბიუჯეტური კერძი. წიწიბურას კატლეტი შეგიძლიათ შეასუნელოთ წითელი წიწაკით, მუსკატის კაკლით, ძირათი, მაიორანით, ნივრის ფხვნილით, ბაჰარის წიწაკით, პაპრიკით ან მდოგვით.
  • წიწიბურას დესერტი – ეს მარცვლეული იმდენად უნივერსალურია, რომ დესერტიც შეგიძლიათ გააკეთოთ. უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, მიხაკი, კოჭა, დარიჩინი ან სეზამის თესლი დაუმატეთ. ეს კონკრეტულ რეცეპტზეა დამოკიდებული. გემრიელი იქნება.

წიწიბურას მარცვლეული მოიმარაგეთ, რადგან უკვე იცით, როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელად. ხშირად გვიჭირს განვსაზღვროთ, კერძს რეჰანი უფრო მოუხდება თუ თავშავა. ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოდის. ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რომ წიწიბურას გემრიელი კერძები მოამზადოთ.