ხაჭოს დესერტი მრავალფეროვანია – კექსი, გამომცხვარი, ხაჭოს პეჩენია, ტორტი და ხაჭოს პურიც კი. ეს გემრიელი, სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი და საკმაოდ იაფია – რაც ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე პერიოდში.
ჩვენ 3 გამოცდილი რეცეპტი შევარჩიეთ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ხაჭოს პატარა კექსი
ამ კერძს შეიძლება დიეტურიც ვუწოდო. ხაჭოს დესერტი ძალიან მსუბუქი, ნაზი და საერთოდ უცხიმო გამოდის. ის ღუმელში ცხვება, რაც კალორიულობას ამცირებს.
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ ხაჭო
- 4 ცალი კვერცხი
- 4 ს/კ ფქვილი
- 1 ჩ/კ მარილი
- საცხობი ფორმები
მომზადება:
- პირველ რიგში ღუმელი 220 გრადუსამდე გააცხელეთ. ხაჭო და კვერცხი ათქვიფეთ. შემდეგ ფქვილი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ: სქელი ცომი უნდა მიიღოთ.
- საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით. ფორმის ქაღალდის ძირსაც კი ცხიმი წაუსვით. ცომი ფორმებში გადაანაწილეთ და აცხვეთ იმ დრომდე, სანამ ოქროსფერი ფერის არ გახდება.
- დროს ყურადღება მიაქციეთ, არ გამოგეპაროთ დრო, როცა ხაჭო მზად იქნება და საბოლოო ფორმას მიიღებს. მზა კექსებს უკვე არაჟანი წაუსვით და ქვაბში შემდგომი გაჟღენთვისა და გაგრილებისთვის ჩადგით.
ხაჭოს პეჩენია „კონვერტი“
ამ პეჩენიას მცირე პროდუქტები სჭირდება და თან სწრაფად მზადდება.
- 230 გრ ფქვილი
- 200 გრ ხაჭო
- 100 გრ კარაქი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- შაქარი
მომზადება:
- კარაქი გახეხეთ და ხაჭოს აურიეთ. ცომი მოზილეთ, 3 მმ სისქის ზომებად დაანაწევრეთ და ჭიქის საშუალებით მრგვალი ფორმები ამოჭერით.
- თითოეული მრგვალი ფორმა შაქარში ამოავლეთ, ნახევრად გადაკეცეთ და ასე გააგრძელეთ რამდენჯერმე – საბოლოოდ ზემოთ, მხოლოდ ერთი შაქრიანი მხარე რჩება.
- პეჩენია 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ.
ხაჭოს კექსი
ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს კექსი ჩაისთან თქვენი საყვარელი დესერტი გახდება.
ინგრედიენტები:
- 200 გრ გადაწურული ხაჭო
- 200 გრ ფქვილი
- 200 გრ შაქარი
- 100 გრ კარაქი და ცხიმი ფორმებზე წასასმელად
- 2 ცალი კვერცხი
- 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- ვანილი
მომზადება:
1.კარაქი და შაქარი ერთმანეთს აურიეთ 3-4 წუთის განმავლობაში. ხაჭო დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. შემდეგ კვერცხი დაუმატეთ. ფქვილს გამაფხვიერებლი და ვანილი შეურიეთ და ნარევს დაუმატეთ.
2.ცომი მოზილეთ. კექსის საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და მასში ცომი მოათავსეთ.
3.180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთით გამოაცხვეთ.
ეს სამი რეცეპტი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ასევე დაბალკალორიულია და პროდუქტების მინიმუმს მოითხოვს. თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ!