მინდა ისე გავთხოვდე, რომ დიასახლისი ვიყო და მუშაობა არ მომიწიოს

402

სად ვიპოვო ასეთი მამაკაცი? არ ვგულისხმობ მდიდარ პრინცს, არამედ მამაკაცს, რომელსაც შეუძლია ფულის გამომუშავება საჭმლისთვის, კომუნალურისა და ელემენტალური საჭიროებისთვის. ადრე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი და არც მიფიქრია, ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ.

ბევრი ქალი ასე გათხოვებას ახერხებს. მაგალითად, ჩემმა ნათესავებმა შეძლეს. არავინ ამბობს, სად და როგორ იპოვეს ასეთი ქმრები. ზარმაცი არ ვარ, უბრალოდ სამსახურსა და ფიზიკურ ძალებში თავდაჯერებული არ ვარ. საოჯახო საქმეებს, ქმარს, შვილს და სამსახურს ერთად ვერ გავუმკლავდები.

გონებრივი სამუშაოც რომ იყოს, ამ ყველაფერზე ძალა მაინც არ მეყოფა, რაღაცას სრულყოფილად ვერ გავაკეთებ. მორალურად ვერ იგებ, რომ კაცს ვუყვარვარ, თუ მისთვის მნიშვნელოვანია ვმუშაობდე. ეს ხომ ჩემი გამოყენებაა და სხვა არაფერი. სალონებში არ დავდივარ, მანიკიურს არ ვიკეთებ, წამწამებს არ ვიკრავ, ჩემი ტუჩებიც მაკმაყოფილებს, ბუნებრივად სქელი მაქვს.

უკვე მივხვდი, რომ გაცნობის საიტებსა და ინტერნეტში ასეთ მამაკაცს ვერ ვიპოვი, ასევე რეალურ ცხოვრებაში. რამდენჯერმე სცადეს, ვიღაც გაეცნოთ: ყველა ასჯერ უარესი იყო, ვიდრე ინტერნეტით გაცნობილი. ცოლ დიასახლისზე ლაპარაკი არაა.

ინტერესს ბევრი იჩენს, მაგრამ როცა ვეკითხები, რას ფიქრობს, რომ მისი ცოლი დიასახლისი იყოს, ყველა ქრება. არ ვთვლი, რომ ცოლი დიასახლისის სტატუსის მიღებას რაღაც დამსახურება სჭირდება. რა უნდა შევთავაზო? თუ ქალი დიასახლისია, რომელიც არ კერავს, არ ქსოვს და არაფერი იცის, მაგრამ ასე ცხოვრობს.

ინტერნეტით რამდენიმე მამაკაცი გავიცანი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავად ეძებენ ქალს, ვინც არჩენს, თან თავად არაფერს წარმოადგენენ, დამატებით ასაკიანი არიან. მაშინაც კი, თუ ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ მზადაა ოჯახი სრულად უზრუნველყოს, სინამდვილეში, ამის გაკეთება არ შეუძლია. რა აზრი აქვს ურთიერთობის გაგრძელებას, თუ მაშინვე ვხედავ ტყუილს? თუ ადამიანი წერს, რომ წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს და ვახტური მეთოდით მუშაობს, საიდან აქვს ფული? კარგად ვიცი, რამდენს იღებს ჩვენს რეგიონში კაცი, თუ ტრაილერი აქვს, საიდან შეიძლება ჰქონდეს ფული? რა საჭიროა ტყუილი?

სინამდვილეში, დიდი მოთხოვნები არ მაქვს. ჩვენთან ოლიგარქები და მილიონერები არ არიან, უბრალოდ ვეძებ მამაკაცს, რომელიც საჭმელ–სასმელს არ მომაკლებს, ხანდან ახალ ტანსაცმელს მიყიდის, კომუნალურებს გადაიხდის და დედასთან არ იცხოვრებს. ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისია.