არაფრის გახეხვა საჭირო არაა. უნიტაზს სიყვითლეს და ნადებს რამდენიმე წუთში ვაშორებ

14758

უნიტაზის ზედაპირიდან ყვითელი ნადების მოშორება არც ისე რთულია, თუ საწმენდ საშუალებებს სწორად შეარჩევთ. აუცილებელი არაა, ძვირადღირებული იყო. Vivien გაჩვენებთ, როგორ დაუბრუნოთ უნიტაზს სიქათქათე რამდენიმე მოქმედებით.

გიზიარებთ ერთ კარგ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სანტექნიკა სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაწმინდოთ. დროში გამოცდილი და ბიუჯეტური საშუალებაა.

ყველაფერი საკმაოდ მარტივია. დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ხელმისაწვდომი ინგრედიენტი. ესაა კალცინირებული სოდა და 9 %–იანი სუფრის ძმარი.

თუ ჭუჭყი უნიტაზშია, ჯერ წყალი უნდა ამოიღოთ. ამ მიზნით პლასტმასის ბოთლი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ამის შემდეგ კალცინირებული სოდა უნდა ჩაყაროთ. მარტივად რომ გადანაწილდეს, უნიტაზის ზედაპირი წინასწარ დაასველეთ. კალცინირებული სოდა უხვად მოაყარეთ. ამის შემდეგ ისევ წყლის შხეფები შეასხურეთ, რომ სოდამ კარგად იმოქმედოს.

ახლა უნიტაზს თავსახური დაახურეთ და 30 წუთი გააჩერეთ. თუ ჭუჭყი და ნადები ძლიერია, 1 საათი გააჩერეთ.

ვადის გასვლის შემდეგ, ძმარი აიღეთ და უნიტაზის მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ.

შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ. სიყვითლე და ნადები თვალსა და ხელს შუა გაქრება.

ბოლოს ნარჩენები წყლით ჩარეცხეთ და უნიტაზის სისუფთავით ისიამოვნეთ. ისეთი სუფთა ხდება, რომ მასში საკუთარ ანარეკლსაც დაინახავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს