აღარანაირი თითების ანაბეჭდები, მტვერი და ჭუჭყი. ამ ხრიკით მინის ზედაპირებს იდეალურად ვწმენდ

860

თანამედროვე ბინებში ბევრი სარკიანი ზედაპირი გვხვდება. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ, სამწუხაროდ, სარკეების მოვლა მარტივი არაა. მათზე ჩნდება ლაქები, ასევე შეიძლება ნადებიც წარმოიქმნას.

ჩემს სახლში ბევრი სარკეა. ერთ დროს ბევრი სხვადასხვა საწმენდი საშუალება ვცადე. მინის საწმენდი სითხეები საჭირო ეფექტს არ მაძლევს.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ერთი საოცარი მეთოდი, რომელიც 100%–ით ეფექტურია. ახლა ჩემი სარკეები ყოველთვის სისუფთავით კრიალებს.

ასეთი დამუშავების შემდეგ სარკე ახალი ფერებით ათამაშდება, არ დარჩება აღარანაირი ლაქები, მტვერიც ზედაპირზე დიდხანს არ დაჯდება.

სარკის საწმენდად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი 9%–იანი სუფრის ძმარი და წყალი.

  1. ორი ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით აურიეთ. მაგალითად, 50 მლ ძმარი და 50 მლ წყალი.
  2. მიღებული ნარევი სპრეის ბოთლში გადაიტანეთ. ასე ნარევის გამოყენება უფრო მოსახერხებელია.
  3. სარკე სითხით დაამუშავეთ და სალფეთქით გაწმინდეთ. ლაქები, ჭუჭყი და მტვერი არ დარჩება.

უბრალოდ საოცრად სწრაფი და მარტივია. ძალიან მიხარია, რომ ამ მეთოდის შესახებ გავიგე. ვიმედოვნებ, თქვენც გამოგადგებათ.

ყურადღება მიაქციეთ! მეთოდი სარკიანი ზედაპირების და ფანჯრების საწმენდად გამოგადგებათ. მტვერი და ჭუჭყიანი ნადები წამებში მოშორდება.

გარდა ამისა, ბიუჯეტური მეთოდია. მინის და სარკის საწმენდ სპეციალურ საშუალებებზე ფულს აღარ ვხარჯავ. თაროზე ადგილიც გათავისუფლდა, მასზე მინის საწმენდი საშუალება აღარაა.