მეცნიერებმა დაიჭირეს უცნაური სიგნალი კოსმოსიდან, რომელიც ყოველ 22 წუთში მეორდება

2442

აღმოჩნდა, რომ კოსმოსიდან ძლივს აღქმად სიგნალს, რომელიც მხოლოდ სპეციალური ცოდნის მქონე ხალხს აინტერესებს, ძალიან დიდი ხმაურის გამოწვევა შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ამ სიგნალს რამდენიმე „შეუძლებელი“ მახასიათებელი აქვს, ამიტომ მეცნიერები მის წარმოშობას ვერ ხსნიან.

დედამიწამ ფაქტიურად დღეს მიიღო და ზოგი სპეციალისტი დღემდე მცირე პანიკაშია. სხვა რა უნდა ვუწოდოთ მდგომარეობას, როცა მთელი გამოცდილება, განათლებაზე დახარჯული წლები, მტკიცედ ირწმუნება: ასეთი რამ შეუძლებელია! ხოლო თანამედროვე აღჭურვილობა მარტივად და გულგრილად აჩვენებს მშრალ ციფრებს და მონაცემებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რაღაც უჩვეულო მოხდა. ერთადერთი, ვისაც სიტუაციის ახსნა შეუძლია, თავად ხართ.

სიგნალი კოსმოსიდან

მეცნიერებმა 15000 სინათლის წლის მანძილზე დააფიქსირეს რადიოსიგნალი, რომელსაც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტიპის ვარსკვლავი შეიძლება გამოსცემდეს. სინამდვილეში, ეს სიგნალი ჯერ კიდევ 30 წლის წინანდელ არქივის ჩანაწერებშია. მხოლოდ ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო ასტრონომებმა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგეს.

ობიექტს უწოდეს GPM J1839-10 და საინტერესოა იმით, რომ ყოველ 22 წუთში (დედამიწის დროით) განსაკუთრებულ სიგნალს გამოსცემს. სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან შედარებით ეს ობიექტი თავის რადიოსიგნალებს ნელა ასხივებს. ანუ GPM J1839-10–ს აქვს თავისი მაგნიტური ველი, თუ ლოგიკურად განვიხილავთ. მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რა მექანიზმი დგას მისი სიგნალის მიღმა.

თუ დავუშვებთ, რომ საქმე გვაქვს მაგნეტართან (ნეიტრონული ვარსკვლავი ძალიან ძლიერი მაგნიტური ველით), მაშინ ეს ყველაზე ახლოს იქნება იმასთან, რასაც სენსორი აჩვენებს. პრობლემა იმაშია, რომ ეს ობიექტი რადიოტალღებს საერთოდ არ ასხივებს. შესაბამისად, არის მცირე შანსი, რომ სიგნალის წყარო ადამიანის მიერ შექმნილია ან ოფიციალური მეცნიერებისთვის უცნობი, რაც ერთგვარი სენსაციაა.

სიგნალი WOW

1977 წლის 15 აგვისტოს ჯერი ეიმანმა დააფიქსირა ზუსტი ვიწროზოლიანი სიგნალი. ისტორიაში ეს შემთხვევა ცნობილია, როგორც სიგნალი WOW (ვაუ). იმ დროისთვის მეცნიერებს ჰქონდათ სიგნალის მკაფიო მოსალოდნელი მახასიათებლები, რომელიც ნამდვილად არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალი იქნებოდა. 1977 წლის სიგნალის ამონაბეჭზე ასეთი მახასიათებლები იყო. ჯერი ეიმანმა მოზღვავებული გრძნობების გამო ჯიბიდან მარკერი ამოიღო, მონაცემები შემოხაზა და გვერდით დაწერა WOW.

მეცნიერები იმ შემთხვევის ბუნებაზე დღემდე კამათობენ. შანსებს განიხილავენ, რომ ეს შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულება, რომ სამყაროში მარტო არ ვართ. სერიოზულად განსახილველად ინფორმაცია საკმარისი არაა. თან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. თუმცა ასტრონომიის სტანდარტებით, ეს ადამიანისთვის წამია. სამწუხაროა.

ვარსკვლავი HD 164595

2016 წელს კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა იყო. 95 სინათლის წლის მანძილზე, ჰერკულესის თანავარსკვლავედში, არის ვარსკვლავი HD 164595. სადღაც იქიდან დედამიწაზე შემოვიდა მკაფიო სიგნალი, რომელიც დაახლოებით 2 წამი გაგრძელდა. უფრო მეტიც, მეცნიერებმა HD 164595–თან შორიახლოს უსახელო ეგზოპლანეტა იპოვეს. ინტრიგა იზრდებოდა, ყოველი ახალი დეტალით ძლიერდებოდა.

სამწუხაროდ, სიგნალის განმეორებით მიღება ვერ მოხერხდა. ამ კვადრატს კიდევ დიდხანს ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ შედეგი ნულოვანი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მიიღეს დასკვნა: ვარსკვლავიდან HD 164595 სიგნალი შეცდომა იყო. დამნაშავე კი მიწიერი ობიექტებია, საქმე დაიხურა. თავად სიგნალის მიღების ფაქტი მხოლოდ ერთ კომპიუტერზე დაფიქსირდა, ამიტომ დაასკვნეს, რომ წონიანი მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც ახლოსაა.

და სხვა

1967 წელს დაფიქსირდა მკაფიო და ძალიან სწრაფი სიგნალი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს LGM-1 (Little Green Men ან პატარა მწვანე კაცი), სხვათა შორის, ეს იყო პულსარის აღმოჩენის პირველი შემთხვევა, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. LGM-1–ის სიგნალი იმდენად სწრაფი და უმნიშვნელო იყო, რომ დიდხნას მოწყობილობის გაუმართაობად იღებდნენ.

სწრაფი აფეთქების სხვა სახეობას FRB ეწოდება. ავი ლებმა და მანასვი ლინგამმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ასეთი აფეთქებები კოსმოსური ხომალდის გამონაბოლქვის ფიქსაციაა. კვალი ცაში, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს. მოგვიანებით, ამ ვერსიას დაუსაბუთებელი უწოდეს, თუმცა მტკიცებულებების გარეშე.

ერთი შეხედვით, სიგნალი, როგორც GPM J1839-10 ობიექტის შემთხვევაში, საკმაოდ ბევრია. სინამდვილეში, თითზე ჩამოსათვლელია. ეს ამ საკითხის შესწავლის მთელ ისტორიაში. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო სამყაროში ყოველ ახალ შემთხვევას ხვდებიან დიდი იმედით და ინტერესით. ვინ იცის, იქნებ, ჩვენ ან ჩვენმა შვილებმა აღმოაჩინონ იდუმალი გამომგზავნები, რომლებიც კოსმოსის უსასრულო მორევიდან მუდმივად გვაკვირდებიან.