ასეთი კანი 30 წლის ასაკშიც არ მქონდა: ბელარუსული და თურქული საშუალებების კომბინაცია კანს ათანაბრებს

812

მაკიაჟის სპეციალისტი გვიზიარებს ხრიკს, როგორ გარდაქმნათ კანი 2 საშუალების კომბინაციით, რომ უფრო გლუვი და მოვლილი გამოჩნდეს. ვარიანტი უფრო შესაფერისია მშრალ, გაუწყლოებულ კანზე, რომელსაც გათანაბრება სჭირდება, წვრილი ნაოჭები აქვს და ელასტიურობა დაკარგულია.

სპეციალისტი ამბობს, რომ ამ კომბინაციის გამოყენება სამსახურში ახლახანს დაიწყო, მაგრამ შედეგი იმდენად მოეწონა, რომ აღმოჩენის გაზიარება გადაწყვიტა. რაც მთავარია, შედეგი მის კლიენტებს მოეწონათ. ერთ–ერთი კლიენტი ირწმუნება, რომ ასეთი კანი, როგორსაც საშუალება ქმნის, 20 წლის წინათაც არ ჰქონდა.

იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სახეზე კოსმეტიკის შეგრძნება არ მოსწონს. დაგჭირდებათ 2 საშუალება მინიმალური რაოდენობით. PASTEL-ის შრატი Glassy Glow Skin (თურქეთი) და Paradiso–ის ტონალური კრემ–ფლუიდი Relouis სატინის ფინიშით (ბელარუსია).

ცოტა რამ საშუალებების შესახებ

შრატი: ოდნავ ზეთოვანი, კანს ანათებს, აბრეშუმის საფარს ქმნის. მაკიაჟის ქვეშ კარგი ბაზაა. უკეთესია, თუ ოდნავ სველ კანზე წაისვამთ. სახე ჯერ ტონიკით გაიწმინდეთ, შემდეგ შრატი წაისვით.

ტონალური ფლუიდი: თხელი კონსისტენციის, სატინის ფინიშით, კანზე ადვილად ნაწილდება, მინიმალური რაოდენობის წასმისას საშუალო დაფარვა აქვს.

თუ თქვენთვის ნაცნობია Guerlain Meteorites–ის პუდრის ბურთულები, წარმოიდგინეთ, როგორი მანათობელი ეფექტი აქვს. სწორედ ასე, შრატი სრული შეწოვის შემდეგ ანალოგიურ ეფექტს იძლევა.

შრატის წასმის შემდეგ კანი წებოვანი ხდება, მაგრამ ასე ტონალური ფლუიდი დაპუდვრის გარეშეც მთელი დღე გაძლებს, ზედმეტი კოსმეტიკური ფენის წასმა არ დაგჭირდებათ.

შენიშვნა: შრატის წასმის შემდეგ სახე უბრალოდ შეგიძლიათ დაიპუდროთ. ქმნის ფენას, რომელიც კანს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს.

რაც შეეხება ეფექტს, 5 წვეთი ასეთი საშუალება კარგ შედეგს იძლევა. კანი უფრო თანაბარი, დასვენებულია.

ვიცი, რა ეფექტს იძლევა საშუალება სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, აი, ამ საშუალებების ტანდემი ლუქს საშუალებას შეგვიძლია შევადაროთ.